სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ახალი მიკროავტობუსების შემოყვანის შემთხვევაში მგზავრობის ღირებულება, რასაკვირველია, გაიზრდება"
    თამარ მუკბანიანი
    04.06.2019

     2020 წლამდე დედაქალაქში მოძრავი მიკროავტობუსები ახლით უნდა შეიცვალოს. ასეთია ფრანგული კომპანიიის კვლევის შედეგი, რომელსაც მერია და `თბილისის მიკროავტობუსი~ ელოდნენ. სავარაუდოა, რომ ახალ მიკროავტობუსებზე ფასი აუცილებლად გაიზრდება, ასეთია ეკონომისტების ანალიზი ყველა ფაქტორის გათვალისწინების შედეგად. 

    კომპანია "სისტრას" ქართული წარმომადგენლობა სატრანსპორტო სქემის კვლევის პირველი ეტაპის შედეგებს ივნისში წარადგენს, საბოლოო კვლევა კი, ოქტომბერში დასრულდება. `სისტრას“ ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ასმათ აბესაძის განმარტებით, კვლევის ფარგლებში შეთანხმდა როგორც ახალი სამარშრუტო სქემა, ისე ავტობუსების მარშრუტები, ასევე მოძრავი შემადგენლობა, შესყიდვების გეგმა და სქემა. 

    კვლევის მეორე ეტაპის ფარგლებში კი, საუბარია ახალი სატრანსპორტო სააგენტოს შექმნაზე, რომელიც იქნება თბილისის მერიის სსიპ, თუმცა რა ფუნქციები ექნება აღნიშნულ სააგენტოს ამაზე მსჯელობა უკვე სამუშაოების მეორე ეტაპზე გაგრძელდება. 

    კვლევის პირველ ეტაპზე უკვე მზადაა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ყვითელი სამარშრუტო ტაქსები, მიკროავტობუსების ახალ ქსელს აღარ მოემსახურებიან და მათი ახლით ჩანაცვლება მოხდება.  „სისტრა“ მიიჩნევს, რომ მიკროავტობუსები ქალაქისთვის აუცილებელია, თუმცა სად იმოძრავებენ ისინი, ეს უკვე მერიის გადასაწყვეტია. შესყიდვების გეგმის მიხედვით, ახალი მოძრავი შემადგენლობა დედაქალქში 2020 წლის ბოლომდე უნდა გამოჩნდეს. 

    თბილისის მერია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს "თბილისის მიკროავტობუსთან“ 2011 წელს დადებული ხელშეკრულების გადახედვის მიზნით, თუმცა მხარეები ჯერ დეტალებზე არ საუბრობენ. 

    „თბილისის მიკროავტობუსში“ ახლაც აღნიშნავენ, რომ მხოლოდ საბოლოო შედეგის შედეგ გაიაზრებს და იმუშავებს ახალ ბიზნეს სქემაზე კომპანია. პირველად სამარშრუტო კომპანიას "რეზონანსმა" წინა თვეში  მიმართა, როცა ქალაქის მერმა განაცხადა, რომ ძალიან მალე გახდება ცნობილი საერთოდ არის თუ არა საჭირო ქალაქში მიკროავტობუსები,

    დღესდღეობით, თბილისს „თბილისის მიკროავტობუსის“ 1500 სამარშრუტო ტაქსი ემსახურება. მოხდება თუ არა ყველა ძველი მოძრავი მიკროავტობუსის ახლით შეცვლა თუ შემცირდება მათი რაოდენობა, ჯერ ბოლომდე ცნობილი არ არის. 

    ეკონომისტი, სოსო სიმონიშვილი `"რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ საწვავის მაღალი ფასის, ლარის გაუფასურების და მიკორავტობუსების შეცვლის აუცილებლობის გამო, გადაადგილების ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამისათვის ხელისუფლება ყველაფერს "აკეთებს". 

    "ფასები ბაზარზე დგება არა მხოლოდ თვითღირებულების შეჯამებით, არამედ მყიდველსა და გამყიდველს შორის მოლაპარაკების შედეგად. მხოლოდ მანქანის ცვლილებას და საწვავის ძალიან მაღალ ფასს არ აქვს მნიშვნელობა, ეს საბჭოთა მეთოდია. დღეს ტარიფებს ბაზარი არეგულირებს. თბილისში კი სამარშრუტო ტაქსების ერთადერთი კომპანიაა, ამიტომ არავითარი საუბარი საბაზრო ფასზე არ შეიძლება. ეს საბაზრო ეკონომიკა კი არა, მახინჯი კონგლომერატია.

    ახალი მარშრუტკების შემოყვანის შემთხვევაში მგზავრობის ღირებულება, რასაკვირველია, გაიზრდება. მთავარი კი მონოპოლიაა. ამასთან ყველა სახემწიფო ორგანო, ხმაშეწყობილად მუშაობს ინფლაციის მაღალი მაჩვენებლისათვის. მიზანი კი ისაა, რომ მათ დარჩეთ მაქსიმალურად დიდი ფული.

    გაძვირებას, ძირითადად, ქმნის ინფლაცია, საწვავის, მომსახურების და სხვა ყველა პროდუქტის. ინფლაციას კი ქმნის ხელისუფლების ყველა შტო, ძმურად და დიდი აღტკინებით. ასე რომ, გაძვირდება გადაადგილება, მაგრამ ეს მხოლოდ ახალი მიკროავტობუსების შემოყვანის გამო არ მოხდება", - აცხადებს "რეზონანსთან" სიმონიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    tatoo   (05.06.2019)
    ახალი მეტრო ხაზების მშენებლობააა მხოლოდ ეს უშველის ქალაქსსს

    status quo   (04.06.2019)
    ხელფასები მოგვიმატეთ...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×