სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    Resonance
    16.11.2017

     „ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ Dave’s Way სერტიფიკატი - ხარისხის ყველაზე მაღალი ჯილდო  საკვების უსაფრთხოების, ხარისხის კონტროლის დახვეწილი სისტემის, გემოვნური თვისებების, სწრაფი მომსახურების და  სისუფთავისთვის მიიღო. Dave’s Way ხარისხის სერტიფიკატი შეფასების სხვადასხვა სისტემებთან ერთად მომხმარებლის უმაღლეს შეფასებას ეყრდნობა.  

    დაჯილდოების ცერემონიალი 26 მაისის მოედანზე მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდი „ვენდის“ რესტორნის ორი წლის იუბილესა და 48 წლის წინ, 15 ნოემბერს ამერიკაში, ოჰაიოს შტატში „ვენდის“ მსოფლიოში პირველი რესტორნის დაარსების დღეს დაემთხვა.  

    იუბილეს აღნიშვნაში მონაწილეობა მიიღეს „ვენდის“ საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ პეინმა, „ვენდის“ საერთაშორისო საოპერაციო დირექტორმა გაბორ ჰავარმა, საერთაშორისო განვითარების დირექტორმა დარილ ბაერერმა, „ვენდის“ საერთაშორისო ფინანსურმა დირექტორმა ბრენდონ გუტრიემ და „ვენდის“ საერთაშორისო მარკეტინგის მენეჯერმა სოფო ჩოგოვაძემ. 

    საერთაშორისო საოპერაციო დირექტორის გაბორ ჰავარის მიხედვით:  „Dave’s Way ხარისხის სერტიფიკატით ჯილდოვდება რესტორნები, რომლებიც „ვენდის“ მთელს საერთაშორისო ქსელში გამოირჩევა საკვების უსაფრთხოებით, საუკეთესო ხარისხით, უმაღლესი კლასის მომსახურებით და მეგობრული გარემოთი. შესაბამისად, ჩვენ ვულოცავთ ქართულ „ვენდის“ ა ღირსეულ ჯილდოს“. 

    „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის თქმით, „ძალიან სიმბოლურია, რომ საერთაშორისო „ვენდის“ დაფუძნების დღე დაემთხვა Dave’s Way ხარისხის სერტიფიკატის დაჯილდოების ცერემონიალს და ჩვენს ქალაქში მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდი „ვენდის“ დაბადების დღეს. მოხარული ვართ, რომ „ვენდის“ საერთაშორისო წარმომადგენლობა შემოგვიერთდა დღესასწაულის აღნიშვნაში და იზიარებს ჩვენს წინსვლას. 

    „ვისოლ ჯგუფისთვის“, ისევე როგორც „ვენდისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი საკვების უმაღლესი ხარისხი, მისი უსაფრთხოება, მომსახურების გამორჩეული სტანდარტი და საერთო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებებია.  ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევასრულოთ დანაპირები - „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“. შესაბამისად, Dave’s Way ხარისხის ჯილდო ჩვენი ძალისხმევის ყველაზე საუკეთესო აღიარებაა.“, - აცხადებს სოსო ფხაკაძე. 

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter