გვანცა წულაია
15.10.2020

მთავრობა ყველაზე მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაშიც თანახმაა, რომ აფხაზეთის ენერგომომარაგების ხარჯი საკუთარ თავზე აიღოს მაშინაც, როცა ენგურჰესი დაიკეტება. როცა ქვეყანაში ეპიდემიაა და საკუთარი თავისთვის ვერ მოგვივლია, ოკუპირებული ტერიტორიის ენერგოუზრუნველყოფისთვის ქვეყანა საკმაოდ დიდ რესურსს დახარჯავს. ცნობილია, რომ 2021 წლის 15 თებერვლიდან ენგურჰესის რეაბილიტაცია დაიწყება. 48 მლნ ევროიანი სამუშაო პროცესი ოთხი თვით გაგრძელდება და მაისის ბოლოს დასრულდება. იქამდე კი, ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიით რუსეთი და საქართველო მოამარაგებს.

პროექტი ოთხსაფეხურიანია და მას მთლიანად EBRD დააფინანსებს.

ამ ეტაპზე კი, ობიექტზე წყალსაცავიდან ლამის ამოწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.

ცხადია, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთის დენის მომარაგებასთან დაკავშირებით მიდგომას არ შეცვლის და იქამდე სანამ, ენგურჰესის რეაბილიტაცია არ დასრულდება, საქართველო ქვეყნისთვის იმპორტირებულ დენს, ოკუპირებულ აფხაზეთს კვლავაც უფასოდ მიაწვდის.

ენგურჰესის დაკეტვის შემდეგ, ოკუირებული აფხაზეთის ელექტრომომარაგება კლასიკური სქემით მოხდება. ეს ნიშნავს, რომ ტერიტორიას დენის ნაწილით - რუსეთი, გარკვეული რაოდენობის ელექტროენერგიით კი, საქართველო მოამარაგებს.

ენერგეტიკოსი გია არაბიძე აცხადებს, რომ მაღალი მოხმარების ფონზე, ცხადია, ოკიპირებულ აფხაზეთს დენის მიწოდებული მოცულობა არ ეყოფა და გრაფიკის დაწესება მოუწევთ.

,,თებერვალ-იანვარ-მარტში ენგურის გამომუშავება ძირითადად მიდიოდა ოკუპირებ აფხაზეთში. ჩვენი ენერგომოხმარების სისტემა დარჩება არსებულ რეჟიმში, მაგრამ პრობლემა ჩნდება ოკუპირებული აფხაზეთის ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით. ჩვენზე გადმოვა ეს ტვირთი, ასეთი გამოცდილება გვაქვს. ენგური დაახლოების 2-3 წლის წინათაც გავაჩერეთ და ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ შევიმუშავეთ სქემა, რომელსაც ახლაც ავამუშავებთ. ამ სქემის მიხედვით, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთის გარკვეულ ტერიტორიას ბზიფის ქვესადგურიდან მოამარაგებს, ეს არის 120 კვტ/სთ ელექტროენერგია, ნაწილი კი საქართველოდან გამომუშავებული ან შემოტანილი ელექტროენერგიის ხარჯზე მომარაგდება.

ასეთ რეჟიმში გვიმუშავია და ამით პრობლემა მოგვარდება. თუმცა არ გამოვრიცხავ, გრაფიკი დაუწესდეს. სხვა გამოსავალი არც რჩება, როცა საკმარისი ელექტროენერგია არ ექნებათ და გრაფიკის მორგება მოუწევთ", - განაცხადა გია არაბიძემ "რეპორტ.გე"-სთან და დასძინა, რომ ენგურჰესის რეაბილიტაციის პროცესი მაისში დასრულდება.

საქართველო ამჯერად, ოკუპირებულ აფხაზეთს იმპორტირებული ელექტროენერგიით მოამარაგებს. ქვეყანაში ელექტროენერგიის შეძენისას ფულს გადაიხდის, თუმცა ოკუპირებ აფხაზეთს დენს უფასოდ მიაწვდის.

ენერგეტიკოს თემურ ჭიჭინაძეს საქართველოსთვის იმპორტირებული ელექტროენერგიის ოკუპირებული აფხაზეთისთვის განაწილება სწორად არ მიაჩნია.

,,აფხაზეთის ენერგომომარაგების საკითხს ორი მხარე აქვს: პოლიტიკური და ეკონომიკური. ელექტროენერგიის ის რაოდენობა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს ენგურიდან მიაქვს, ზედმეტად ბევრი. ეს ელექტროენერგია ხმარდება რუსულ ბაზებს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა განთავსებული. ამიტომ, გამართლებული არ არის, რომ ენგურიდან აფხაზეთში ამდენი ელექტროენერგია მიდის. წარმოიდგინეთ ახლა, ჩვენ მაგალითად, რუსეთიდან უნდა ვიყიდოთ ელექტროენერგია და ისევ მათ მივცეთ და მოიხმარონ უფასოდ. Eს, პირადად, არ მიმაჩნია სწორად. შეიძლება, ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას - ჩვენ ძმებს და დებს უნდა მივცეთ ელექტროენერგია, მაგრამ აქ, ამ შემთხვევეში, ყოველგვარი სტატუს-კვო არის დარღვეული. ის 40-50 პროცენტი, რომელიც მათ უნდა წაიღონ ენგურიდან, არასაკმარისია და მიაქვთ ამაზე ბევრი, რაც ჩვენ გვაკლდება. ამიტომ, ცხადია, არ მიმაჩნია სწორად ელექტროენერგიის ასე უფასოდ მიცემა აფხაზეთისთვის.

ამ ელექტროენერგიის ფულს ჩვენ ვიხდით. მთელი ამ წლების განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგია უფასოდ მიაქვთ. ახლა კი, როდესაც ჩვენ ვიყიდით და ისინიც მოიხმარენ, ფული აუცილებლად უნდა გადავახდევინოთ ", - განუცხადა "რეზონანსს" თემურ ჭიჭინაძემ.

ამდენად, საქართველო აფხაზეთს უფასო ელექტროენერგიით უკვე წლებია ამარაგებს და ენგურჰესის რეაბილიტაციის პირობებშიც ასე იქნება.

ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი აცხადებს, რომ არასწორია, როდესაც საქართველო ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიას უფასოდ აწვდის.

"მომარეგა სწორია, მაგრამ ელექტროენერგიის უფასო მიწოდება არასწორია და ამას არანაირად არ ვეთანხმები. საერთოდ, ენგურჰესთან დაკავშირებით ნებისმიერი ასეთი რეაბილიტაცა და ქმედება უნდა იყოს ერთიან პოლიტიკის დასტრატეგიის ნაწილი. ისე კი, ფაქტობრივად გრძელდება და ეს არის დამატებით მცოცავი ოკუპაცია, ოღონდ ენერგეტიკაში", - უთხრა მურმან მარგველაშვილმა "რეზონანსს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
tatoo   (15.10.2020)
არ შესცივდეთ ჩვენსა ძმებსააა

Sos   (15.10.2020)
Asea,kanibalebs da qartul saxemcifos mtrebs upasot,ratom adzlevt ,dedatqvenis ragacebi miecit,es aris qveyana engurze ro xar damokiduli esa saxemwipo komunistebis ashenebulze ro xart damokidebuli,tqvem ar shegidliat amden kredits ro igebt rame iseti gaketet romelic chanacvlebs.uunarono.magram tqven is kiar gainteresebt qveyana namdvili damoukidebeli gaxdes aramed tqvenze damokidebeli monebi iyven.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×