სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სოსო ფხაკაძე: "ეს ქსელი სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება"
    მარი გოცირიძე
    27.10.2017

     სუპერმარკეტების ქსელმა „სმარტმა“, ახალ ფორმატში გადასვლის შემდგომ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მუშტაიდის ბაღთან მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურთან პირველი სუპერმარკეტი გახსნა.

    მრავალფეროვანი, უმაღლესი ხარისხის პროდუქტები, "სმარტის" წარმოების ყოველდღიურად ახალი, უგემრიელესი პურ-ფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმი, მისაღები ფასები, უფასო WI-FI და სხვადასხვა სერვისები "სმარტის" მომსახურებას უფრო კომფორტულს ხდის. 

    როგორც "ვისოლ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე აღნიშნავს, ახალგახსნილ "სმარტში” 20-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთათვისაც მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქტების ფართო ასორტიმენტის მომსახურების უახლესი სტანდარტით შეთავაზება უპირველესი საზრუნავია. 

    სოსო ფხაკაძის შეფასებით, საშუალო და პატარა ზომის "სმარტის" სუპერმარკეტები მომგებიანი აღმოჩნდა. ,,ჩვენმა ჯგუფმა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება და "სმარტი" დავუბრუნეთ საწყის ფორმას – ეს არის საშუალო და პატარა ზომის სუპერმარკეტები "ვისოლის" ავტო და გაზგასამართ სადგურებზე. ამ მიმართულებით მუშტაიდის ბაღთან მდებარე ობიექტი პირველი სუპერმარკეტია და ეს ქსელი სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება. გვახარებს ისიც, რომ მოსახლეობას საშუალებას ვაძლევთ, ევროპული სტანდარტების "სმარტში" მათთვის საჭირო პროდუქტები კომფორტულ გარემოში მისაღებ ფასად შეიძინონ. 

    როგორც წესი, ყოველი ობიექტის გახსნა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ათობით ოჯახში შემოსავლის წყაროს გაჩენას ნიშნავს. ახლადგახსნილ სუპერმარკეტშიც 20-მდე ადამიანი დავასაქმეთ. „სმარტის“ ბრენდი ძალიან გვიყვარს და მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში რაც ვნახეთ, ყველა პატარა და საშუალო ზომის სუპერმარკეტი, რომლებიც ავტო და გაზგასამართსადგურებზეა, ისტორიულად მომგებიანია და ბიზნესიც, ბუნებრივია, აკეთებს იმას, რაც ეკონომიკურ მოგებას მოიტანს", - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

    "ვისოლისა" და "სმარტის" მარკეტინგის დირექტორის, ნატალია დარჩიაშვილის ინფორმაციით, "სმარტის" რეგიონალური განვითარება გრძელდება და სუპერმარკეტების ქსელი სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოვდება. 

    ,,ახლადგახსნილი "სმარტი" მუშტაიდის ბაღთან, როგორც ყოველთვის, ახლაც სთავაზობს მომხმარებელს რამდენიმე ასეული დასახელების ეროპული და ადგილობრივი წარმოების უმაღლესი ხარისხის პროდუქტს. აქვე წარმოდგენილია ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სმარტ-კაფე, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია დააგემოვნოს უგემრიელესი "სმარტის" მიერ წარმოებული ყოველდღიურად ახალი ფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი, მზა კერძები და სხვა. 

    მომხმარებელი კარგად იცნობს ,,სმარტის” სუპერმარკეტებს, რომელთა სტაბილურად მზარდი რეალიზაცია ქსელის პოპულარობაზე მეტყველებს. ცხადია, "სმარტის" გაფართოების პროცესი გაგრძელდება და ის მოიცავს როგორც თბილისს, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებს", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

    მომხმარებელთა წამახალისებლად მხოლოდ 4 დღით, 26 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით "სმარტის" ყველა მომხმარებელს იტალიური ყავა `ტრუჩილოს~ და `დანკინ დონატსის~ ნებისმიერი დონატის შეძენა მხოლოდ ერთ ლარად შეეძლება.

    ახალგახსნილ სუპერმარკეტში მომხმარებლს კომპფორტული კაფე ელის, სადაც "სმარტის" წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა თუ ფუმთუშეულს და "დანკინ დონატსის" მრავალფეროვან დონატებს იტალიურ ყავა "ტრუჩილოსთან" ერთად სულ სხვა გემო აქვს.

    "ვისოლ ჯგუფმა" "სმარტის" ქსელის განთავსება 2010 წელს დაიწყო. ის გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტით. 

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter