სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გლდანში მდებარე თითქოს პატარა საწარმოს იმდენივე დენი სჭირდება, რამდენიც ზესტაფონის ფეროს და მისი "მადა" უსწრაფესად იზრდება
    მარი ჩიტაია
    26.12.2017

     საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება მომდევნო 3 წელიწადში დაახლოებით 20%-ით მოიმატებს. მართალია, მიმდინარე პერიოდში დენის საყოფაცხოვრებო მოხმარებაც მატულობს, მაგრამ გადამწყვეტი გავლენა ამ შემთხვევაში არამწარმოებლური დარგების მოზღვავებამ იქონია, რაც ბოლო დროის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. საქართველოში დენის მოხმარების მასშტაბური ზრდა უკავშირდება ბიტკოინის მოპოვების პროცესს, რომელიც მსხვილი ორგანიზაციიდან ლამის ოჯახებშიც შევიდა და ისრუტავს დაახლოებით იმდენივე ელექტროენერგიას, რაც გიგანტურ ქარხნებს საწარმოო პროცესისთვის სჭირდება.

    როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნავს, ბიტკოინის საწარმოებლად მუხიანში მდებარე ერთ-ერთი ორგანიზაციისთვის ელექტროენერგიის მოხმარების დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ-ზე მეტია და საუბარი მიდის იმაზე, რომ ეს მაჩვენებელი 75 მგვტ-მდე გაიზარდოს (შესაძლოა, უკვე არის კიდეც ამდენი). ამ დროს ფეროშენადნობთა ქარხნის სიმძლავრე ზესტაფონში 75-80 მგვტ-მდეა.

    რეალურად, რა მოცულობის ელექტროენერგიას იღებს ბიტკოინის მწარმოებელი კომპანია "ბიტფური", ჩვენთვის უცნობია. ჯერჯერობით ვიცით მხოლოდ ის, რომ ორგანიზაციას ელექტროენერგიას აწვდის თელას-ი, სადაც "ბიტფურის" მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ კომპანიაში ელექტროენერგიის მოხმარება მუდმივად მატულობს.

    საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2020 წელს, სავარაუდოდ, თითქმის 20 პროცენტით მოიმატებს. 2017 წლის ბალანსის მიხედვით, მოხმარება 11,903 მილიარდ კვტ/სთ-ს შეადგენს. საპროგნოზო ბალანსის შესაბამისად, 2018 წელს მოხმარება 12,703 მილიარდი კვტ/სთ, 2019 წელს 13,376 მილიარდი კვტ/სთ, 2020 წელს კი 14,188 მილიარდი კვტ/სთ იქნება.

    ბალანსის მიხედვით, ყველაზე მეტად გაიზრდება პირდაპირი მომხმარებლების, ანუ მსხვილი კომპანიების ელექტროენერგიის მოხმარება. მოსალოდნელია მზარდი მოთხოვნა თელას-ის, "ენერგო-პრო ჯორჯიასა" და აფხაზეთის აბონენტებშიც.

    სახეზეა ელექტროენერგიის არნახულად მზარდი ტენდენცია, რაც არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის გასაჭირი. ამაზე წერენ ამერიკაში, ევროპაში და უკვე ჩვენთანაც საეჭვოდ იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. ეს მაშინ, როცა წარმოება ვერ ვითარდება და დასაქმების მხრივ ვითარება არ უმჯობესდება.

    რაც შეეხება ბიტკოინის მოპოვების პროცესს, რაც არის ე.წ. მაინინგი, ძალიან დიდი ოდენობით ელექტროენერგია სჭირდება. დროთა განმავლობაში ბიტკოინის მოპოვება უფრო და უფრო მეტად რთულდება, წარმატებული მაინინგისთვის კი, შესაბამისად, უფრო მეტი ელექტროენერგია არის საჭირო. სწორედ ამიტომ, ხარჯების ოპტიმიზაციისთვის, მაინერების დიდი რაოდენობის განთავსება ისეთ ქვეყანაშია გონივრული, სადაც ელექტროენერგიას დაბალი ღირებულება აქვს.

    კრიპტოვალუტების საოცარმა ზრდამ შექმნა უზარმაზარი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე. ბიტკონის ქსელში არსებული ენერგიის ჯამური მოცულობა საათში 31 ტერავატს სცილდება - ეს მეტია, ვიდრე მსოფლიოს 150 ქვეყნის მიერ მოხმარებული ჯამური ენერგია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიტკოინი ენერგიას მთელ მსოფლიოს აცლის. 2019 წლისთვის ბიტკოინის ქსელს დასჭირდება იმაზე მეტი ელექტროენერგია, ვიდრე აშშ-ს, 2020 წლისთვის კი იმაზე მეტი, ვიდრე მთელ მსოფლიოს.

    კომპანია "ბიტფური" საქართველოში ოპერირებს და ის ბიტკოინის მაინინგის სექტორში ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშედ ითვლება. 2016 წლის მონაცემებით, "ბიტფური" არსებული ბიტკოინების 15%-ის მაინინგს ახორციელებდა.

    არსებული მონაცემით, მსოფლიოში ყველაზე მეტი ბიტკოინი ჩინეთში მოიპოვება, რის მიზეზი სწორედ ელექტროენერგიის დაბალი გადასახადია. რაც შეეხება ტოპ სამეულში მყოფ მესამე სახელმწიფოს: აშშ-ში, კალიფორნიაში, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიტკონის მაინინგის კომპანია მდებარეობს.

    ამასთან, როგორც "ონ.გე" წერს, საქართველოში დაფუძნებული "ბიტფური" ბიტკოინის მაინინგის ბიზნესსეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშე და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა. ის ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული კერძო პროვაიდერი ბლოკჩეინის ეკოსისტემაში.

    ენერგეტიკოსი გია არაბიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას განმარტავს, რომ საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა დიდწილად უკავშირდება სწორედ ბიტკოინის საწარმოო პროცესს, თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი და არის სხვა გარემოებებიც, რომელთა გამოც ქვეყანაში დენის მოხმარება კატასტროფულად მაღალია.

     "სოკოებივით იზრდება ბიტკოინების ქსელი საქართველოში. მხედველობაში არ მაქვს მხოლოდ კომპანია "ბიტფური", რადგან ბოლო დროს ელექტრონული ვალუტის დასამზადებლად აპარატურა სახლში აქვთ დამონტაჟებული და გარკვეულ მანიპულაციებს შინიდან გაუსვლელადაც აკეთებენ. მუხიანში არის ეს საწარმო და რამდენადაც ვიცი, მისი დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ-ზე მეტია და საუბარი მიდის იმაზე, რომ 75 მგვტ-მდე გაიზარდოს (შესაძლოა, უკვე არის კიდეც ამდენი). ამ დროს ფეროშენადნობთა ქარხანა ზესტაფონში 75-80 მგვტ-ის სიმძლავრისაა. გარდა ამისა, "ბიტფურის" მეორე დატა-ცენტრი გორშიც არსებობს.

    ამდენად, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მატულობს, სწორედ ეს არის. ამას ემატება სახლებში განთავსებული დანადგარები მაინინგისთვის. სხვა საქმეა, რომ ორგანიზაცია არსებობს და პარალელურადაც სახლებშიც მუშაობენ უკვე. ზუსტად იმავე საქმეს აკეთებენ, რაც ბიტკოინის მწარმოებელ ორგანიზაციაში ხდება.

    უზარმაზარი ციფრული ოპერაციები უკვე საცხოვრებელი ბინებიდან ხორციელდება. ეს არ ეხება მხოლოდ ბიტკოინს, რომლის გარდა უამრავი დასახელების ვირტუალური ვალუტები შემოდის. ამით რეალურად იზრდება ენერგომოხმარების მასშტაბი ქვეყანაში", - განმარტავს არაბიძე.

    მისი თქმით, დენის მოხმარება ასევე უკავშირდება ტურიზმის განვითარებას ქვეყანაში, რის გამოც შეინიშნება ე.წ. ზაფხულის პიკი. ყველაზე ნაკლებად კი იგი გავლენას ეკონომიკურ პროცესზე ახდენს.

    "ჩვენ გვაქვს ზაფხულის პიკი ტურიზმის განვითარების გამო. წელიწადის ამ პერიოდში ყოველთვის მინიმალური იყო მოხმარება. ახლა ვითარება შეიცვალა. რა თქმა უნდა, სჯობდა, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდაზე გავლენა ეკონომიკურ ფაქტორს მოეხდინა, მაგრამ ასე არ არის, თუ არ ჩავთვლით უმნიშვნელო ცვლილებას, რომელიც იგრძნობა მცირე საწარმოების გააქტიურებიდან.

    ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი 2020 წლისთვის 17 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამის მიზეზი მარტო ბიტკოინი არ არის, მაგრამ ნამდვილად ერთ-ერთი შემადგენელი ფაქტორია. ანაკლიის პროექტის შემდეგ მასშტაბურად გაიზრდება დენის მოხმარება და დროზე თუ არ დავიწყეთ გენერაციის ობიექტების მშენებლობა, ელექტროენერგიის მიღებისა და მიწოდების მხრივ შეიძლება დეფიციტი შეგვექმნას. წელს დენის იმპორტი 1,2 მლრდ კვტ/სთ-ია, როცა 3 წლის წინ 400 მლნ კვტ/სთ იყო, ანუ 3-ჯერ მეტი დაგვჭირდა, ვიდრე შარშანწინ. მოხმარება მატულობს და გენერაცია ჯეროვნად ვერ მიჰყვება ამ პროცესს", - აცხადებს გია არაბიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

    დენის მოხმარების მასშტაბურ ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა, რომელიც ამ პროცესში ინფრასტრუქტურული განვითარების ნიშნებს ხედავს, რასაც ქვეყანამ ბოლო წლებში მიაღწია.

    "დენის მოხმარება საყოფაცხოვრებო სექტორშიც გაზრდილია, თუმცა ყველაზე მეტი გავლენა გვაქვს ინფრასტრუქტურული განვითარების შედეგად, რაც გარკვეულწილად ეკონომიკურ პროცესებსაც უკავშირდება. მცირედით, მაგრამ მაინც წარმოების ზრდა შეინიშნება. საერთაშორისო პრაქტიკით მიღებულია, რომ 1%-ით შემოსავლების ზრდა იწვევს 0,3%-ით მოხმარების ზრდას.

    მთავარია, რომ ჩვენი სისტემის მოწყობისა და მისი მდგრადობის საკითხი არის გადასახედი და შესაცვლელი. მოთხოვნა უნდა იყოს ისეთ დანადგარებზე, რომლებიც ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად იქნება თანაზიარი. აუცილებელია მცირე ელექტროსადგურების აშენება, მაგრამ გლობალური ამოცანაც უნდა გადაიჭრას, რაც ეკონომიკის განვითარების უზრუნველყოფაა. ეს დამოკიდებულია ზამთრის ენერგიაზე, რასაც გარანტირებულ ელექტროენერგიას ვუწოდებთ. ეს იქნება თბოსადგურები, წყალსაცავიანი და სხვა სადგურები (მაგალითად, ნახშირი), რაც სამომავლოდ უნდა აშენდეს", - განმარტავს ჭითანავა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    ბიტკოინი დედას უტყნავს მევახშეებს.   (05.02.2018)
    ეს არ აწყობთ: ( ანუ ხალხის თავისუფლება ) ბანკებს, ბანკებს, ბანკებს, ბანკებს. ჩაიჯვი და შენც იშოვე. მაგრამ დაგიქირავა ბანკის მმართველმა და შენც უბერავ. მეც დრო წამართვი. მეგონა აზრიანი სტაყია გქონდა. მევახშეებს დაენძრევათ ბანკებსაც. მოგსტყვნიათ დედის მუტლები. გამომივიდა პატრიოტი ვითომ არასდროს გაუკუებია. :D ძალით პატრიოტი დედამოვტყან

    ბექა   (05.02.2018)
    ჩვენ: (ბატონო ან ქალბატონო ტექსტის ავტორო ჩვეულებრივ მოკვდავ ხალხს იდეალურ ფულის შოვნის გზა გამოგვიჩნდა და ნუ ჩაგვიჯვავთ გეგმებში და რაღაც უაზრობებს ნუ გვახვევ თავზე რაიმე სასარგებლო დაწერე მაინც წვალობ.და თუ იმდენი გაქვს ნაშოვნი რო ამ ყველაფრის დრო გაქვს დაისვენეთ. მადლობა ;) ვინ გისმენს? ისევ შენისთანა.

    მოქ.   (26.12.2017)
    საინტერესოა ბიტკოინის ბიზნესი გადასახადებს როგორ იხდის, ამ გადასახადებით თუ შეიძლება თბოსადგურების მშენებლობა, არადა ეს დარგი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის აბსოლუტურად გაუგებარია...დღეის მდგომარეობით თუ ის დენის ფასს აძვირებს და ხალხის ჯიბეზე აისახება უარყოფითად და მას ევროპა ეჭვის თვალით უყურებს, ამ შემთხვევაში ასეთი სიახლე, აბა რა თავში სახლელად გვინდა...

    გელა   (26.12.2017)
    რამდენი ბოღმიანი და ბოროტი ადამიანია ამ ქვეყანაზე. იმიტომაცაა, რომ ჩვენ არაფერი გვშველის. ედისონმა ტელეფონი რომ გამოიგომა მისი გამოგონება სასაცილოდ აიგდეს. რა გჭირთ ხალხო. რომელმა სეთურმა დსგამუშავათ ასე.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved