სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სოსო ფხაკაძე: დავახმარებით ადამიანებს, რომელთათვისაც საზოგადოების თანადგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
    მარი გოცირიძე
    22.12.2017

     "ვისოლი ჯგუფი" ახალ საქველმოქმედო პროექტში ერთვება. იგი კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ფარგლებში - "ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს" - ახალ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება. "დიმიტრი ცინცაძის ფონდი", world vision და we help ერთობლივად დაეხმარებიან იმ მოწყვლად ადამიანთა ჯგუფს, ვისთვისაც მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

    შესაბამისად, "ვისოლ ჯგუფი" ქველმოქმედებაში თავისი შვილობილი კომპანიების "ვენდის", "დანკინ დონატსის" და "სმარტის" ერთგულ მომხმარებლებთან და ახალ საერთაშორისო თუ ადგილობრივ საქველმოქმედო ფონდებთან ერთად ჩაერთვება.

    "მოხარული ვართ, რომ მემორანდუმი გავაფორმეთ საქართველოში მოქმედ სამ წამყვან ფონდთან და დავახმარებით ადამიანებს, რომელთათვისაც საზოგადოების თანადგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი მომხმარებლების დახმარებვით მოგროვილი თანხა მოხმარდება იმ საქმიანობას, რომელსაც "ვისოლი ჯგუფის" ახალი პარტნიორები ეწევიან საქართველოში. მემორანდუმის საშუალებით კიდევ ერთხელ მოგვეცემა სიკეთის კეთების საშუალება. მოვუწოდებ კომპანიებს, რომ თითოეული ჩვენთაგანი უფრო აქტიურად ჩავერთოთ ქველმოქმედებაში", - განაცხადა "ვისოლის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

    "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი" 2013 წლის აპრილში ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად შეიქმნა. ფონდის დამფუძნებლის კახაბერ ჯანიაშვილის თქმით, იგი ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტების გაერთიანების შედეგად დაფუძნდა და მხოლოდ შემოწირულობებით არსებობს, მათ შორის კერძო თუ საჯარო სამსახურის თანამშრომლების მიერ ყოველთვიურად გაღებული თანხით. შედეგად, ფონდი უკვე დაეხმარა 267 ბავშვს, რაც თანხობრივად ჯამში 2,5 მილიონ ლარს შეადგენს.

    "საზოგადოების თანადგომის გარეშე ამ ბავშვებს დახმარებას ვერ გავუწევდით. დღეს ფონდის შვილობილებისთვის ძალიან ნათელი, ბედნიერი დღეა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ შემოგვიერთდეს და ვიბრძოლოთ ამ პატარების სიცოცხლის გადასარჩენად", - აღნიშნა მან.

    world vision-ის საქართველოს პროგრამის დირექტორის ეკა ჟვანიას ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაცია world vision საქართველოში 1996 წლიდან ბავშვებთან, ოჯახებთან და თემებთან ერთად მუშაობს სიღარიბის და უთანასწორობის დასაძლევად. ორგანიზაცია მიზნად ისახავს მრავალმხრივი მიდგომის საშუალებით სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ჯანსაღი, აქტიური და ინკლუზიური გარემოს შექმნას.

    "2011 წლიდან ადმინისტრირებას ვუწევთ მიუსაფარ ბავშვთა 3 თავშესაფარს. ეს ის ბავშვებია, რომლებსაც ყოველდღიუარდ ქუჩაში ცხოვრებით და შრომით უხდებათ თავის გატანა. მიმდინარე ეტაპზე 3 თავშესაფარში მოსმნახურებას იღებს 120 მიუსაფარი ბავშვი. სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში მოცემული თავშესაფრების ბიუჯეტი საკმაოდ შეზღუდულია. "ვისოლი ჯგუფთან" გაფორმებუილი ხელშეკრუკლებით კი ვიწყებთ აქტიურ თანამშრომლობას ბიზნესთან ამ ტიპის რესურსების მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით", - აღნიშნა ეკა ჟვანიამ.

    ორგანიზაცია we help დაარსდა 2013 წლის აგვისტოში. ფონდის მთავარი მისიაა დააკავშიროს ბენეფიციარები, რომლებსაც სჭირდებათ სამედიცინო დახმარება საზოგადოების ფართო მასებთან ონლაინსივრცის მეშვეობით. ორგანიზაციის მთავარი მიზნებია: დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისათვის გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსება, შეწირულობის გაკეთების სიმარტივე ონლაინ გადახდის საშუალებით, სოციალური ქველმოქმედების კულტურის დანერგვა და პოპულარიზაცია, საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარება და საზოგადოების ინფორმირება.

    we help პირველი საქველმოქმედო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც crowd funding სისტემით მუშაობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    tatoo   (22.12.2017)
    იმას ჯობია ვისომლა თავის ბენზინ გასამართ სადგურებზე საწვავის ფასი დაწიოს. მიკვირს რატომმ აქ ამ კომპანია ყველაზე ძვირი ბენზინი??? რა თქმა უნდა ჩვენს ხარჯზე მერე დიდი პომპით ჩაატრებს რაღაც საქლმოქმედო ღონისძიებას


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter