სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    შეშის ყიდვის თავი სოფლის მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს, ამიტომ ბევრი მსხმოიარე ხეხილს ჩეხავს
    ნათია ლომიძე
    15.12.2017

     საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც ბუნებრივი აირი ჯერ კიდევ მხოლოდ ოცნებაა, ცივ ზამთარში გათბობის უალტერნატივო საშუალებად ისევ შეშა რჩება. წელს ტყის რესურსი კიდევ გაძვირდა და ხალხს მისი ყიდვის საშუალება არ გააჩნია. მნიშვნელობა არ აქვს რომელ რეგიონში ცხოვრობ და სად ყიდულობ შეშას. ამ ყველაფრის გავალისწინებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი, მკაცრ ზამთართან გამკლავებას საკუთარ ნაკვეთებში არსებული ხეხილის თუ ტყეში მოგროვებული გირჩების საშუალებით ცდილობს.

    შეშის შეძენა სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ძალიან უჭირს. მართალია ფასი მკვეთრად არ გაზრდილა, მაგრამ ხალხს შემოსავალი შეუმცირდა. მით უფრო დასავლეთ საქართველოში, სადაც მოსავალი უამინდობამ და მავნებლებმა გაანადგურეს.

    გურიაში ერთი მანქანა შეშის ყიდვა 500-550 ლარადაა შესაძლებელი, მაგრამ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ამას ცოტა თუ ახერხებს. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი მოსახლეობის დიდი ნაწილი ეზოებსა და ბაღებში მსხმოიარე ხეებს სათბობად იყენებს. გარდა ამისა, ტყეში გირჩებისა და შეშის ნარჩენების შესაგროვებლად ახლაც დადიან.

    "ძალიან ცივი ზამთარია და იანვრის ბოლოდან თითქმის ყველას დასჭირდება შეშის ხელახლა ყიდვა. ეს იმიტომ, რომ ძალიან მცირე მარაგია ხალხში. წელს შეშა კიდევ გააძვირეს. ამიტომ გლეხები ახლაც კი დადიან ტყეში და აგროვებენ ხმელ ტოტებს ან გირჩებს. შეშის ყიდვის საშუალება არ არის, მცირე მარაგი, რაც კი შარშანდლიდან გადმოგვყვა, უკვე ამოვწურეთ. ახალი ჯერ არ მიყიდია, უფრო ახალი წლის შემდეგ შევიძენ. მანამდე კი ბაღში რამდენიმე ხე მაქვს, რომელიც ნაყოფს ნაკლებად ისხამს და ოჯახის გაყინვას მირჩევნია ის მოვჭრა. აბა, ამ სიცივეებს ისე როგორ გავუძლებთ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას რეზო გოგუაძემ.

    ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი რეგიონებში უივ ზამთრთან გასამკლავებლად მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, საქართველოს ტყეებს დიდი ხანია აღარ შეუძლიათ სათბობი დანიშნულების საშეშე მასალით მოსახლეობის უზრუნველყოფა. ტყეს, უპირველეს ყოვლისა, არა სამასალე და სათბობ-ენერგეტიკული დანიშნულება, არამედ ნიადაგდამცავი ფუნქცია გააჩნია. ამის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომ თანდათან დაიწყოს შეშის ჩანაცვლება ალტერნატიული საშუალებებით.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved