სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    26.06.2019

     რუსეთიდან ფულად გზავნილებს საფრთხე არ ემუქრება. არ არის გამორიცხული, რომ ჩარიცხვა შემცირდეს, თუმცა, როგორც ეკონომისტები აცხადებენ, ეს ერთადერთი მიმართულებაა, რომელზეც ქართულ-რუსული დაძაბულობა ყველაზე ნაკლებად იმოქმედებს.

    თამარ მუკბანიანი
    26.06.2019

     ლარმა ახალი არანომალური ანტირეკორდი დაამყარა. ოფიციალურად დოლართან მიმართებაში 27 ივნისს 2.84 ნიშნულზე იქნება, მაგრამ რეალური კურსი 2,87-ია. სპეციალისტები გაუფასურებას სპეკულაციურ ფაქტორებს უკავშირებენ და ვარაუდობენ, რომ გამყარება კვირის ბოლოდან დაიწყება.

    თამარ მუკბანიანი
    25.06.2019

     გავრილოვის საქართველოში ვიზიტის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა, პოლიტიკის გარდა, მნიშვნელოვნად იმოქმედა ეკონომიკაზე.  რუსეთთან ეკონომიკური კავშირი საფრთხის ქვეშაა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მშპ-ს ზრდის ტემპს არსებული ვითარება გარდაუვალად შეანელებს.

    რეზონანსი
    25.06.2019

     ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე ცალმხრივი ინტერვენციების გამო ლარი კატასტროფულად გაუფასურდა. რეზერვების აქტიური შესყიდვებით ეროვნული ბანკი ლარის გამყარების ყველა შანსს სპობს. 10 დღის წინ სებ-მა 30 მლნ დოლარი ისე გამოაცალა ბაზარს, რომ დღესაც გაუგებარია, რა პრინციპით იმოქმედეს. საზოგადოების დიდი ინტერესის მიუხედავად, არც მთავრობა და არც სებ-ი ამაზე კომენტარს არ აკეთებს. ამასობაში ლარი შეიძლება ითქვას ჩამოიშალა და გაცვლითი კურსი ახალ-ახალ ანტირეკორდებს ამყარებს.

    ნინა გარდაფხაძე
    25.06.2019

     19 ივნისის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ქართული საექსპორტო ბაზრის გარდა, გავლენა რუსეთში მოღვაწე, ქართველ ბიზნესმენებზეც იქონია. მათ დიდ ნაწილს ამაზე ღიად საუბარი არ სურს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც რუსეთში ჩასვლას აღარ გეგმავს. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ რეალური სურათი თუ რა წნეხი აქვთ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში საშუალოვადიან პერიოდში გამოჩნდება, ფულადი გზავნილების შემცირებით.

    თეო გუდავაძე
    24.06.2019

     ქართული ბაზარი რუსული ემბარგოს მოლოდინშია. უკვე მეორედ, პოლიტიკური დაძაბულობის გამო, რუსეთი საქართველოს ექსპორტის შეჩერებით "დასჯას" უპირებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოელი მეზობელი ქართული ღვინის გასაღების ნომერ პირველი ბაზარია, კომპანიები ემბარგოსათვის მზად არიან და ამბობენ, რომ ამის მოლოდნი სულ არსებობს. შესაბამისად, ქართული ღვინო სხვა ბაზარს აუცილებლად იპოვნის.

    მარი ჩიტაია
    24.06.2019

     საპროტესტო აქციები საქართველოს ეკონომიკაში პრობლემას შექმნის. არ არის გამორიცხული, რომ პოლიტიკურმა არასტაბილურობამ უცხოური კაპიტალის დეფიციტი გამოიწვიოს. რასაც შეიძლება მოჰყვეს ფინანსური კრიზისი და ლარის გაუფასურება. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ,  მოკლევადიან პერიოდში მიმდინარე პროცესები ქვეყნის ეკონომიკურ სექტორს მნიშვნელოვნად დააზარალებს, ამ მხრივ ყველაზე მეტი პრობლემა ინვესტიციებსა და მომსახურების სფეროშია მოსალოდნელი.

    ნინა გარდაფხაძე
    24.06.2019

     ცოცხლად დაბადებულთა და გრადაცვლილთა შორის სხვაობა წლიდან წლამდე მცირდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ 2-3 წელიწადში ბუნებრივი მატება საერთოდ აღარ გვექნება. ეს ნიშნავს, რომ დემოგრაფიული კოლაფსი ახლოსაა.

    მარი ჩიტაია
    24.06.2019

     მიმდინარე წლის იანვარ-მაისში დიზელის საწვავის იმპორტი საკმაოდ შემცირდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტმა ამ მიმართულებით 32,5 ათასი ტონითიკლო. ბენიზნის იმპორტის მხრივ ტენდენცია არ შეცვლილა და იანვარ-მაისშიც მზარდი ტრენდით გამოირჩეოდა.

    მარი ჩიტაია
    24.06.2019

     რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის დაწესებული სანქციები "ტურისტულ ემბარგოს" გასცდა. "რუსოფობიური ტალღის" საპასუხოდ კრემლი ქართულ პროდუქტსაც უწესებს და ცდილობს, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს კიდევ ერთხელ დაუსვას წერტილი. ტურიზმის შემდეგ, შესაძლოა, ემბაქრო ქართულ მინერალურ წყლებსა და ღვინოზეც გამოცხადდეს.

    მარი ჩიტაია
    21.06.2019

     წელს საქართველოს ტურისტებისთვის "უსაფრთხო ქვეყნის" სტატუსის შენარჩუნება გაუჭირდება. მიმდინარე პროცესები და ბოლო დროის მუდმივი დაძაბულობა ტურიზმს დააზარალებს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რუსი დამსვენებლებლების რაოდენობა შემცირდება, თუმცა ქვეყანაში ჩამოსვლისგან ევროპელი ტურისტებიც თავს შეიკავებენ. ექსპერტები ფიქრობენ, რომ მოსალოდნელია ჯავშნების გაუქმებაც, რაზეც გავლენას "თბილისი პრაიდის" ჩატარება და ამ მოვლენისთვის დამახასიათებელი დაძაბულობაც მოახდენს.

    მარი ჩიტაია
    20.06.2019

     მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი მეწარმეებისთვის მიუღებელია, მაგრამ არც მომხმარებელთა უფლებების დამცველებს მოსწონთ. მათი აზრით, ახალი კანონი მომხმარებელთა უფლებებს რეალურად ვერ დაიცავს. არსებობს მოსაზრებაც, რომ კანონის მიღება ფასის ზრდას გამოიწვევს, მცირე მეწარმეებს კი ფინანსური ტვირთი დაუმძიმდებათ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved