სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტარიფში ლარის გაუფასურების მომენტი თითქმის გამოირიცხა, ახლა "საინვესტიციო ბრძოლა" მიმდინარეობს
    ნათია ლომიძე
    13.12.2017

     ლარის კურსი და არსებული ინვესტიციები დენის სამომხმარებლო ტარიფის ზრდაზე გარდამტეხ გავლენას იქონიებს. რამდენადაც ეროვნული ვალუტა ბოლო დღეებში საგრძნობლად მყარდება, ხოლო 2018 წლიდან 2,45-2,50-ის დიაპაზონს დაუბრუნდება, მისი წნეხი ტარიფზე მინიმუმამდე დავიდა. სემეკის წარმომადგენლები და ენერგეტიკოსები ამჯერად კომპანიების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებზე ამახვილებენ ყურადღებას.

    საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფზე დღეს საუბარი შეუძლებელია. ჯერ ელექტოროენერგეტიკულ სექტორში 13 კომპანიისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი 3 კომპანიისთვის 2018-20 წლების საინვესტიციო გეგმა უნდა დამტკიცდეს.

    "ინვესტიციები არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი განაწილების, გენერაციის ტარიფებში და ბუნებრივია, მათი გავლენა სამომხმარებლო ტარიფზე მოგვიანებით შეფასდება.  შემდეგი კვირიდან ჩვენ დავიწყებთ სატარიფო სხდომებს თითოეული კომპანიის მიხედვით და უკვე თვის ბოლოსთვის გამოიკვეთება კონტურები სამომხმარებლო ტარიფთან მიმართებით. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, დღევანდელ არსებულ მოქმედ ტარიფში ჩადებულია კურსი 2 ლარი და 50 თეთრი, ამდენად არსებითი გავლენა კურსის გამო ჯერჯერობით არ იგეგმება", - განაცხადა მილორავამ.

    ენერგეტიკოს გია არაბიძის ინფორმაციით, დენის სამომხმარებლო ტარიფის განსაზღვრაზე, როგორც ლარის კურსი, ასევე არსებული ინვესტიციები გავლენას მოახდენს, მაგრამ არ მნიშვნელოვნად.

    "კაპიტალდაბანდება ტარიფზე, რა თქმა უნდა, მოქმედებს.  ინვესტიციები არსებული ტარიფის ფარგლებში თუ ექცევა, არ იქნება პრობლემა, თუკი ინვესტიცია მეტია, რასაკვირველია, იგი გამოიწვევს ტარიფის ზრდას. ღირებულებას განსაზღვრავს ლარის კურსიც. თუ ლარისა და დოლარის მიმართება 2.50-დან 2.60-მდე იმერყევებს, დღევანდელი ტარიფი ამას გაუძლებს, მაგრამ თუ ზემოთ წავიდა, ამ შემთხვევაში პრობლემას შექმნის", - განუცხადა "რეზონანსს" არაბიძემ.

    სულ სხვაგვარად ფიქრობს სემეკის ელექტროენერგიის დეპარტამენტის დირექტორი ნუგზარ ბერიძე. მისი აზრით, ეროვნული ვალუტის კურსი ტარიფებზე აისახება, თუმცა ამ ეტაპზე რა რაოდენობით მოიმატებს გადასახადი, რთული სათქმელია.

    "ლარის კურსის გაუფასურება, გარკვეულწილად, მოქმედებს ტარიფზე. აქედან გამომდინარე, ის ზეგავლენას იქონიებს ამ შემთხვევაშიც. უბრალოდ, ახლა არ შემიძლია დავასახელო რამე კონკრეტული ციფრი თუ რა მოცულობით და რა რაოდენობით იქნება ამგვარი ზემოქმედება", - აცხადებს ბერიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved