სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "იმპორტიორებიც ადასტურებენ, რომ ივნისის მეორე ნახევრისათვის ყველა ფასის კლებას ელოდება"
    თამარ მუკბანიანი
    11.06.2019

     საწვავის ფასი ივნისის მეორე ნახევრიდან დაიკლებს. ასეთია, ანალიტიკოსებისა და ავტოგასამართი სადგურების მფლობელთა საერთო მოლოდინი. მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის 20%-ით გაიაფების გარდა, პოზიტიური ცვლილების მოლოდინს ლარის შედარებით გამყარებაც აჩენს. "რეგულარის" ტიპის ბენზინი დაახლოებით 2.10 ლარი ეღირება, ხოლო ევროდიზელი 2.20 ლარის ფარგლებში. ასეთია დღევანდელი პროგნოზი.

    თვის დასაწყისიდან, დოლარმა გამყარება დაიწყო და მაისის უარყოფითი ტენდენცია შეჩერდა. ეროვნული ვალუტა უკვე 2.73-იან ნიშნულს დაუბრუნდა. პარალელურად მსოფლიო ბაზრებზე იაფდება საწვავი, ბოლო რამდენიმე დღეში ფასი 20%-ით დაეცა. ზრდისკენ აღებული ტენდენცია, რომელიც ფასს ახასიათებდა, მოულოდნელად შეიცვალა და საწვავის ღირებულება 75 დოლარიდან 62 დოლარამდე ერთბაშად შემცირდა. იგივე შეიძლება ითქვას "პლატცის" დადგენილ ნიხრებზეა. 10 ივნისის მდგომარეობით, 1 ტონა ბენზინი 592.75 ღირს ხოლო 1 ტონა დიზელი - 553.75 დოლარი. უკვე ორი კვირაა ფასი სტაბილურად 570-590 ნიშნულს შორის მერყეობს. 

    ბიზნესის ანალიტიკოსი, "ტრანს ლოგისტიკის" დირექტორი ჯაბა თარიმანიშვილი ამბობს, რომ დაახლოებით ერთ კვირაში, საწვავზე ფასი შემცირდება და "რეგულარის" ტიპის ბენზინი 2.10 ლარი ეღირება ხოლო ევრო დიზელი - 2.20 ლარი. 

    "აშშ ჩინეთსა და მექსიკასთან გამართული სავაჭრო ომი ამცირებს გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს. შესაბამისად, ბოლო პერიოდში ნავთობზე ფასი სტაბილურად მცირდება, რაც აჩენს მოლოდინს, რომ ლარის გაუფასურების მიუხედავად, საქართველოში საწვავზე ფასის მკვეთრი შემცირებაა მოსალოდნელი.

    საქართველო თითქმის 100%–ით დამოკირებულია უცხოეთიდან იმპორტირებულ საწვავზე. "გლობალ პლატცის" 10 ივნისის პუბლიკაციის საფუძველზე გაანგარიშებით, საქართველოში ივნისის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია "რეგულარის" ტიპის ბენზინზე ფასის 2,10 ლარამდე შემცირება, ხოლოდ ევროდიზელის 2,20 ლარამდე გაიაფება", - ამბობს "რეზონანსთან" თარიმანიშვილი. 

    ამ ეტაპზე პროგნოზისგან თავს იკავებენ დიდი ქსელები, ხოლო საცალო ბიზნესის მფლობელთა მოლოდინი, ფასების კლებაა. კომპანია "ლოკოს" მფლობელი, კობა ბენდელიანი ამბობს, რომ ზუსტად რამის თქმა რთულია, მით უფრო ასეთი არასტაბილური ბაზრის ფონზე, თუმცა საერთო მოლოდინი, რასაც მას პირად საუბრებში მსხვილი იმპორტიორებიც უდასტურებენ, საწვავის ფასის კლებაა. 

    "მე მსხვილი ბიზნესმენი არ ვარ და არც კულუარულ ინფორმაციებზე მაქვს წვდომა. თანაც ბოლო პერიოდში იმდენჯერ გაიზარდა და დაეცა ფასი მოულოდნელად და ლარის კურსიც ისე ირყევა, რომ კონკრეტულ პროგნოზზე საუბარი შეუძლებელია დაზუსტებით. მხოლოდ იმაზე შეგვიძლია ვთქვთ, რომ თუკი 61-63 დოლარს არ ასცდება ნავთობის ფასი და ლარიც სტაბილუირ იქნა, აუცილებლად იქნება დადებითი გავლენა საცალო ქსელზეც. 

    იმპორტიორებიც ასე ფიქრობენ, ვისგანაც მე საწვავს ვყიდულობ, ივნისის მეორე ნახევრისათვის ყველა ფასის კლებას ელოდება. იმედია, არაფერი გაუთვალისწინებელი არ მოხდება, რაც ადგილობრივ ბაზარს სჩვევია. 

    ერთის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება, თუ ვინმეს არ აწყობს მაღალი ფასი, ეს ჩვენ, საცალო ავტოგასამართისადგურები ვართ. გაძვირების დროს მომენტალურად იკლებს კლიენტურაც. ასე რომ, თუ იქნება გაიაფება, ბუნებრივია, პირველად ჩვენზე აისახება", - ამბობს "რეზონანსთან" ბენდელიანი.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    დათუნია   (12.06.2019)
    კი, კი ძალიან გაიაფდება! მადლობთ :)


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×