მიგრანტებთან დაკავშირებით ქვეყანაში კანონია გასამკაცრებელი და საჭიროა შემზღუდველი მექანიზმების შემოღება
გვანცა წულაია
30.04.2025

2023 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოში ლეგალურად თითქმის 39 ათასი უცხოელი დასაქმდა. სამომავლოდ ეს ძალიან დიდი პორობლემას გამოიწვევს, როგორც ეთნიკური თვალსაზრისით, ისე ეკონომიკური კუთხით. ასე ფიქრობენ სპეციალისტები და თან აცხადებენ, რომ მიგრანტებთან დაკავშირებით ქვეყანაში კანონია გასამკაცრებელი. 

საქართველოში უცხოელების ლეგალურად დასაქმების ბოლო წლების მაჩვენებელს დეტალურად თუ გადავხედავთ, გამოჩნდება, რომ 2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან დღემდე ქვეყანაში ოფიციალურად დასაქმდა 38 587 უცხოელი, მათგან 2024 წელს დასაქმებულთა რიცხვი 16 848-ს შეადგენდა.

„2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან დღემდე, შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულია, 144 ქვეყნიდან ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებული 38 587 შრომითი იმიგრანტი (აქედან, 2024 განმავლობაში - 16 848 შრომითი იმიგრანტი)”, - აღნიშნულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში, რომელიც "ბიზნესპრესნიუსმა” გაავრცელა. 

ეს ის მაჩვენებელია, რაც ოფიციალურად არის ცნობილი, თუმცა საქართველოში არალეგალურადაც ბევრი უცხოელი მუშაობს სხვადასხვა პოზიციებზე. 

როგორც ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი მიიჩნევს, საქართველოში და სხვა ქვეყნების მიმართ არსებობს მიზანი, რომელიც ძირძველი მოსახლეობის, ახალი ხალხით, სხვა ეთნოსით და სხვა რელიგიის მიმდევრებით ჩანაცვლებას გულისხმობს. 

"საერთოდ, ეს ამაბავი ისედაც იყო ცნობილი და დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის შედეგად, რელიეფურად გამოჩნდა, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენენ მიგრანტები, განსაკუთრებით კი, არალეგალი მიგრანტები. ეს ამბავი დონალდ ტრამპმა და მისმა მომხრეებმა კარგად გაშიფრეს. არავის ასე გულდასმით არ უსაბრია, რამხელა საშიშროებას წარმოადგენს ევროპისათვის უცხოტომელები, მაგრამ ფრაგმენტულად არის ინფორმაციები და ვხედავთ, რომ პრაქტიკულად ხდება განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ისლამიზაცია, სადაც იგულისხმება დიდი ბრიტანეთიც. რაღაც მსგავსი სურათი არის რუსეთშიც და ჩვენთანაც. 

ეს ყველაფერი, რომელიც ასე ძალიან ჰგავს ერთმანეთს არ არის შემთხვევითი და ჩემი აზრით, ამას ჰყავს ერთი საერთო ავტორი, ხელშემწყობი, რომელსაც აქვს ძალიან შორს მიმავალი და კარგად გათვლილი გეგმა. ამ გეგმის მიზანი არის ერთი და იგივე აშშ-შიც, დასავლეთ ევროპაშიც, რუსეთშიც და ჩვენთანაც. მიზანი კი გახლვათ ის, რომ შეიცვალოს ძირძველი მოსახლეობა ახალი ხალხით, სხვა ეთნოსისა და სხვა რელიგიის მიმდევრებით, ჩვენთანაც და ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებშიც. 

არსებობს ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძალებმა, რომლებიც შესაძლოა, ამ ყველაფერს დირიჟორობენ, ჩათვალეს, რომ ამ ეთნოსის და რელიგიის მიმდევარი ხალხი არის უფრო მორჩილი, დამყოლი და ადვილად სამართავი. შესაძლოა, სწორედ ამიტომ ხდება ეს ყველაფერი”, - განუცხადა "რეზონანსს” სოსო სიმონიშვილმა და როგორც დასძინა, "მიგრანტებისადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებით ჩანს, რომ ისინი არ არიან წინააღმდეგი, ჩვენი ერის ნაცვლად, უმრავლესობა გახდეს სხვა ეთნოსი”. 

მაშინ, როდესაც საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქმდებიან, სამშობლოდან ქართველები გადიან და მათ ადგილს იმიგრანტები იკავებენ. ამიტომ, გარდა იმისა, რომ საფთხე იქმენა ეთნიკური კუთხით, ასევე უცხოელების შემოდინებით პრობლემა შეიძლება დაემუქროს ეკონომიკასაც. 

ორგანიზაცია "ერი და სახელწმიფოს” ხელმძღვანლის ზვიად ტომარაძის განცხადებით, მოძალებული საფრთხის გამო გასაკმაცრებელია როგორც მიგრანტების საქართველოში შემოსვლა, ისე მათი დასაქმება და მათ შორის, ბინადრობის ნებართვის გაცემაც. 

"ზოგადად საკითხი, ისევე როგორც მთელი საიმიგრაციო პოლიტიკა, ძალიან ლიბერალური გვაქვს და საზღვრები კი მოღიავებული, რაც აუცილებლად გასამკაცრებელია. ამას ემატება მიგრანტების დასაქმების საკითხი. ჩვენ ხშირად გვინახავს გამართული აქციები, სხვადასხვა სფეროში, მაგალითად, კურიერების, გიდების, ტურიზმის სფეროში დასაქმებულების, სადაც ისნი პროტესტს გამოთქვამდნენ, რომ უცხოელების ხარჯზე კარგავენ სამუშაო ადგილებს. 

როდესაც ქვეყანაში არის რთული სოციალური მდგომარეობა და ჩვენი მოსახლეობა საქართველოდან ლუკმაპურის საშოვნელად მიდის, სახელმწიფო ვალდებულია მაქსიმალურად შეზღუდოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებსი დასაქმება. ყველა ხელისუფლებამ, პირველ რიგში, თავის მოქალაქეებზე უნდა იზრუნოს. 

მხოლოდ ეს არ არის მწვავე საკითხი. ასევე მისახედია, ბინადრობის ნებართვა იქნება და ნებისმიერი სხვა მიმართულება. ვინც არალეგალურად არის საქართველოში, მათზე, რასაკვირველია, უნდა მუშაობდეს დეპორტაციის სამსახური, როგორც სხვა ქვეყნებშია. სხვაგან არის მუდმივი კონტროლი, შემოწმება, დეპორტაცია და სხვადასხვა სანქციები, რასაც საქართველოში, ფაქტობრივად, ვერ ვხედავთ. 

თუ ასე გაგრძელდა, ეთნიკურად უმცირესობაში მალე აღმოვჩნდებით. როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა ქვეყნიდან გაედინება, დემოგრაფიული კატასტროფა გვაქვს და თან მიგრანტები შემოდიან, აღარ დაგვჭირდება 2050 წლამდე მისვლა, როგორც გაერომ გვითხრა, რომ იმ დროსთვის დიდი პრობლემა გველის და გადაშენების პირას აღმოვჩნდებით. ასე გაგრძელების შემთხვევაში, ეს შედეგი გაცილებით ადრე დაგვიდგება”, - განუცხადა "რეზონანსს” ზვიად ტომარაძემ. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, ამ დროის მდგომარეობით, საქართველოში 20 ათასიდან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტი იმყოფება. 

ბუნებრივია, რომ მათი რაღაც ნაწილი აქ დასაქმებულია, თუმცა ზუსტი მონაცემი უცნობია, რადგან ისინი არალეგალები არიან და არაოფიციალურად მუშაობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×