რეზონანსი
01.07.2020

 პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის პენსია 30 ლარით გაიზრდა და 250 ლარს გაუტოლდა, რითაც უკვე დაახლოებით 410 ათასზე მეტი ადამიანი ისარგებლებს. როდესაც ქვეყანაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე (3%) ბევრად მაღალია, გაჩნდა შეგრძნება, რომ გაზრდილმა პენსიამ ინფლაცია უკვე „შეჭამა”.

ნინა გარდაფხაძე
01.07.2020

 საგანგებო მდგომარეობის რეჟიმსა და ეკონომიკის სრულ რეცესიაში ბანკებმა სესხებზე პროცენტი გაზარდეს. მაისში ზრდამ 1.2% შეადგინა. ეს მაშინ, როცა ცენტრალური ბანკი საბანკო სექტორისათვის სესხებს აიაფებს და პროცენტებს დაბლა სწევს. ფინანსისტები კომერციული სტრუქტურების გადაწყვეტილებას სავალალოს უწოდებენ.

გვანცა წულაია
01.07.2020

 შეზღუდვების გახანგრძლივებამ საჰაერო სივრცეში პრობლემები შექმნა. უნგრული ავიაკომპანია „ვიზ ეარი” ქუთაისის ბაზარს დროებით ხურავს და, სანამ საქართველო სივრცეს არ გახნის, კომპანია ქართულ ბაზარზე მუშაობას წყვეტს. მოსალოდნელია, რომ „ვიზ ეარს” სხვა ავიაკომპანიებმა მიბაძონ, რადგან პანდემიამ ავიასფერო განსაკუთრებით დააზარალა.

გვანცა წულაია
30.06.2020

 1-ლი ივლისიდან იპოთეკური სესხების სუბსიდირების დაპირებული პროგრამის ამოქმედება ვერ მოხერხდა. წესით, ივლისის დადგომისთანავე მთავრობას მოსახლეობისთვის იპოთეკური სესხების დაფინანსება უნდა დაეწყო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სუბსიდირება დადგენილ ვადებში ტექნიკურად ვერ მოესწრო და პროგრამის გაშვება რამდენიმე დღით გადაიწევს. 

თამარ მუკბანიანი
30.06.2020

 მედიკამენტების რეგისტრაციის ვადა სამჯერ უნდა გაიზარდოს. ასეთია ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია და მან კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარადგინა. რა იქნება შედეგი და რატომ სურს მთავრობას ბიუროკრატიული ვადების გაზრდა, ეს პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს ეჭვს უჩენს. კანონპროექტს არ ეთანხმებიან არც პროფესიულ წრეებში. მათი აზრით, შედეგი წამლებზე ფასის ზრდა და ბაზარზე ოლიგოპოლია იქნება.

რეზონანსი
30.06.2020

 საქართველოს ეკონომიკა მაისში 13.5%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო რეჟიმი მხოლოდ 22 მაისს მოიხსნა, ეკონომიკის გახსნა უფრო ადრე დაიწყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ახლა მთავარია, როგორი იქნება შემცირების ტემპი შემდეგ თვეებში და მოახერხებს თუ არა საქართველო მშპ-ის ვარდნის შეჩერებას მაინც, რადგან 2020-ში ზრდის მოლოდინი ნულოვანია.

ირაკლი ლომიძე
29.06.2020

 კორონავირუსის გამო, როცა ქვეყანას უჭირს, ბიუჯეტში დეფიციტია და ეკონომიკა მხოლოდ ვალებით სულდგმულობს, მაღალი თანამდებობის პოლიტიკური პირების შემოსავლები ოდნავადაც არ შემცირებულა. არ ფქისირდება ფაქტი, რომ ვინმეს შეეკვეცა ხელფასი ან უარი ეთქვა სარგებელზე, თუ არ ჩავთვლით ისეთ შემთხვევას, როცა საჯარო მოხეელეების ნაწილმა ხელფასის მესამედი ერთჯერადად ჩარიცხა კოვიდ-19-ის ფონდში. ეს არის და ეს. ,,ქამრების შემოჭერის” პოლიტიკამ ვერც ეკონომიკისთვის მძიმე სიტუაციაში იმუშავა და ამ დროს მილიონობით ლარი უაზრო, გაუმართლებელი და ,,გაბერილი” ბიუროკრატიის შენახვას ხმარდება.

ნინა გარდაფხაძე
29.06.2020

 საქართველოსათვის ევროპის საზღვრები სულ რამდენიმე დღეში გაიხსნება, თუმცა ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთი თვით საზღვრის გახსნას არ გეგმავს. არ მოხდება არც ქვეყნიდან ვიზიტორთა გაშვება და არც მიღება. სამწუხარდ, ქვეყანაში ტურიზმის ჩანაცვლება ასე ერთბაშად ვერ მოხერხდება და ეს იმის ბრალია, რომ წლების განმავლობაში მომსახურების სფერო ეკონომიკის ხერხემლად იქცა. ამიტომ ახლა მოსახლეობაც და ბიზნესის დიდი ნაწილიც გაკოტრებისთვის არის განწირული.

ირაკლი ლომიძე
29.06.2020

 კოვიდ 19-ის პანდემიამ ბინებისა და კომერციული ფართების გაქირავების სერვისი თითქმის ბოლომდე გააჩერა. იმის გამო, რომ მოთხოვნა აღარ არის, გაქირავების საფასურიც მკვეთრად შემცირებულია. როგორც აღმოჩნდა, ეკონომიკური ვარდნის ტემპს უძრავი ქონების ბაზარიც მიჰყვა და გაუჭირდა როგორც ბიზნესს, ასევე ადამიანებსაც, რომლებიც ბინებს ქირაობენ.

ირაკლი ლომიძე
29.06.2020

 სვანეთში კრიპტოვალუტის ფერმები შეიძლება ისევ არსებობდეს, ამიტომ კონტროლი გასამკაცრებელია. ენერგეტიკოსები ეჭვობენ, რომ ბიტკოინების უკანონო საწარმოს აღმოჩენის მიუხედავად, სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება ისევ მაღალ დონეზეა. ერთ-ერთი ვერსიით კი, აუცილებელია გაიმიჯნოს რა რაოდენობის ენერგიას მოიხმარს მოსახლეობა და რამდენს - კომერციული სექტორი, რათა ბალანსზე უზუსტობა აღმოიფხვრას და აღრიცხვიანობის მხრივ არსებული ხარვეზი საბოლოოდ გამოსწორდეს.

ნინა გარდაფხაძე
26.06.2020

 აზიური ფაროსანა, რომელიც საქართველოში 2016 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის პრობლემად იქცა, უკვე დამარცხებულია და მისი ზიანი მინიმუმამდეა დაყვანილი. ეს პარლამენტის ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრმაც დაადასტურა. ახლა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მთავარი მიზანი, ამ შედეგის შენარჩუნებაა.

თამარ მუკბანიანი
25.06.2020

 სოციალური აგენტები, სოციალურ დაცვას და გარანტიებს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასშტაბურ გაფიცვას გეგმავენ. სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმებულებს 80 ლარიდან ხელფასის 160 ლარამდე გაზრდას და სამუშაო ჯგუფის შემქნას სთავაზობს, სადაც სოცმუშაკების ინტერესების დამცველი პროფკავშირი წარმოდგენილი არ იქნება. ეს პირობები აგენტებისთვის ნიუღებელია.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×