თიკო ოსმანოვა
19.10.2017

 დარღვევები და ხმაური საქართველოში ჩატარებული თითქმის ყველა არჩევნების თანმდევი პროცესია, თუმცა ამ არჩევნებზე გარკვეული განსხვავებული ტენდენციებიც შეინიშნება.

ნინო ქეთელაური
19.10.2017

 "დამშვიდების პერსპექტივას ვერ ვხედავ. ყველაზე დიდ საფიქრალად კი რჩება, მსოფლიოს რომელ რეგიონში გადაინაცვლებენ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს "მებრძოლები".

გვანცა ღვედაშვილი
19.10.2017

 "შემიძლია ვთქვა, რომ არჩევნების დღეს მოწყენილი არ ვიქნებით. იქნება საპროტესტო აქციები, თუმცა ეს არაფრის მომცემი იქნება. ჩვენთან აქციები და გამოსვლები უკვე აღარაფერს ცვლის", - აღნიშნულ შეფასებას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "რეზონანსთან" ინტერვიუში აკეთებს.

თიკო ოსმანოვა
19.10.2017

 საბიუჯეტო რესურსების გამოყენება, ფიზიკური დაპირისპირება, ზეწოლა-მუქარა და ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანია - ეს იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც წინასაარჩევნოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მონიტორინგისას გამოვლინდა.

ეკატერინე ბასილაია
18.10.2017

 თბილისის მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის დამოუკიდებელი კანდიდატია ერთი - ალეკო ელისაშვილი; ქალი კანდიდატია ორი - ელენე ხოშტარია და ირმა ინაშვილი; სამ მათგანს აქვს ბიზნესი - კახა კალაძეს, ირმა ინაშვილსა და კახა კუკავას; ყველაზე მდიდარია კახა კალაძე; ხუთ მათგანს სხვადასხვა დროს პოლიტიკური შემოწირულობა აქვს განხორციელებული.

გვანცა ღვედაშვილი
18.10.2017

 "გამოკითხვები აჩვენებს, რომ ხელისუფლებას გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვს. რატომ უნდა გააყალბოს, რომ შემდგომ ოპოზიციამ იძახოს, არჩევნები გაყალბდაო? ოპოზიცია ცდილობს, შექმნას ის კლიმატი, რომ არჩევნების შედეგებში ეჭვი გააჩინოს," - აცხადებს "რეზონანსთან" ინტერვიუში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

ია აბულაშვილი
18.10.2017

 "ქვეყანა ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო მარათონშია ჩაბმული. ხელისუფლება და ოპოზიცია დიდ სამზადისშია. "ქართული ოცნება" ოპოზიციის - "ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოსა" და ლეიბორისტული პარტიის სამიზნეა. ერთმანეთში ირევა ტყუილი და მართალი, დემაგოგია და ჭეშმარიტება. ალბათ, ამ ადგილობრივი მმართველობის არჩევნებმა ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი", - აცხადებს ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გაესაუბრა.

გვანცა ღვედაშვილი
17.10.2017

 ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობა რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა ევროპაში, ამას აფხაზეთის მედიაში გავრცელებული ინფორმაციაც მოწმობს, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტში შესაძლოა, აფხაზეთის მხარდამჭერი სადეპუტატო ჯგუფი შეიქმნას. აღნიშნულ ინიციატივას პოლიტოლოგები ქართული დიპლომატიის პასიურობას უკავშირებენ და არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის ფულით 5-10 კაციანი ჯგუფი შეიქმნას, რომელსაც მართალია, არც გავლენა ექნება და არც ჩვენი ქვეყანის დანგრევას გამოიწვევს, მაგრამ უსიამოვნო ნამდვილად შეიძლება იყოს.

ეკატერინე ბასილაია
17.10.2017

 კახა კალაძე, ალეკო ელისაშვილი, ზაალ უდუმაშვილი და ელენე ხოშტარია - ეს კანდიდატები მიიჩნევიან თბილისის მერობისთვის ბრძოლაში მთავარ ოთხეულად და სწორედ ამ ოთხეულზე არის უმთავრესი ყურადღებაც მიპყრობილი - ვინ რა პოზიციებიდან მოდის თბილისის პირველობისთვის ბრძოლაში და ვის რა ძლიერი მხარე აქვს.

ნინი საყვარელიძე
17.10.2017

 "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე მის მთავარ კონკურენტად იმ გამოწვევებს მიიჩნევს, რომლებიც ქალაქის წინაშე დგას. მმართველი გუნდის კანდიდატი პირობას დებს, რომ გააკეთებს მაქსიმუმს, რათა თბილისი ინკლუზიურ ქალაქად იქცეს. მისი აზრით, წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და ჯანსაღი ურთიერთობა ქალაქის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

თიკო ოსმანოვა
17.10.2017

 "გაყალბების საშიშროება იქნება მაშინ, თუ ამას მოინდომებენ არამარტო "ქართული ოცნება", არამედ "ნაციონალური მოძრაობა" და ის პარტიები, რომელთაც წევრები ჰყავთ საოლქო კომისიაში. სხვაგვარად გაყალბება გაჭირდება. არა მგონია, კარუსელებზე და რაღაცებზე იყოს საუბარი. გულწრფელად ვთქვათ, "ქართულ ოცნებას" ეს არ სჭირდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

თამარ ადუაშვილი
16.10.2017

 სექტემბრის თვეში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა მე-9 საერთაშორისო კონფერენციას "მშენებლობისა და არქიტექტურის პრობლემებზე". "რეზონანსი" კონფერენციის მიზნებისა და შედეგების შესახებ ესაუბრა მის ორგანიზატორსა და ხელმძღვანელს საქართველოში, ააიპ "განათლებისა და მეცნიერების პროგრესის" პრეზიდენტს, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გელა ყიფიანს.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×