ლადო კახაძე: ევროპელი მომწოდებლები მიხვდნენ, რომ თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ კონკურენტული გარემო გამოიკვეთა და თვითონაც დაიწყეს წამლების გაიაფება
გვანცა წულაია
25.05.2023

თურქული ბაზრის გახსნის შემდეგ, საქართველოსთვის მოწოდებული მედიკამენტები ევროპელმა მწარმოებლებმაც გააიაფეს. ასეთი ტენდენცია ბოლო თვეებში გამოიკვეთა, რომელიც სხვადასხვა დასახელების წამლებს შეეხო. ფასთაკორექტირება უდაოდ კარგია, თუმცა აქვე საინტერესოა, ღირებულების კლების შესაძლებლობა თუ არსებობდა, ეს აქამდე რატომ არ მოხდა?!

ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია „ქსარელტო", რომლის ღირებულება (28-აბიანი შეფუთვა) თურქეთის ბაზრის გახსნამდე 200 ლარს აღემატებოდა. მეზობელი ქვეყნიდან გამარტივებული იმპორტის დაწყების შემდეგ კი თურქული ბაზრიდან შემოტანილი აღნიშნული მედიკამენტი მკვეთრად გაიაფდა და მაგალითად 20 მგ-იანი, 28-ტაბლეტიანი შეფუთვის ღირებულება 36 ლარი გახდა.

თურქეთიდან შემოტანილი „ქსარელტოს" გაიაფების კვალდაკვალ ფასი დაეცა ევროპიდან იმპორტირებულ იგივე წამალზე, რომელიც ახლა 59 ლარი ღირს. ასეა სხვა მედიკამენტების შემთხვევაშიც, ღირებულება იკლებს ევროპიდან მოწოდებულ რიგ წამლებზე.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ირაკლი მარგველაშვილის განცხადებით, ასეთი პროცესები ლოგიკურია, რადგან მაღალფასიან მედიკამენტებს აღარავინ იყიდის იმ დროს, როცა ბაზარზე არის ბევრად იაფფასიანი იდენტური წამლები, რომელიც იგივე კომპანიის მიერაა წარმოებული და განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ისინი თურქეთის ბაზრიდან არის შემოტანილი.

იგივეს ფიქრობენ სფეროს სპეციალისტებიც. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე აცხადებს, თურქეთის ბაზარმა კონკურენტული გარემო გამოკვეთა და ამიტომ გააიაფეს წალმები ევროპელმა მომწოდებლებმა.

„ერთი მხრივ რომ შევხედოთ, კონკურენციაა. ევროპელი მომწოდებლები მიხვდნენ, რომ თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ კონკურენტული გარემო გამოიკვეთა და ამიტომ თვითონაც დაიწყეს მედიკამენტების გაიაფება. ეს, რა თქმა უნდა, კარგი ნაბიჯია და საერთოდ, ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობს ნებისმიერ სფეროში უნდა იცოდეს კონკურენციის თვისება, რადგან ფასები ყველაზე მეტად სწორედ კონკურენტულ გარემოში რეგულირდება.

პრემიერი-მინისტრის გადაწყვეტილებამ და შემდეგ ჯანდაცვის სამინიტროს სწორმა აღქმამ ცხადყო, რომ დანარჩენი 26 ქვეყანა, რომელთანაც ვურთიერთობთ ამ სფეროში, მოგვაწოდებს წამლებს ნაკლებ ფასში. თურქეთი თუ კიდევ გააიაფებს მედიკამენტებს, ესენიც ისევ დაუწევენ ფასებს, რასაც საბოლოოდ დადებითი ეფექტი ექნება ბენეფიციარზე, ნებისმიერ პოტენციურ პატიენტზე", - განუცხადა „რეზონანსს" ლადო კახაძემ და დასძინა, რომ წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, რეფერენტული ფასი ყველა წამალს შეეხება.

საქართველოს სააფთიაქო ქსელებში დაახლოებით 7 ათასი დასახელების მედიკამენტი ბრუნავს. მათგან 1 400 წამალს რეფერენტული ფასი შეეხო და ნავარაუდია, რომ წლის ბოლომდე 7 ათასივე მედიკამენტს შეეხოს რეფერენტული ფასი. რამდენადაც მე ვიცი, იმ 1 400 მეტიკამენტზე ფასებმა 40-60%-ის ფარგლებში დაიკლო და მოსახლეომ დაახლოებით 200 მლნ დაზოგა", - დასძინა პარლამენტარმა „რეზონანსთან".

ფასთაკორექტირება უდავოდ კარგია. ამ გზით პაციენტი მეტ თანხას დაზოგავს, მაგრამ საინტერესოა, თუ ღირებულების კლების შესაძლებლობა არსებობდა, რატომ არ მოხდა თურქეთის ბაზრის გახსნამდე?

„გახსოვდეს ჰიპოკრატეს" ხელმძღვანელი, დანდაცის ექსპერტი მარინა ბერაძე ამბობს, რომ ასეთი შესაძლებლობა ნამდვილად არსებობდა, ურბალოდ, ამისთვის პოლიტიკური ნება იყო საჭირო.

„თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ფასების შემცირება შეიძლებოდა, უბრალოდ, ამის პოლიტიკური ნება უნდა ყოფილიყო. ჩვენთან ფარმაცევტული სექტორი სრულიად განსხვავებულად მუშაობდა, ყოველგვარი რეგულაქციების გარეშე და აქედან გამომდინარე, მომწოდებელს და შემყიდველს რა ღირებულებაც უნდოდათ, იმას აწესებდნენ, ამიტომ იყო მაღალი ფასები. შემდეგ ხელისუფლებას პოლოტიკური ნება აღმოაჩნდა და გადაწყვიტა, რომ ფასები დაერეგულირებინა. დიდი ბრძოლა და მტკიცება დასჭირდა იმისათვის, რომ ეს იყო აუცილებელი.

ფარმაცევტული სექტორი ყოველთვის არის ბიზნესი და ამ ბიზნესში მოსახლეობისთვის წამალი ხელმიუწვდომელი რომ არ იყოს, ამისთვის ქვეყანაში შესაბამისი კანონი უნდა არსებობდეს.

თურქეთიდან იაფი წალმების შემოტანა ჩვეულებრივი კონკურენციაა. ამან თავისთავად გამოიწვია ის, რომ ფასების გადახედვა მოხდა სხვა შემთხვევაშიც, რადგან პაციენტი არჩევან ხელმისაწვდომ წამალზე გააკეთებს. რა თქმა უნდა, თურქეთის ბაზრის გახსნამდეც იყო წალმების გაიაფება შესაძლებელი, უბრალოდ, პოლიტიკური ნების ამბავი იყო და თან ისიც, რომ ყველაფერი ერთბაშად ვერ გაკეთდებოდა", - განუცხადა „რეზონანსს" მარინა ბერაძემ და დასძინა, რო ბაზარზე ადრინდელი სიტუაცია აღარ არის.

„გადაჭრით ვერ ვიტყვით იმას, რომ საქართველოში ყველა წამალი ხელმისაწვდომია, მაგრამ ნამდვილად აღარ არის ისეთი სიტუაცია, როგორიც ადრე იყო. ეს თითოეული ჩვენთაგანის ჯიბეზეც აისახება, თუმცა ერთია როცა იაფად შემოვა წამალი და რეფერენცული ფასი დაწესდება, მაგრამ მეორე მხარეა ის, რომ კომპლექსურად სხვა ცვლილებები უნდა მოხდეს. მაგალითად, პაციენტი მანამ იქნება უკმაყოფილო, სანამ მას ბევრი წამალი დასჭირდება. თუ ჩვენ კანონს შესაბამისად დავარეგულირებთ, ექიმი ბევრ წალამს აღარ გამოწერს და, რა თქმა უნდა, ხარჯი შემცირდება. თუ წალმები იაფია, მაგრამ ექიმი 10-ის ნაცვლად 30 წალამს გამოწერს, მაშინ, პაციენტი უკმაყოფილო დარჩება, ამიტომ პოლიფარმაციასაც აუცილებლად უნდა მიეხედოს და პრინციპში ასეთი გზითაც მიდის ეს ყველაფერი", - დასძინა „რეზონანსთან" მარინა ბერაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპიდან შემოტანილი რიგი მედიკამენტი გაიაფდა, ისინი მაინც შედარებით ძვირია თურქეთიდან იმპოტირებულ წალმებზე. სფეროს დასარეგულირებლად, მთავრობამ არაერთი ნაბიჯი გადადგა. თავდაპირევლად სწორედ თურქეთის ბაზარი გაიხსა, შემდეგ კი წამლებზე რეფერენტული ფასი დაწესდა, თუმცა მაშინ გამოიკვეთა გარემოება, რომ სააფთიაქო ქსელებმა ისეთი ონკოლოგიური მედიკამენტები გააძვირეს, რომლებსაც რეფერენტული ფასი არ შეხებია, მაგრამ, როგორც ჩანს, უკვე ღირებულების კლება ფიქსირდება, რადგან, როცა ბაზარზე იაფი წამალია, ძვირიანს არავინ იყიდის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×