თამთა ჩაჩანიძე
10.08.2020

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი ნახტომისებურად გაიზარდა და პირველად კოვიდშემთხვევების რაოდენობით მეზობელ სომხეთს გაუსწრო - ბოლო მონაცემებით, საქართველოს კოვიდპაციენტების საერთო რიცხვს 25 ახალი შემთხვევა დაემატა, ხოლო 7 გამოჯანმრთელდა.

ტატა შოშიაშვილი
09.08.2020

„პოლიტიკური ველი იდეურად მოცარიელებულია. ვერცერთი პოლიტიკური ძალა ამომრჩეველს სიახლეს ვერ სთავაზობს. არცერთ პარტიას არ აქვს ახალი იდეა, რომელზედაც ააგებდა საინფორმაციო პოლიტიკას", - ასე აფასებს კულტუროლოგი ლელა ფირალიშვილი არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიათა წინასაარჩევნო კამპანიას.

მარიამ ნებულიშვილი
09.08.2020

იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება" არჩევნებში გაიმარჯვებს და უმრავლესობის დაკომპლექტებას დამოუკიდებლად შეძლებს, სავარაუდოდ გარკვეული საკადრო ცვლილებები მოხდება მინისტრთა კაბინეტშიც. „რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ცვლილებები ძირითადად ეკონომიკური მიმართულების მინისტრებს შეეხება. მათივე აზრით, საკმაოდ მაღალია შანსი, რომ რამდენიმე მოქმედი მინისტრი აღმასრულებელიდან საკანონმდებლო ორგანოში ვიხილოთ.

ია აბულაშვილი
09.08.2020

„გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ერთიანი ბლოკით გავა 2020 წლის საპრლამნეტო არჩევნებზე და ჩვენი ნომერი იქნება „5“. საარჩევნო შტაბს სავარაუდოდ უხელმძღვანელებს ნიკა მელია. რაც შეეხება ჩრდილოვან კაბინეტს, პრემიერ-მინისტრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ უნდა დასახელდეს, რადგან ყველაზე დიდი პარტიაა და ყველაზე მეტ ხმას აიღებს. ვინ დასახლდება არ ვიცი. გრიგოლ ვაშაძე კატეგორიული წინააღმდეგია. პირადად მე დავასახელე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა“, - განაცხადა „ემსახურე საართველოს“ ლიდერმა მურმან დუმბაძემ „გაერთიანებული ოპოზიიცის“ გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას.

მარიამ ნებულიშვილი
09.08.2020

ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის აქტიურად იქნება ჩართული 2020 წლის საარჩევნო კამპანიაში. ექსპერტების შეფასებით, სააკაშვილის გამოჩენა „ნაციონალურ მოძრაობას" ნეიტარლურ ხმებს ვერ შესძენს, თუმცა ის მოამზადებს ბაზისს 2020 წლის შემდეგი არჩევნებისთვის.

ტატა შოშიაშვილი
09.08.2020

აფხაზეთში 1 აგვისტოს რუსეთთან „საზღვრის" გახსნის შემდეგ ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა. შაბათს კი ყოველდღიური შემთხვევების ნახტომისებური ზრდა მოხდა - დაფიქსირდა 14 ახალი შემთხვევა, რომელთაგანაც ერთი რუსეთიდან ჩასული ტურისტია.

მარიამ ნებულიშვილი
09.08.2020

8 აგვსიტოს ახალქალაქში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას სოფელ გულიკამში მცხოვრები 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. იგი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

თამთა ჩაჩანიძე
08.08.2020

12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი ცხინვალის რეგიონში მცოცავ ოკუპაციას ახორციელებს, ოკუპანტების გააქტიურება განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავებზე შეინიშნება ხოლმე. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის ვახტანგ მაისაიას აზრით, ოკუპანტების მთავარი მიზანი, ოკუპაციის ზონის გაფართოებასთან ერთად, გორი-თბილისი მაგისტრალის ხელში ჩაგდებაა.

თამთა ჩაჩანიძე
08.08.2020

„მეჩვენება, რომ მას პასუხისმგებლობის ეშინია, რომელიც შეიძლება რომ აგვისტოს ომის გამო დაეკისროს და რომლის გამოც ის უბრალოდ საკუთარი თავისა და საკუთარი პოზიციის დაცვას ცდილობს, თორემ ძალიან ბევრი და ძალიან კვალიფიციური ამგარიშები უკვე არის", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჰააგის სასამართლოში თავისი დამოუკიდებელი ანგარიშის წარდგენას.

თამთა ჩაჩანიძე
08.08.2020

„საგანგებო ვითარების მოხსნის შემდგომ ხელისუფლებამ ამ რეიტინგის შენარჩუნება შეძლო. მე ველოდი, რომ რეიტინგს სწრაფად დაკარგავდა, თუმცა ამას საკმაოდ კარგად ინარჩუნებს და სიტუაცია კარგად უჭირავს, რაშიც, გულწრფელად რომ გითხრათ, ოპოზიციაც მისდა უნებურად ეხმარება", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „ქართული ოცნების" რეიტინგზე კორონავირუსის ეპიდემიის გავლენის შესახებ საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე
08.08.2020

„ნაციონალურ მოძრაობის" მაჟორიტარ კანდიდატთა სრული სია ჯერ კიდევ ცნობილი არაა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობას" თბილისის ორი ოლქის გარდა მაჟორიტარ კანდიდატები შერჩეული უკვე ჰყავს და „ბევრმა მუშაობა უკვე დაიწყო", პრეზენტაცია კი დაახლოებით ორ კვირაში იქნება.

თამთა ჩაჩანიძე
07.08.2020

ოპოზიცია მთავრობის მიერ წარდგენილ სოციალური დახმარების ახალ პაკეტებს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს და აცხადებს, რომ ფულადი კომპენსაციების გაცემა მმართველმა გუნდმა წაგების შიშის გამო დაიწყო. ანალიტიკოსთა აზრით კი, იმის გამო, რომ საქართველოში მოსახლეობის 60%-ზე მეტი სოციალურად შეჭირვებულია, ამომრჩეველი ამჯერადაც დაპირებებს დასჯერდება და არა ოპოზიციური პარტიების მიერ შეთავაზებულ პროგრამებს.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×