სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ყოველწლიურად 7-10%-ით იზრდება მანქანების რაოდენობა
    თეო გუდავაძე
    27.05.2019

     საქართველოში მოსახლეობის თითქმის ნახევარი ავტომობილის მფლობელია. მანქანების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს და უკვე ყოველ მეორე ადამიანს, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 60%-ს მანქანა ჰყავს. მდგომარეობა ჯერ ვერც ტექინსპექტირებამ შეცვალა. ეკოლოგიური საკითხები კვლავ დაუძლეველია, ხოლო დედაქალაქსა და რეგიონებში საცობები ჩვეულებრივ ამბად იქცა. 

    საღამოობით დედაქალაქში გადაადგილება უკვე შეუძლებელი ხდება, რადგან ცენტრალურ ქუჩებზე უზარმაზარი საცობებია, თუმცა უკეთესი მდგომარეობა არც სხვა დიდი ქალაქებშია. ბათუმსა და ქუთაისში ქუჩებში მანქანების რიგი უკვე აღარავის უკვირს. იმის ნაცვლად, რომ ტენდენცია შეიცვალოს და ნაკლები ავტომობილი იყოს ქალაქში, რაც დრო გადის მათი რაოდენობა უფრო და უფრო მატულობს. სპეციალისტებს ამ მაჩვენებელს საგანგაშოს უწოდებენ და ხელისუფლებას სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ.

    საქართველოში მოსახლეობის თითქმის ნახევარი, ანუ 46% ფლობს ავტომობილს. ამ ტენდენციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ ჩატარებული კვლევაც ადასტურებს, რომელიც ქვეყანაში საწვავის ბაზარზე 2014-2018 წლებში არსებულ მდგომარეობას ასახავს.

    კვლევის მიხედვით, ავტომფლობელთა ყველაზე დიდი ნაწილი „რომპეტროლის" (16%) საწვავს მოიხმარს, მეორე-მესამე ადგილზე „გალფი" და „სოკარია" 14-14%-ით. საწვავის არჩევის დროს მომხმარებელი ყველაზე დიდ ყურადღებას ფასს აქცევს, შემდეგ კი - ხარისხს.

    „რობანი მოტორსის~ დამფუძნებელი „ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ქალაქი მანქანებს ვეღარ იტევს და ავტომობილების დიდი წილი უკვე ჰიბრიდებია:

    `ჩვენი სიდიდის ქალაქი ამდენ ავტომობილს, რა თქმა უნდა, ვერ დაიტევს და ეს ძალიან ლოგიკურია. ჰაერი ბინძურდება, უშველებელ საცობში გვიწევს მუდმივად ყოფნა. სატრანსპორტო სფერო რომ მოსაწესრიგებელია, ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს. ამ ამბის დარეგულირება არ იქნება მარტივი, თუმცა შესაძლებელია რაღაც გზების გამონახვა. თითო ოჯახში უნდა იყოს თითო მანქანა, არც ამდენი საგზაო ნიშანია საჭირო, რომელიც თითქოსდა მოძრაობის მოსაწერიგებლად გაკეთდა, მაგრამ ვფქრობ უარეს შედეგამდე მიგვიყვანს.

    ელექტრომობილებზე და ჰიბრიდებზეა სასწაული მოთხოვნა, ელექტრომობილები გაცილებით ცოტაა, რადგან ძვირი ღირს და სხვა ტიპის მოვლას მოითხოვს. სამაგიეროდ, ჰიბრიდულძრავიანი მანქანებით გაივსო ქალაქი. თილისი ვეღარ იტევს ამდენ მანქანას და მის გამონაბლოქვს, მეტად უნდა ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე~, - აღნიშნა ელგუჯა ჯამაგიძემ.

    თბილისში ელექტროავტომობილების გაქირავების სერვისი - ე.წ. `ქარშეარინგი`~ ამოქმედდება. დედაქალაქის მერის ინიციატივა, ქალაქის განტვირთვას გულლისხმობს. თბილისის სხვადასხვა ადგილას პირველ ეტაპზე 300 ელექტრომობილი განთავსდება. მსურველი ავტომობილის დაჯავშნას, მის გაღებასა და დაქოქვას სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით შეძლებს. სარგებლობის შემდეგ კი, ავტომობილს კვლავ მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ავტოსადგომზე დააბრუნებს.

    კალაძის განცხადებით, ფასის მიხედვით ე.წ. ქარშეარინგი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. მსგავსი სისტემა ყველა განვითარებულ ქალაქშია ხელმისაწვდომი, რომელთა რიცხვს მალე თბილისიც შეემატება

    ფონდ `პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის~ დირეტქორი ირაკლი იზორია „ბიზნეს-რეზონანსთან" პრობლემის მოგვარების გზებზე საუბრობს:

    „ელექტრომობილები განბაჟების დროს ნაკლებად უნდა იბეგრებოდეს, ორ ან სამ ავტომობილზე აუცილებლად უნდა შემოიღონ ქონებრივი გადსახადი და ეს აუცილებლად შეამცირესბს ავტომობილების რაოდენობას. დროტა განმავლობაში ასევე ტექდათვალიერებაც იმოქმედებს ამ მდგომარეობაზე. ამჟამად 1 მლნ 350 ათასი მანქანაა ქვეყანაში და ეს ნამდვილად ძალიან ბევრია.

    ყოველწლიურად 7-10%-ით იზრდება მანქანების რაოდენობა. რეგულაციები თუ გამაკცრდება და ზემოთაღნიშნული წესები ამოქმედდება, ვფიქრობ რაოდენობა აუცილებლად დაიკლებს~, - აღნიშნა იზორიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    status quo   (28.05.2019)
    ჰიბრიდულძრავიანი მანქანების სიჭარბე დადებითი მოვლენაა დიდძრავიან ჯიპებთან შედარებით.უნდა აიკრძალოს 2009 წლამდე გამოშვებული მანქანების შემოყვანა,თანაც შემოყვანილი ტრანსპორტი უნდა იყოს ეურო-5 ან მეტი,ტექდათვალიერება უნდა იყოს რეალური და არა ისეთი,როგორიც ეხლაა.დიდი წლოვანების მანქანათა მფლობელებს უნდა მიეცეთ 2-3 წელი ამ მანქანების სალიკვიდაციოდ. საშუალება არა მაქვს და ამით ოჯახს ვარჩენ-ასეთი თავისმართლებები არ უნდა მიიღებოდეს,რადგან საქმე ჩვენს სიცოცხლეს ეხება.არა გაქვს და ნუ იყიდი ხლამს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved