თიკო ოსმანოვა
26.10.2017

 59 თვითმმართველი ქალაქიდან, ჯერჯერობით, მხოლოდ თიანეთს ეყოლება ოპოზიციონერი მერი, 6 ქალაქში კი არჩევნების მეორე ტური დაინიშნა. თიანეთში არჩევნების 4-დღიანი ეპოპეა თამაზ მეჭიაურის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა სამართლებრივი დავა გრძელდება.

თიკო ოსმანოვა
25.10.2017

 თიანეთის მერის არჩევნების შედეგები ბოლო ორი დღის განმავლობაში საზოგადოების განხილვის საგანი გახდა. 48 საათში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4-ჯერ შეცვალა შედეგი, საბოლოოდ კი ამ დრომდე გაურკვეველია, ვინ მოიგო თიანეთის ადგილობრივი არჩევნები - "ქართული ოცნების" კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა თუ მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა თამაზ მეჭიაურმა. 4-ჯერ შეცვლილი შედეგებით არჩევნებს ხან მეჭიაური იგებს, ხან - ქიტესაშვილი. ბოლო მონაცემებით, ჯერჯერობით ისევ ლელა ქიტესაშვილი იგებს. მეჭიაური დავას სასამართლოში აგრძელებს, არჩევნების გაყალბებაში კი უმრავლესობის დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს ადანაშაულებს.

ეკატერინე ბასილაია
25.10.2017

 ოკუპირებულ აფხაზეთში შობადობა მცირდება, 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, 25%-ით ნაკლები ბავშვია დაბადებული და აფხაზური მედია და დე ფაქტო ხელისუფლება დემოგრაფიულ პრობლემებზე წუხან.

თიკო ოსმანოვა
25.10.2017

 მკველობა თუ სუიციდის შემთხვევა - რა გახდა ყვარელში 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილის გარდაცვალების მიზეზი, რამდენიმე დღეში გაირკვევა, მანამდე კი შს სამინისტრო თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. გარდაცვლილის ოჯახს სუიციდის ვერსიის არ სჯერა და ექსპერტიზის პასუხს ელოდება. ამის თქმის საფუძველს მათ გარდაცვლილის სხეულზე აღმოჩენილი მრავლობითი დაზიანება აძლევთ.

ნინო ქეთელაური
24.10.2017

 "არჩევნებმა აჩვენა, რომ საზოგადოებაში ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების მზაობა არსებობს. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ 2020 წლისთვის მოვიდეს ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც გარკვეულწილად “ქართული ოცნების” წიაღიდან იქნება წარმოდგენილი”, - აცხადებს პოლიტოლოგი, მეცნიერ-ექსპერთა საბჭოს თავმჯდომარე იგორ კვესელავა “რეზონანსთან” საუბრისას.

ეკატერინე ბასილაია
24.10.2017

 12 ნოემბერს კახა კალაძე თბილისის მმართველობას ოფიციალურად შეუდგება და ის მერიაში ახალი გუნდით მიდის. დედაქალაქის ახლად არჩეული მერი საკადრო ცვლილებებს უკვე აანონსებს.

თიკო ოსმანოვა
24.10.2017

 "მოკლე პერიოდში ამას თვალნათლივი უარყოფითი შედეგი არ ექნება, მაგრამ ხანგრძლივ პერიოდში, რასაკვირველია, ძალიან ცუდად დამთავრდება მმართველი პარტიისათვის. მით უმეტეს, როდესაც პარტიის შიგნით ფეხი მოიკიდა ძალზე ფეთქებადმა საკადრო პოლიტიკამ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

ნინო ქეთელაური
24.10.2017

 "როგორც გამოჩნდა, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი აქვს მთლიანად პარტიულ პოლიტიკას, მათ შორის მმართველ ძალას. შესაბამისად, ახალი პოლიტიკური ძალის საჭიროება ჩნდება, რომელიც სამომავლოდ შეიძლება სწორედ კალაძეს დაუკავშირდეს", - აცხადებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია "რეზონანსთან" საუბრისას.

გვანცა ღვედაშვილი
23.10.2017

 თვითმმართველი თემის, თიანეთის მერის არჩევნების შედეგები ბოლო ორი დღის განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა. ერთადერთი პრეცედენტი კი, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნება” პირველივე ტურში მარცხდებოდა, ცესკოს გადაწყვეტილებით გაუქმდა. 

ეკატერინე ბასილაია
23.10.2017

 51%-ით თბილისის მერი "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე გახდა. თბილისის საკრებულოში კი მმართველმა პარტიამ 40 დეპუტატი გაიყვანა - 25 მაჟორიტარი და პარტიული სიიდან 15 დეპუტატი. ოპოზიციას 50-კაციან საკრებულოში ექნება მხოლოდ 10 მანდატი: "ნაციონალურ მოძრაობას" - 5, "ევროპულ საქართველოს" - 3 და "პატრიოტთა ალიანსს" - 2.

თიკო ოსმანოვა
23.10.2017

 მეორე ტური თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის გარდა კიდევ 5 ქალაქში ჩატარდება, სადაც მერის გამოვლენა პირველ ტურში ვერ მოხერხდა. ყაზბეგი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი და მარტვილი - ამ ქალაქებში მეორე ტურით, შესაძლოა, ხელისუფლება შეიცვალოს. სხვაგან ყველგან, ერთი გამონაკლისის გარდა, მმართველი პარტიის კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი გადალახა და უკვე გაიმარჯვა.

ეკატერინე ბასილაია
23.10.2017

 თბილისის მერობის არჩევნებში მთავარი ინტრიგა იყო, იქნებოდა თუ არა მეორე ტური და შეძლებდა თუ არა უპარტიო და უფულო კანდიდატი, მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტი გამხდარიყო. მეორე ტური არ შედგა, 51.13%-ით გაიმარჯვა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. მეორე ადგილზე კი დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი გავიდა 17.49%-ით და მმართველ პარტიასთან კონკურენციაში ყველა ოპოზიციური პარტია უკან ჩამოიტოვა.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×