სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    27.12.2017

     საქართველოს მოსახლეობისთვის დენი უკვე გაძვირდა და ხვალ უკვე წყლის გადასახადი გაიზრდება. ელექტროენერგიის ტარიფი 1,56 თეთრით გაიზარდა "თელასის" აბონენტებისთვის, ხოლო რეგიონებში - 1,28 თეთრით. ამის შემდეგ ნათელია, რომ მთელი ქვეყნის მოსახლეობას წყალი გაუძვირდება. 

    არსებობს ვარაუდი, რომ წყლის გადასახადი ეტაპობრივად მოიმატებს მოდევნო წლების განმავლობაშიც. როგორც საქართველოს წყლის ეროვნული პარტნიორობის თავმჯდომარე გიორგი ძამუკაშვილი განმარტავს, სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგაც წყლის გაძვირების ტენდენცია გაგძელდება.

    "რამდენიმე წლის წინ წყალმომარაგების შესახებ გაკეთდა ფინანსური სტრატეგია, რომელსაც ვიცნობ კიდეც. ტარიფის ზრდა წინანსწარ არის ნავარაუდევი. ველოდები, რომ პირველ, მეორე და მესამე საფეხურებზე თანდათან მოიმატებს გადასახადი და არსებულთან შედარებით, საბოლოოდ გაორმაგდება. ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენით მოიმატებს, მაგრამ ცვლილება გარდაუვალია. 

    2018 წელს საქართველოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდება. დენი გაძვირდა, რიგში წყლის ტარიფია. რეგიონებში გაზი ისედაც გაძვირებულია. მომავალი წლიდან კომუნალური ტვირთის სიმძიმეს საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქე იგრძნობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter