სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკლერები ამბობენ, რომ რაც დრო გადის სულ უფრო უჭირთ ბინების დამქირავებლებთან შეთანხმება
    თეო გუდავაძე
    30.05.2019

    სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ნის გა­ქი­რა­ვე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის შე­მო­სავ­ლის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წყა­როა. ბოლო პე­რი­ოდ­ში დე­და­ქა­ლაქ­ში ბი­ნის ქი­რა­ზე მო­თხოვ­ნა შემ­ცირ­და, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ლა­რის კურ­სის ცვა­ლე­ბა­დო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. მო­თხოვ­ნის შემ­ცი­რე­ბამ კი, თა­ვის მხრივ გა­მო­იწ­ვია ქი­რის გა­და­სა­ხა­დის 10-15%-ით შემ­ცი­რე­ბაც.

    გა­მოქ­ვე­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, 50 კვ/მ ბი­ნის ქი­რის ფასი თბი­ლის­ში 300 ლა­რი­დან იწყე­ბა და უბ­ნე­ბის მი­ხედ­ვით 600 დო­ლა­რამ­დეც ადის. ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ბინა და რო­მელ უბან­ში მდე­ბა­რე­ობს. მაკლერები „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნავენ, რომ რაც ურფო მეტად იმატებს დოლარის კურსი, მათი საქმიანობა მით უფრო რთულდება და უჭირთ ბინის დოლარში გაქირავება. ისინი ცდილობენ მოლაპარაკებები აწარმოონ გამქირავებელთან, თუმცა იშვიათად თანხმდებიან ლარში გაქირავების პირობას, რადგან დღევანდელი მდგომარეობით მათ აბსოლუტურად ხელს აძლევთ მყარ ვალუტაში წაროებული გარიგება.

    ლოლა კომახიძე ერთ-ერთი მაკლერია, რომელიც ამ პრობლემებზე საუბრობს. მისი აზრით, კერძო პირებზეც უნდა აიკრძალოს ბინების დოლარში გაქირავება, რადგან ეს ხელს უშლის, როგორც მაკლერების საქმიანობას, ასევე საზიანოა ადამიანების ბიუჯეტისთვის. 

    "ადამიანებს ლარის კურსის მიმართ საერთოდ არ აქვთ ნდობა. შესაბამისად, გამქირავებლები მუდმივად ცდილობენ დოლარში გააქირავონ ბინა და ასე უფრო მშვიდად არიან, რადგან ფიქრობენ, რომ თვის ბოლოს შემოსავალი მყარ ვალუტაში ექნებათ. ასეთ დროს ჩვენ ძალიან გვიჭირს ბინების დამქირავებლებთან შეთანხმება, რადგან დოლარი იმდენად მაღლა იწევს წლის განმავლობაში, რომ მათ დაახლოებითაც კი არ იციან თვიდან თვემდე ლარის ეკივალენტში რამდენი უნდა გადაიხადონ. მეც არ მენდომებოდა დოლარში ბინის ქირაობა, არადა დღეს ყველა კარგი ბინა ქალაქის ცენტრში ამერიკული ვალუტის შესაბამისად ქირავდება. ლარი უნდა გამყარდეს, რომ ადამიანებმა დაარეგულირონ, როგორც გასავალი, ასევე შემოსავალი და ჩვენთვისაც უფრო მარტივი იქნება მუშაობა", - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ლოლა კომახიძემ. 

    იმის გამო რომ მო­სახ­ლე­ო­ბას შე­მო­სა­ვა­ლი ლარ­ში აქვს, ხოლო ქი­რას დო­ლარ­ში იხ­დის, კურ­სის ცვა­ლე­ბა­დო­ბა მათ გა­და­სა­ხად­ზე პირ­და­პირ  მოქმედებს. პროფესორი რამაზ გერლიანი, ფიქრობს, რომ ამ სფეროში აკრძალვა დადებით, შედეგს ვერ გამოიღებს და შესაძლოა, დეფიციტურიც გახადოს კარგი ბინები, რადგან როდესაც ადამიანები შესაბამის თანხას ვერ მიიღებენ, ისინი ინფრასტუქტურაზე აღარც იზრუნებენ. 

    "შედეგს ვერ გამოიღებს ის, რომ აიკრძალოს ბინების დოლარში გაქირავება. ფორმალურად ეს თითქოს უკვე აკრძალულიცაა, თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც ყველაფერს, ამასაც უგულებელყოფენ. გამქირავებლები ხშირ-ხშირად გადაინგარიშებენ ლარში და ასე აწესებენ გადასახადს. საბოლოო ჯამში ეს შედეგს არ მოგვიტანს. დღეს თუ ვინმე დოლარში არ აქირავებს, აქირავებს ლარში და ძვირად. შეუძლებელია გაკონტროლდეს ვინ რამდენად და როგორი კურსით აქირავებს საკუთრებას", - აღნიშნა გერლიანმა "რეზონანსთან" საუბრისას. 

    რაც შეეხება ბინების დღიურად გაქირავებას, ყველაზე მოთხოვნადი უბანი საბურთალოა, სადაც ფასი 30-40 ლარიდან იწყება, ხოლო დიდი ფართები 70 და 100 დოლარიც ღირს. მარჯანიშვილზე დღიური საფასური 40-60 ლარის ფარგლებში მერყეობს, ვაკეში კი დაახლოებით 80 ლარი ღირს, მთაწმინდაზე გადასახადი 35-დან 70 დოლარის ფარგლებშია. 

    მაკლერი ნინო სახვაძე "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ დღიურად დამქირავებლები უმეტესად უცხოელი ტურისტები არიან და მათთვის მისაღებია მსგავსი შემოთავაზება, მაგრამ, როდესაც კლიენტებს თვიურად უწევთ დოლარში ბინის ქირაობა, ეს არ მოსწონთ, რადგან ისინი არასდროს არიან საქმისს კურსში დოლარი ლართან მიმართებით რამდენი იქნება. 

    "ვისაც აქ უკვე ფეხი აქვს მოკიდებული, მუშაობასაც იწყებს და შემოსავალი აქვს ლარში, მათ ნამდვილად არ აწყობთ, რომ დოლარში დაიქირავონ ბინა და ეს ლოგიკურია. თუ შემოსავალი გაქვს ლარში, გასავალიც ლარში უნდა გქონდეს, რომ ფინანსების მართვა უკეთესად შეძლო", - აღნიშნა ნინო სახვაძემ `რეზონანსთან~ საუბრისას. 

    თბილისში ბინის გაქირავება ერთ-ერთ წარმატებულ ბიზნესად ითვლება. ბევრ უბანში კი უძრავი ქონება საკმაოდ მაღალ ფასადაც ქირავდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved