საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი საგრძნობ მატებას განაგრძობს. ეს ტენდენცია საქართველოსაც შეეხო და ნავთობპროდუქტები 10-15 თეთრით გაძვირდა. ჯერჯერობით გაიაფების არანაირი საბუძველი არ არის და სავარაუდოა, რომ ფასის მატება შენარჩუნდება, თუმცა ყველაფერი მაინც მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებზეა დამოკიდებული.
ბოლო თვეებში დასტაბილურებულმა ნავთობის ფასმა გეზი კვლავ გაძვირებისკენ აიღო. მდგომარეობა შეიცვალა არა მხოლოდ საერთაშორისო ბირჟებზე, ასევე რუსეთშიც, რომელიც საქართველოსთვის ყველაზე დიდი მიმწოდებელია. როგორ წესი, მეზობელი ქვეყლიდან საწვავი 100-150 დოლარით იაფად შემოდის (1 ტონაზე), ვიდრე ეს სხვა ქვეყნებისგან იქნებოდა შესაძლებელი.
მიუხედავად იმისა, რომ რუსული ნავთობის ღირებულება მსოფლიო ბაზარზე დაფიქსირებულ ფასს არ უტოლდება, იგი მაინც კორექტირდება, რაც საქართველოში იმპორტირებული საწვავის ღირებულებაზე მოქმედებს.
დღევანდელი მდგომაროებით, არაბრენდირებულ სადგურებზე 1 ლიტრი "რეგულარის" 2.39 ლარი ღირს, ხოლო დიზელი - 2.50 ლარი. საინტერესოა, დარეგულირდება თუ არა ვითარება და ფასი დაუბრუნდება თუ არა ძველ ნიშნულს7 თუ, პირიქით, კიდევ უფრო გაძვირებაა მოსალოდნელი?
საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის, ფინანსისტ ნიკა შენგელიას პროგნოზით, აგვისტოში საწვავზე ფასები დაახლოებით 10-15 თეთრით მოიმატებს.
„ნავთობის ფასები ბოლო პერიოდში გაზრდილია. პროგნოზი ნავთობის ფასის შესახებ, რომელიც 2022 წლის ნოემბერში გამოვაქვეყნეთ, მართლდება, კერძოდ ის, რომ 2023 წელს ნავთობის საშუალო ფასი 1 ბარელზე 75 დოლარზე მაღლა შენარჩუნდებოდა. ყველა სკეპტიკურად უყურებდა ამას, რადგან მოელოდა გაიაფებას.
რაც შეეხება საწვავის ღირებულებას საქართველოში, დიდი ალბათობით კვლავ მოიმატებს. საქართველოში „თეთრ ნავთობპროდუქტებზე“ ფასის მატების საფუძველი საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის გაძვირებას არ უკავშირდება. ა,ჟა,ად რუსეთიდან იმპორტირებულ საწვავს 81% უჭირავს მთლიან განხორციელებულ იმპორტში. აღნიშნული საწვავი შემოდის "პლატცის" ფასზე იაფად. შესაბამისად, ამ კუთხით და იმ ლარის კურსით რაც გვაქვს, საწვავბი არ უნდა გაძვირებულიყო, მიზეზი კი კვლავ შემომტანი კომპანიების კარტელურ გარიგებებში უნდა ვეძიოთ.
ჩვენი პროგნოზით, აგვისტოში საწვავზე ფასები დაახლოებით 10-15 თეთრით მოიმატებს“, - აღნიშნა ნიკა შენგელიამ.
ზაფხულის პერიოდში ნავთობპროდუქტის ღირებულების ტენდენცია შედარებით მზარდია ხოლმე, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს და გაძვირება მომავალ თვეებშიც მაინც არ გაგრძელდეს. "სენტა პეტროლიუმის” დამფუძნებელი ზაალ იაკობიძის თქმით, პროდუქტის თვითღირებულება მატულობს და ეს კი სარეალიზაციო ქსელში ფასისი ზრდას იწვევს. იმის პროგნოზირება რთულია, თუ როგორ გაგრძელდება საერთაშორისო ბაზარზე პროცესები, რაც პირდაპირ მოქმედებს ნავთობპროდუქტის ღირებულებაზე.
„ფასი არა მხოლოდ მსოფლიოში, ასევე შეიცვალა რუსეთშიც, რომელიც მთავარი მომწოდებულია საქართველოსთვის. იქედან შემოტანლი საქონელი, შედარებით იაფი ღირს, ვიდრე სხვა ქვეყნებში წარმოებული.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, 1 ტონა ნავთობი დაახლოებით, 100-120 დოლარით გაძვირდადა, თეთრებში რომ გამოვსახოთ 25-30 თეთრით მოიმატა 1 ლიტრი საწვავის ფასმა. შესაბამისად, როდესაც პროდუქტის თვითღირებულება იზრდება, მას სარეალიზაციო ფასის მატებაც მოჰყვება. გამომდინარე აქედან, ტენდენციას აგვისტოშიც შენარჩუნდება, ისევე როგორც ივლისში.
ახლა საბითუმო ბაზარზე, 1 ლიტრი "რეგულარის" ფასი, საშუალოდ, 2.35 ლარია, ხოლო დიზელის ღირებულება 2.40-2.42 ლარის ფარგლებშია.
მსოფლიო მასშტაბით რა მოხდება და როგორ გაგრძელდება პროცესები ამის პროგნოზირება რთულია, ამიტომაც ვერ ვიტყვით როგორი ფასი იქნება სექტემბერში“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას იაკობიძემ.
ჯერჯერობით არანაირი საფუძველი არ ჩანს იმისა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი დასტაბილურებას დაიწყებს. საყურადღებოა ისიც, რომ რუსეთი სექტემბერში ნავთობის ექსპორტს დღეში 300 ათასი ბარელით შეამცირებს. ქვეყნის ვიცე-პრემიერის ალექსანდრე ნოვაკის განცხადებით, ეს ყველაფერი ბალანსის უზრუნველსაყოფად ხდება.
“ნავთობის ბაზარზე ბალანსის უზრუნველსაყოფად რუსეთი გააგრძელებს ნავთობის მიწოდების ნებაყოფლობით შემცირებას სექტემბერში”, – თქვა ნოვაკმა.
პარარელურად, საუდის არაბეთმაც განაცხადა, რომ სექტემბრამდე გააგრძელებს შემცირებული ლიმიტით (1 მილიონი ბარელით ნაკლები დღეში) ნავთობის მოპოვებას. ამ ინფორმაციის ფონზე ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა.
"ბერნტის" ოქტომბრის ფიუჩერსების ფასმა ლონდონის ბირჟაზე 1 ბარელზე უკვე 86 დოლარს გადააჭარბა. ამერიკული "ლაითის" სექტემბრის ფიუჩერსების ფასი კი ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე ბარელზე 83 დოლარია.
თუკი ასეთი ტენდენცია გაგრძელდება, საქართველოსთვისაც გარდაუვალი იქნება ფასის ცვლილება. როგორც "გლობალური სავაჭრო ჯგუფის” ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი აღნიშნავს, საუდის არაბეთის მხრიდან, წარმოების შემცირებამ გამოიწვია ფასების მატება საერთაშორისო ბაზარზე.
„მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ძვირდება და ეს პროცესი თვეზე მეტია შეუქცევადად მიმდინარეობს. 1 ბარელი ნავთობი 87-დოლარიან ნიშნულზეა. ფასების ზრდის მთავარი მიზეზი, არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობმწარმოებელი საუდის არაბეთი, რომელმაც წარმოება მკვეთრად შეამცირა. ეს ხდება იმის მიუხედავად, რომ მოთხოვნა გაზრდილია.
საუდის არაბეთში ასევე აცხადებეც, რომ არც მომავალშიც არ გაზრდიან წარმოებას, რაც პირდაპირ მოქმედებს ნავთობის ფასზე. ასევე, შემცირებულ მარაგთან დაკავშირებული ინფორმაციაც ყოველთვის გავლენას ახდენს ბირჟებზე.
საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ნავთობის ღირებულება 88 დოლარის ფარგლებში იქნება და მათი ეს პროგნოზი ზრდის მიმართულებით არის შეცვლილი და 3-4-დოლარით მომატებულია“, - აღნიშნა მთვრალაშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ იმ ფონზე, როგორც მსოფლიო ბაზარზეა ღირებულება გაზრდილი, საქართველოში ასეთი მკვეთრი ცვლილება ნამდვილად არ მომხდარა.
„საქართველოშ ფასი მაინც კარგად არის შენარჩუნებული. თუ გავითვალისწინებთ და შევხედავთ იმას თუ რა დოზით არის საერთაშორისო ფასი გაზრდილი და შემდეგ დავაკვირდებით ამ ტრენდიდან გამომდინარე როგორ შეიცვალა ჩვენთან ფასი, გამოჩნდება, რომ იყო გაძვირება, თუმცა არა საგრძნობლად.
ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომწოდებელი რუსეთია, საიდანაც შედარებით დაბალი ფასით შემოდის ნავთობპროდუქტები. მომავალში რა იქნება რთული სათქმელია. ყველაფერი დამოკიდებულია იგივე პირობებით მოხდება თუ არა მოწოდება.
მნიშვნელოვნი კომპონენტია ლარის კურსი, რაც დიდ როლს თამაშობს ბოლო თვეებში იმ კუთხით, რომ საკმაოდ სტაბილურია და ესეც ერთ-ერთი ფაქტორია იმისა, რომ ჩვენთან მნიშვნელოვანი გაძვირება არ შეინიშნება“, - დასძინა "რეზონანსთან" საუბრისას მთვრალაშვილმა.