ირმა ჩიტაია 19.06.2025

სამშენებლო ბაზარზე თაღლითური სქემა გამოაშკარავდა. ზარალი იმდენად მასშტაბურია, რომ სერიოზული ჯგუფის არსებობას მიანიშნებს. დამნაშავე დაკავებულია, მაგრამ რა ეშველება ასობით ადამიანს, რომელმაც მატერიალური ზარალი მიადგა? სფეროს სპეციალისტები ამ შემთხვევაში მიზეზად არასრულყოფილ კანონმდებლობას მიიჩნევენ და ამბობენ, რომ თუ სახელმწიფომ ცვლილებები არ განახორციელა, სექტორი მუდმივად რისკის ქვეშ იქნება.
|
გვანცა წულაია 19.06.2025

გლობალურ ბირჟაზე ნავთობი ძვირდება, რაც ისრაელ-ირანის ომმა განაპირობა. კონფლიქტის დაწყებამდე შავი ოქრო ჯერ იაფდებოდა, შემდეგ სტაბილურ ნიშნულზე იყო, მაგრამ ახლა ტენდენცია მკვეთრად შეიცვალა. არც ისაა გამორიცხული, რომ 1 ბარელი ნავთობის ღირებულებამ 100 დოლარს მიაღწიოს. გაძვირება მომენტალურად აისახა საქართველოზე და ქვეყნაში საწვავი უკვე 5-10 თეთრით მეტი ღირს.
|
ქეთო გოგოხია 18.06.2025

გლობალური პროცესების გამო საქართველოს ეკონომიკაში დაძაბულობა უკვე იგრძნობა. პირველ რიგში, რისკი ინფლაციასთან დაკავშირებითაა. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს საკმაოდ ფრთხილი მოქმედება მართებს, რათა საგარეო ფაქტორებიდან მომდინარე დამატებით პრობლემებს გაუმკლავდეს. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, სებ-ის როლი თანდათან სერიოზული და მნიშვნელოვანი ხდება.
|
გვანცა წულაია 18.06.2025

ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლა კვლავ გაძვირდება. 1-ელი ივლისიდან ე.წ. ოქროს ფრანკის ღირებულება, რომელიც თურქეთის სრუტეებში გაუჩერებლად გამავალი გემებისთვის დაწესებული გადასახადის გამოსათვლელად გამოიყენება, 15%-ით მოიმატებს და და 5.83 დოლარს მიაღწევს. ბოლო წლებში ამ ტარიფმა მკვეთრი ცვლილება განიცადა და უკვე 5-ჯერ გავძვირდა.
|
რეზონანსი 17.06.2025

საქართველოში საშუალო ხელფასი კიდევ გაიზარდა და 2170 ლარი შეადგინა. პარალელურად ირკვევა, რომ ოჯახები შემოსავალის დიდი ნაწილს საკვებში ხარჯავენ და მოსახლეობის დიდ ნაწილს დანაზოგის გაკეთება უჭირს.
|
გვანცა წულაია 17.06.2025

„შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში დასაქმებაზე სპეციალური ნებართვის საჭიროებას გულისხმობს. მისი შეუსრულებლობა დაჯარიმებას ითვალისწინებს.
|
ქეთო გოგოხია 17.06.2025

მოცვი საქართველოში სტრატეგიული მიმართულება გახდა. კლიმატური პირობებისა და ნიადაგის გათვალისწინებით ჩვენს ქვეყანაში ეს კულტურა კარგად განვითარდა და უკვე გლობალურ ბაზრებზეც ხარისხის მაღალი ნიშით გამოირჩევა. მოცვის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სოფლის მეურნეობის მხარდამჭერმა პროექტებმა, განსაკუთრებით აღსანიშნავია "შეღავათიანი აგროკრედიტი" და "დანერგე მომავალი", რამაც მეწარმე-ფერმერებს განვითარების დიდი შესაძლებლობა მისცა.
|
ქეთო გოგოხია 16.06.2025

ახლო აღმოსავლეთში ახალი ომის ესკალაცია სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე საგრძნობ გავლენას მოახდენს. მოსალოდნელია, რომ ტრანსპორტირება და გადაზიდვა გაძვირდება, რაც საქონლის ფასზეც იმოქმედებს. ნავთობმა გეზი გაძვირებისკენ აიღო, მსგავსი ტენდენციით ხასიათდება ოქროც, რომლის ღირებულებაც ბოლო პერიოდში რეკორდულ ნიშნულზეა.
|
გვანცა წულაია 16.06.2025

საქართველოს მოსახლეობის სხვადასხვა ფენა ეკონომიკურ განვითარებას სხვადასხვაგვარად გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავია, მოქალაქეების ნაწილის ცხოვრების დონე არ გაუმჯობესებულა და მხოლოდ ნაწილის შეიცვალა უკეთესობისკენ.
|
ქეთო გოგოხია 16.06.2025

საზღვაო კურორტებზე ახალი სეზონისთვის სამზადისი დაიწყო და პირველი შეკვეთებიც მიიღეს. სექტორში მოლოდინი დადებითია, თუმცა ამინდი მთავარ დაბრკოლებად რჩება. განსაკუთრებით ანაკლიაში უჭირთ, სადაც კურორტი ადგილობრივი დამსვენებლების იმედადაა.
|
ირმა ჩიტაია 12.06.2025

საადრეო ხილის ფასმა ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამის ერთ-ერთი მიზეზი მოსავლის მწვავე დეფიციტია. მოსავლის დიდი ნაწილი უამინდობამ გაანადგურა. ფასი ახლო მომავალში შედარებით დაიწევს, როცა ბაზარი მეტ-ნაკლებად გაჯერდება. დახლებზე შეიმჩნევა იმპორტული პროდუქტის სიჭარბეც, რის გამოც ადგილობრივი ფერმერები რეალიზაციის პრობლემის წინაშეც აღმოჩნდნენ. რაც შეეხება გვიანი სეზონის ხილს, ვარაუდობენ, რომ იქ შედარებით უკეთესი მდგომარეობა იქნება.
|
გვანცა წულაია 12.06.2025

ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ისევ ალაპარაკდა. მართალია, უმრავლესობა ამას არ თანხმდება, მაგრამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაწილს ამის სურვილი ნამდვილად გააჩნია. თუკი ოდესმე გადაიდგემა ასეთი ნაბიჯი რა ეკონომიკური გავლენა ექნება საქართველოზე?
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|