"როგორც საქართველოდან გაედინებოდა კაპიტალი ამ გზით, შეიძლება იგივე ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც"
თამარ მუკბანიანი
18.09.2020

ბოლო ერთ კვირაში აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილები 204%-ით გაიზარდა, ასევე, საოცრად მაღალია ზრდის ტემპი უკრაინიდან და სომხეთიდან. ამ დროს აგვისტოში ფულადი გზავილების ზრდის ჩამონათვალში აზერბაიჯანი მხოლოდ მეშვიდე ადგილზე მოხვდა. რაც შეეხება სომხეთსა და უკრაინას, ორივე ქვეყანა თხუთმეტეულს მიღმაა.

7-13 სექტემბრის კვირაში ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა. "თიბისი კაპიტალის" მიხედვით, შემოდინებები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან ძლიერ ზრდას აჩვენებს. ასევე მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინება სომხეთიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან. 

აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილების ზრდა 31-6 სექტემბრის კვირაში 289%-ზე დაფიქსირდა, ხოლო 7-13 სექტემბრის კვირაში ზრდამ 204%-ი შეადგინა. უკრაინის შემთხვევაში ბოლო კვირას ფულადი გზავნილები გაზრდილია 222%-ით. 

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი 7-13 სექტემბრის კვირაში უარყოფითი გახდა, ხოლო რუსეთიდან შემოდინებების ზრდის ტემპი საერთოდაც ნეგატიურია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 184.2 მლნ აშშ დოლარი (566.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 25.8%-ით (37.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

184.2 მილიონი დოლარი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანხა, რომელიც საქართველოში გზავნილების სახით გადმორიცხულა. ამაზე დიდი გზავნილი მხოლოდ ივლისში იყო - 188.7 მილიონი. თუმცა, ჩამონათვალში  ზრდის მაღალი ტემპი  არც აზერბაიჯანს და არც სომხეთს და უკრაინას არ აქვს.

ანალიზისათვის დიდ დროში დაკვრივება სჭირდება საბანკო სფეროს სპეციალისტს, გოჩა თუთბერიძეს. მისთსვის რთულად ასახსნელია რატომ მოიმატა ფულადი გზავნილების მოცულობამ მაშინ, როცა არ გაზრდილა დიასპორა აღნიშნულ ქვეყნებში და იქ არც რაიმე განსაკუთრებული ეკონომიკური აღმავლობა მომხდარა, რაც უკვე არსებული ემიგრანტების ცხოვრებას გააუმჯობესებდა. 

,,ძალიან რთულია შეფასება, რას უნდა გაეზარდა ჩვენი სამეზობლო ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მოცულობა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისევე როგორც ევროპის ქვეყნებისა და რუსეთის ფედერაციის გზავნილების ზრდა უკავშირდება დაგროვილი თანხის ერთიანად გადმოირცხვას, აქაც მსგავსა პროცესთან გვაქვს საქმე. პანდემიის გამო, ემიგრანტებს არ ჰქონდათ გარეთ გასვლისა და მსგავსი სერვისებით სარგებლობის საშუალება. შესაბამისად, ახლა როცა ამის შანსი მიეცათ, ერთიანად გადმოირცხეს რამდენიმე თვის ნაგროვები. ერთადერთი ვადაური ეს შეიძლება იყოს. 

არც ერთ ზემოთ აღნიშნულ ქვეყნაში ჩვენი დიასპორა არ არის განსაკუთრებულად დიდი და ძლიერი. ვერც იმას ვივარაუდებთ, რომ სადმე გაიზარდა  მათი შემოსავალი, რადგან პანდემიის პირობებში ყველა ქვეყნას საკმაოდ უჭირს“, - განუცხადა "რეზონანსს" თუთბერიძემ. 

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი თანხა, აგვისტოშიც კვლავ რუსეთიდან გადმოირიცხა, რამაც 35 მილიონი დოლარი შეადგინა. სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ასეთია:

1) რუსეთის ფედერაცია $3.94 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან -1.48%;

2) იტალია 27.95 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 35.92%;

3) აშშ 22.05 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 45.80%;

4) საბერძნეთი 20.64 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 40.12%;

5) ისრაელი 14.30 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 187.06%; 

6) თურქეთი 9.65 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 21.73%; 

7) აზერბაიჯანი 6.96 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 269.82%;

მეზობელი ქვეყნებიდან გადმორიცხვის მაჩვენებლების შეფასება რთულია ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრის, ლია ელიავასთვისაც. როგორც მან ,,რეზონანსს“ განუცხადა, ერთადერთი ახსნა არის ის, რომ  ქვეყნიდან კაპიტალი ამ ფორნით მოედინება. 

,,სიმართლე გითხრათ, იმდენად უცნაური მონაცემებია, რომ კომენტარიც გაკეთებაც კი მიჭირს. რთულია ლოგიკური ახსნა მოუძებნო გარდა იმისა, რომ შეიძლება ზრდა არა ზოგად, არამედ ცალკეული გადმორიცხვების დამსახურება იყოს. მაგალითად, ერთმა ან რამდენიმე სუბიექტმა განახორციელა ასეთი მასშტაბური გადმოირცხვები. ისე, როგორც საქართველოდან გაედინებოდა კაპიტალი ამ გზით, შეიძლება იგივე ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც. სხვა ახსნა, უბრალოდ, არ მაქვს“, - განუცხადა "რეზონანსს" ელიავამ.

2020 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 23.1 მლნ აშშ დოლარი (71.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის აგვისტოს (19.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.5%-ით მეტია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
მედეა   (19.09.2020)
მათ არ აწყობთ დღევანდელი მთავრობა, ცდილობენ ჯიბეზე ხელი გაიკრან, რომ მერე იხეირონ! მომხიბვლელია საქართველოს ადგილმდებარეობა--ყველას უნდა რაღაც წაგლიჯოს--შიდა ძალების დახმარებით. ხემ თქვა--ნაჯახი რას დამაკლებდა, ჩემივე ჯიშის ტარი რომ არ ეგოსო!

1234   (19.09.2020)
შავი ფული შემოდის არჩევნებისთვის?

. სტატუს ქუო   (18.09.2020)
ავტოიმპორტის გამო გაიზარდა, ჭკუისკოლოფებო.

დათუნია   (18.09.2020)
გაიზარდა თუ გეიზარდა?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×