სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ბიზნესი კარგა ხანი პროდუქციაზე ძველ ფასს დატოვებს"
    ნათია ლომიძე
    13.12.2017

     საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა, მაგრამ ეს ინფლაციის მოსათოკად საკმარისი არ იქნება. პროდუქცია იმდენად გაძვირებულია, რომ მინიმალური ჩარევა შედეგს ვერ მოიტანს. ბიზნესი რეაგირებას არც ლარის გამყარების გამო მოახდენს.

    13 დეკემბერს სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 25 პუნქტით გაზარდა და ახლა 7,25%-ია. როგორც იქნა, გვენეტაძის უწყებამ ფასების ზრდის საპირისპიროდ რაღაც ნაბიჯი გადადგა, თუმცა საკმაოდ უმნიშვნელო. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონი და ინფლაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, მონეტარული პოლიტიკა უფრო მეტად უნდა გამკაცრებულიყო.

    საბანკო სფეროს ექსპერტი ვაჟა კაპანაძემ სებ-ის გადაწყეტილებას ალოგიკური უწოდა. თვენახევრის წინ, როდესაც ლარი ტოტალურად უფასურდებოდა, მონეტარული პოლიტიკა უცვლელი დატოვეს.  ამას მოჰყვა ფასების მორიგი ზრდა, ამიტომ რეაქცია დაგვიანებულია. გარდა ამისა, ეროვნული ბანკს სხვა ბერკეტებიც აქვს კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად, თუმცა ეფექტურად არ იყენებს.

    "მსგავსი გადაწყვეტილება ვერ შეამცირებს ინფლაციურ პროცესს. ის გაიზარდა კურსის გაუფასურების გამო. ძვირი იმპორტი ახდენდა ინფლაციური პროცესების პროვოცირებას. საწვავზე საერთოდ კატასტროფული გავლენა იქონია. ვფიქრობ, ფასების კორექტირება კურსის გამყარებისთანავე არ მოხდება. ბიზნესი კარგა ხანი პროდუქციაზე ძველ ფასს დატოვებს, თუმცა შეგვძლია ვთქვათ, რომ ამის შემდეგ ბაზარზე შედარებითი სტაბილურობა იქნება და მორიგი გაძვირდება აღარ მოხდება", - განაცხადა ვაჟა კაპანაძემ.

    ფინანსისტი მიხეილ თოქმაზიშვილი ამბობს, რომ ეროვნული ბანკის ქმედებას საფუძვლად პრევენცია უდევს. სებ-ში ჩათვალეს, რომ დღევანდელი ფასები კიდევ უფრო გაიზრდებოდა, ხოლო ამის აღსაკვეთად მან გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი.  თოქმაზიშვილს იმედი აქვს, რომ ინფლაციას მიზნობრივ მაჩვენებლამდე დაიყვანენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved