სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნათია ლომიძე
    25.12.2017

     სხვადასხვა მოხმარების ნივთებზე, სურსათსა და სამედიცინო მომსახურებაზე მომატებული ფასები პენსიონრების მდგომარეობას ართულებს. იმისათვის, რომ ინფლაციის უარყოფითი ზეგავლენა მცირედით მაინც განეიტრალებულიყო, პენსიის ოდენობა, 2017 წელს დაახლოებით 10-15 ლარით უნდა გაზრდილიყო.

    ეკონომისტები ამბობენ, რომ 180 ლარი უცვლელია უკვე წელიწადნახევარია და ასე იქნება კიდევ რამდენიმე წელი.  ამასობაში კი ინფლაცია თვალსა და ხელს შუა იზრდება. ეს მგომარეობა კი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას აქვეითებს.  ფასების მატება განსაკუთრებით ახალი წლის წინა პერიოდში შეინიშნება.

    "ეკონომიკურად გამართლებული იქნებოდა გადაჭარბებით შესრულებული ბიუჯეტის სოციალური მიზნით გამოყენება. 10 ლარით რომ გაიზარდოს პენსია ყოველწლიურად, საჭიროა არაუმეტეს 90 მლნ ლარი (ინფლაციის უარყოფითი გავლენა რომ მცირედით მაინც დაძლიოს პენსიონერმა, ყოველწლიურად 10 ლარით მაინც უნდა იზრდებოდეს პენსია), თუმცა ხელისუფლებამ მკვეთრი ნაბიჯი გადადგა მემარჯვენე მიმართულებით", - აცხადებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved