"არ მჯერა, რომ ეს უფრო მეტხანს არ გასტანს. მაისის ჩათვლით ქვეყანას მშიერი თვეები ელოდება"
გვანცა წულაია
26.11.2020

საქართველო ახალი ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა, რომელიც შესაძლოა, იმაზე კრიზისული აღმოჩნდეს, ვიდრე გაზაფხულზე დაწესებულმა შეზღუდვება მოიტანა. მთავრობის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი ლოქდაუნი ისედაც მძიმე ვითარებაში მყოფ მოსახლეობას, უფრო რთულ სიტუაციას შეუქმნის. ხალხს გაზაფხულზე დაწესებული შეზღუდვების გამო, მიღებული ეკონომიკური კრიზისი ჯერ არ გადაუტანია და ახლა დამატებითი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ გაძვირდება პროდუქცია. 

შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო, საქართველოში როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი წარმოების საქონლის ფასმა ისედაც მოიმატა. ახალი შეზღუდვების პირობებში კი, პირველადი მოხმარების პროდუქცია, შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს. ასეთ პირობებში ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის შენარჩუნებაც გაჭირდება, გამყარებაზე საუბარი ზედმეტია. 

აგრარულ მეცნირებათა დოქტორის აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის აზრით, პურზე ფასის გაზრდა გარდაუვალი იქნება და მოსახლეობას წინ “მშიერი თვეები ელოდება”. 

“პური რეალურად უკვე გაძვირდა, 20 თეთრით, მაგრამ მისი ღირებულება კიდევ მოიმატებს. ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს, სოციალურად დაუცველი ფენისთვის პურის ბარათების შემოღება. სხვა გზა და გამოსავალი არ იქნება. ეს არის ერთადერთი პროდუქტი, რომელსაც მოსახლოება ყველაზე მეტად მოიხმარს, რასაც სასურსათო კალათაში 60%-ზე მეტი უჭირავს. თუ ეს საკითხი არ დარეგულირდა, ამან შესაძლოა, მიგვიყვანოს მოსახლეობის მხრიდან ძალიან დიდი უკმაყოფილებამდე. მეშინია, რომ ქვეყანაში ტუნისის სცენარი არ განვითარდეს. 

ხელისუფლებას ზაფხულიდან მოყოლებული ყველაფერი სწორად, რომ წარემართა, ასეთი მძიმე ღონისძიებების გატარებას შესაძლოა, საჭირო აღარ გამხდარიყო. ახალი შეზღუდვების შედეგი, ეკონომიკისთვის და ხალხისთვის იქნება ძალიან მძიმე, როგორც სურსათის უზრუნველყოფის მხრივ, ასევე დასაქმების და შემოსავლების თვალსაზრისით. ძალიან მძიმე ორი თვე გველის, მაგრამ არ მჯერა, რომ ეს უფრო მეტხანს არ გასტანს. მაისის ჩათვლით ქვეყანას მშიერი თვეები ელოდება, რის გამოც ხალხი მძიმე დღეში იქნება”, - განაცხადა პაატა კოღუაშვილმა “რეზონანსთან” და დასძინა, რომ ის დახმარებები, რომელსაც ხელისუფლება გასცემს, ასეთ მძიმე პირობებში, პრობლემას ვერ მოაგვარებს. 

“ის დახმარებები, რომელიც ხელისუფლებას შემოაქვს - 100, 200 ლარის სახით -  სასაცილოა და პრობლემას ვერ გადაჭრის. პრაქტიკულად, მათ გაბრაზებული ხალხთან პირისპირ დადგომა მოუწევთ. მაშინ, როდესაც ხელისუფლებას უნდა ემუშავა და მომზადებულიყო, მათ ეს ვერ გააკეთეს~, - დასძინა კოღუაშვილმა. 

ძალიან რთულია ქართული ეკონომიკის მდგომარობა. პანდემიის პირობებში ქვეყნის ეკონომიკა მინუსებში გადავიდა და მისი გამოცოცხლება, ფაქტია, რომ ვერ მოხდება. 2019 წლის ნიშნულზე დაბრუნებისთვის მინიმუმ 2 წელი იქნება საჭირო და შეიძლება არც ეყოს. 

“საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელი, გიორგი კეპლაძე დარწმუნებულია, რომ ახალი შეზღუდვების პირობებში საქართველოს ეკონომონიკა იმაზე მეტად შემცირდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო.  

“ახალი შეზღუდვების წყალობით, წელს ჩვენი ეკონომიკა უფრო მეტად შემცირდება, ვიდრე ველოდით, დაახლოებით, 6-7%-ით. მომავალი წლის ბიუჯეტი 4.3%-იან ზრდაზე იყო დათვლილი, თუმცა ფინანსთა მინისტრმა უკვე ივარაუდა, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდება. შესაბამისად, 2019 წლის დონეზე ჩვენი ეკონომიკა, ყველაზე კარგ შემთხვევაში 2022 წელს დაბრუნდება. ეს ყველაფერი რამდენ დაკარგულ სამუშაო ადგილს და რამდენ დაკარგულ მილიარდს ნიშნავს, ალბათ ვხვდებით. 

გაზაფხულზე ჩვენ ფაქტობრივად, მსხვერპლად შევწირეთ ეკონომიკა და შედეგად არაფერი მივიღეთ, გარდა გაფლანგული და პოლიტიკური მიზნით დახარჯული სახელმწიფო ვალისა. ახლანდელი შეზღუდვები შეიძლება ამ სიმძიმით არ დამდგარიყო “საწოლფონდი რომ ყოფილიყო მობილიზებული.” დავუშვათ, მართალი იყო გაზაფხულზე ჩაკეტვის გადაწყვეტილება, რატომ არ გამოიყენეს ეს თვეები ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად? ფაქტია, რომ არ გაუკეთებიათ არაფერი, გარდა კორუფციული და არაეფექტიანი ლაბირინთული სქემებისა”, - აღნიშნა კეპულაძემ. 

ახალი შეზღუდვების ფონზე, იმპორტიორთა ნაწილი პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ პროდუქტებზე ფასის შენარჩუნება გაჭირდება. ნაწილი კი აღნიშნავს, რომ შემოტანილ საქონელს ეროვნული ვალუტის გაუფასურება აძვირებს. როგორც სადისტრიბუციო კომპანია “გრანდის” პრეზიდენტი და დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აცხადებს, ფასის ცვლილება ხდება ბოლო კვირებში ლარის გაუფასურბიდან გამომდინარეა. 

`კურსის ვარდნა გამოიწვევს ცვლილებას. ლარზე ზეწოლა არის ძალიან მაღალი, რადგან ზამთრის პერიოდში იმპორტირებული საქონელი გაცილებით მეტი მოიხმარება. აქ იგულისხმება ყველაფერი გაზი და ელექტროენერგიიდან დაწყებული არასეზონური პროდუქციით დასრულებული. შესაბამისად ლარზე ზეწოლა მაღალია. როდესაც კურსი უფასურდება, ფასებიც იმატებს. დამატებითი შეზღუდვებიდან გამომდინარე რომ მოხდეს ფასის მატება, მსგავსი რამ არ მოხდება”, - განუცხადა ივა ჭყონიამ “რეზონანსს”. 

ეპიდემიის შემცირებისთვის თვალსაზრისით შემოღებულ ახალი შეზღუდვებთან გამკლავება ყველასთვის რთული იქნება. მოსახლეობა ახლა ძალიან მძიმე პერიოდის გავლა მოუწევს. მინიმუმ ორი თვის მანძილზე საკმაოდ უმძიმესი ვითარება შეიქნმება. სახელმწიფო დახმარებები, რომელიც ამ პეროდში გაიცემა, გაჭირვებული მოსახლოებისთვის საკმარისი არ იქნება. ახალი შეზღუდვების პირობებში კი, ქვეყანას უფრო მეტი გაჭირვებული და უმუშევარი ეყოლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (6)
ჩაწერა სახელი
მედეა   (28.11.2020)
1234--ყოჩაღ,საღად აზროვნებთ,გმადლობთ.პესიმიზმი დაგვაზიანებს!

მედეა   (28.11.2020)
ჭირსა შიგან გამაგრება ისე უნდა, ვით ქვითკირსა!

ბიძინა   (26.11.2020)
აზრი აღარ აქვს რამის დაწერას.დედა აქვს საქართველოს ნატირები,თან როგორ : მაგრად...იტყვით გამოსავალიო არიო ???? აღარა გამოსავალი, რაზგონი აკრეფილი აქვს დედის ტირებას........... მგონი რუსეთმა მიაღწია თავის მიზანს, დაგვანგრევს და დაგვშლის კუბიკ კიბიკ....

1234   (26.11.2020)
გახარიას მოგონილი

1234   (26.11.2020)
რა კეპელაძე რა კოღუაშვილი. რა კოვიდი არ ჰკლავს? აბა ეს 1,200 კაცი რამ მოჰკლა? თუ გეცოტავებათ 30,000 ადამიანის სიკვდილი 3 მილიონიანი ქვეყნისთვის? სანამ თქვენ საკუთარ ოჯახს არ მიუკაკუნებს კოვიდით სიკვდილი მანამდე ვერ შეიგნებთ და დაიჯერებთ? ყოველდღე რომ კოვიდით 40 თქვენი თანამემულე იღუპება ეს არაფერია? ღობეს ჩხირი? ამ უარყოფამ მოიტანა ის შედეგი რაც არის. ვალს რაზე იღებენო და თან ეკონომიკის გადარჩენას ითხოვენ. საქართველოზე 15ჯერ მდიდარმა ქვეყანამ ამერიკამ ტრილიონობით ვალი აიღო და კიდევ იმდენს კიდევ აიღებს სულ ცოტა ხანში რომ ეკონომიკა და ხალხი გადაერჩინა და ვიღაც შევარდნაძის ჩინონვნიკი კოღუა და კეპულაძე მორალს კითხულობენ. ეს ფინანსური პოლიტიკა მართლა გვარამიას მოგონილი კი არ არის. მეტი რა უნდა ემუშავა ამ მთავრობას??? არ არსებული ფული საიდან ამოეღო. რეალობის გრძნობა აქვთ დაკარგული ამ ქუჩის ბირჟის ექპსერტებს. გამომივიდნენ კრუგმენები და ფრიდმანები. რამდენი საერთაშორისო აღიარების მქონე ნაშრომი აქვს დაწერილი ამ კოღუას რომ აკადემიკოსობა დაჰკიდეს? 100 ლარი სასაცილოა? 100 ლარზე მეტის გაცემის წყარო იცი? დაასახელე თუ იცი. ან ექთნებმა და ექიმებმა რა დააშავეს? რატომ უნდა გაწირონ თავიანთი სიცოცხლე ამ უგნური ხალხისთვის რომელსაც ჯერ კიდევ არ სჯერა რომ კოვიდი არ ჰკლავს. გაუშვით კოღუა სანიტრად კოვიდ საავადმყოფოში. როგორც ცნობილ კინოშია, კოვიდ საავადმყოფოსაც სჭირდება ერთი "აკადემიკოსი."

მარინა   (26.11.2020)
საბოლოო მიზანიც ესაა,აბა კოვიდი არ კლავს


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )