ია აბულაშვილი 04.04.2021

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ თუ პროტესტანტების წინააღმდეგ, რომელებიც „ნამახვანჰესიის“ მოსამზადებელი სამუშაოების განახლებას აპროტესტებენ, ძალისმიერი მეთოდები იქნება გამოყენებული, პროტესტი ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს და მასში საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ჩართვება, ხელისუფლება კი დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის.
|
ია აბულაშვილი 04.04.2021

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპული მედიაციით ჩაშლილ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით პოლიტოლოგი იგორ კვესელავა აცხადებს, რომ ევროპულ გზაზე მიმავალ საქართველოს ევროპამ ხელი გამოუწოდა და უნდა, რომ კავკასიაში პოლიტიკური კულტურის ხალხთან კარგი ურთიერთობები ჰქონდეს, ამიტომ, მისი აზრით, ორივე მხარე უნდა წასულიყო კომპრომისზე, როცა საქმე ეხებოდა ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.04.2021

ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, შაბათს ოპოზიციამ „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში კიდევ ერთი შეხვედრა გამართა, სადაც შემდგომი გეგმები განიხილეს,შეხვედრის შემდეგ გარკვეული დეტალები გაასაჯაროვეს, ჩამოყალიბდება „15 მაისის შტაბი", რის მიხედვითაც ოპოზიციის ლიდერები რეგიონებში მოსახლეობასთან აქციისთვის შეხვედრებს გამართავენ, გარდა ამისა, მათ გეგმებშია, რომ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართონ.
|
ელზა პაპოშვილი 03.04.2021

დაიწყო თუ არა ქვეყანაში კორონა ვირუსიის გავრცელების მესამე ტალღა და იგეგმება თუ არა უახლოვეს მომავალში დიდი ქალაქების ჩაკეტვა? -ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტები სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებენ. ნაწილი ამბობს, რომ მესამე ტალღა უკვე 2 კვირაა რაც დაიწყო, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ჯერა არ დაწყებულა და მას გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში უნდა ველოდოთ. რაც შეეხება თბილისის და სხვა ქალაქების ჩაკეტვას, ამის შესახებ ინფორმაციას არცერთი მათგანი არ ფლობს, თუმცა ამბობენ, რომ არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ჯერჯერობით ამის აუცილებლობა არ არსებობს.
|
ქრისტინე კაპანაძე 03.04.2021

7 ევროპარლამენტარის ერთობლი განცხადებას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაფრთხილებად აფასებს, რომელსაც ქართული პოლიტიკური სპექტრიდან დროული რეაქცია თუ არ მოჰყვა, შესაძლოა ვითარება გაუარესდეს.
|
ქრისტინე კაპანაძე 03.04.2021
7 ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც საქართველოში ხელისუფლება-ოპოზიციის ჩაშლილ მოლაპარაკებებს უკავშირდება, უკვე მერვე ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვაც უერთდება. „ქართული ოცნების" წევრის, ბექა დავითულიანის თქმით კი „ოცნებაში" აღარ იციან რა ზომებს მიმართონ კომპრომისის მისაღწევად, რადგან შეთანხმების ინსტრუმენტი ოპოზიციის ხელშია.
|
ქრისტინე კაპანაძე 03.04.2021
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ენგურზე მიმოსვლის რეჟიმს ამარტივებს. ანალიტიკოსი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ამით დე ფატო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, ერთის მხრივ, მოახლოებული „ადგილობრივი არჩევნების" წინ გალელების გულის მოგებას ცდილობს და მეორეს მხრივ, პოზიტიურ სიგნალს უგზავნის ოფიციალურ თბილისს.
|
ელზა პაპოშვილი 02.04.2021

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, ხელისუფლება ოპოზიციისგან განსხვავებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. „ოცნება“ მომავალი კვირიდან რეგიონებში გავა და მოსახლეობას შეხვდება. რას იზამს ოპოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თვითმმართველობის არჩევნებისთვის რომ არ სცხელათ ფაქტია. მათი მთავარი მოთხოვნა ისევ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა.
|
თამთა ჩაჩანიძე 02.04.2021

„მოქალაქეების" იდეა, დანიელსონთან მოლაპარაკების მაგიდაზე მსხდარმა ყველა პარტიამ საჯაროდ და ინდივიდუალურად დააფიქსიროს მზადაა თუ არა, რომ ბოლო შეხვედრაზე დადებულ დოკუმენტს ხელი მოაწეროს, ოპოზიციის ნაწილმა დაიწუნა.
|
თამთა ჩაჩანიძე 02.04.2021

ამ ეტაპისთვის ქვეყანაში ფართო ლოქდაუნი არ იგეგმება, თუმცა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ადგილობრივი მატების ლოკალიზების მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტის გარკვეულ სოფლებში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო.
|
თამთა ჩაჩანიძე 02.04.2021

ამ დეპუტატებს გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ, რადგან ამათი ნაწილი ევროპის სახალხო პარტიის წევრია, სახალხო პარტიას კი ევროპარლამენტში ყველაზე ფართო ფრაქცია აქვს, აცხადებს 7 ევროპარლამენტარის განცხადებაზე „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე.
|
თამთა ჩაჩანიძე 02.04.2021

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ევროპარლამენტრებისგან შენიშვნები ყურადსაღებია, თუმცა ჯერჯერობით საგანგაშო არაა, რადგან ეს მხოლოდ გამაფრთხილებელი სიგნალია და არა საბოლოო.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|