გვანცა ღვედაშვილი
20.07.2017

 მცირე პაუზის შემდეგ "ქართულ ოცნებასა" და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კონფლიქტი განახლდა. "ქართული ოცნების" დეპუტატები პრეზიდენტისგან ბოდშის მოხდას მოითხოვენ. მმართველი ძალის უკმაყოფილება და გაღიზიანება საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველ თენგიზ ფხალაძის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებები "ამბასადორიალზე" "ელჩებისთვის პარტიული დავალებების მიცემად" შეაფასა.

გვანცა ღვედაშვილი
20.07.2017

 "ქართველთა მარშის" ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილ წარმომადგენელს, თათია დოლიძეს, ოს სეპარატისტებთან კავშირში ადანაშაულებს და უშიშროებისგან მის დაკითხვას მოითხოვს. იგი მტკიცებულებად ოსი ჟურნალისტის - თემურ ცხურბატისა და თათია დოლიძის ერთობლივ ფოტოს და ცხურბატის ვიდეოს აქვეყნებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ სადღობელაშვილის მიერ სეპარატისტად მოხსენიებული ჟურნალისტი ბოლო წლებში აქტიურად არის ჩართული ოსებსა და ქართველებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში.

ია აბულაშვილი
20.07.2017

 უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოში ვიზიტისას ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე საქართველოს მთავრობას უკრაინისთვის არ მიუმართავს. თუმცა მოგვიანებით "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია გადაამოწმა და გაირკვა, რომ უკრაინამ სააკაშვილის ექსტრადირებაზე უარყოფითი პასუხი გასცა და მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია.

ნინო ქეთელაური
20.07.2017

 "ჩვენ თვითმიზანი არ უნდა გავიხადოთ სააკაშვილის დასჯა და უხერხულ მდგომარეობაში არ უნდა ჩავაყენოთ უკრაინის პრეზიდენტი," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა "რეზონანსთან" საუბრისას.

ნინო ქეთელაური
19.07.2017

 აფხაზეთში კრიმინალმა საგანგაშო ხასიათი მიიღო. დაყაჩაღება, გატაცება, გაუპატიურება, მკვლელობა, ეს ის დანაშაულებია, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკვე სისტემატურად ხდება.

გვანცა ღვედაშვილი
19.07.2017

 ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლოში მეუფე დიმიტრის დაკითხვისას, პროკურორის თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საპატრიარქოში ქონებრივ მაქინაციებთან დაკავშირებით დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებები კონკრეტული სასულიერო პირებისა და ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. მამალაძის ადვოკატი კი აცხადებს, მეუფე დიმიტრის დაკითხვის შედეგად გამოირიცხა გამოძიების ის ვერსია, რომ დეკანოზის კარიერული წინსვლის ხელისშემშლელი შორენა თეთრუაშვილი იყო.

თიკო ოსმანოვა
19.07.2017

 ვირტუალურ სივცერში მუქარის, ბულინგისა და შეურაცხყოფის აკრძალვა თუ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა - გაერო-ში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩ თათია დოლიძის მიმართ გამოყენებულმა მუქარის ტექსტმა შესაძლოა, კანონმდებლები კიდევ ერთხელ დააფიქროს და მათ კანონის გამკაცრებაზე იფიქრონ.

გვანცა წულაია
19.07.2017

 "ქართული მარშის" წევრების მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი მუქარისშემცველი კომენტარებისა და სტატუსების გამო, საზოგადოებაში "მარშის" კონტრაქციების გამართვა ანონსდება.

გვანცა წულაია
18.07.2017

 გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილმა წარმომადგენელმა თათია დოლიძემ "ქართველთა მარშთან" დაკავშირებით სოციალურ ქსელში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, რასაც მარშის ორგანიზატორების მხრიდან შეურაცხმყოფელი რეაგირება მოჰყვა.

თიკო ოსმანოვა
18.07.2017

 ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში წელს აღარ ჩაერთვება. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ამის საჭიროება აღარ არის. პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, ივანიშვილი პროცესებს დროებით ჩამოშორდა, მაგრამ მასზე პასუხისმგებლობა არ მოუხსნია.

გვანცა ღვედაშვილი
18.07.2017

 ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, "ქართველთა მარშის" წევრების მიერ თათია დოლიძის მიმართ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებული სკანდალი ადასტურებს, რომ თავის დროზე, როცა ხელისუფლება საუბრობდა, რომ ინტერნეტში ძალადობისა და მუქარის შემცველი ტექსტების მიმართ გარკვეული ღონიძიებების ჩატარების აუცილებლობა იყო, სწორი იყო.

ნინო ქეთელაური
18.07.2017

 დემირელის კოლეჯის თანამშრომელ მუსტაფა ჩაბუქის გარდა, მთავრობამ თავშესაფარზე უარი საქართველოში დაკავებულ კიდევ ერთ თურქს უთხრა, რომელსაც ასევე ექსტრადიცია ემუქრება.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×