თამთა ჩაჩანიძე
26.05.2021

„ნამახვანი" ჰესის მშენებლობის წინააღმნდეგ აქციის მონაწილეები რიონის ხეობაში ბრუნდებიან და აქციებს ამჯერად ადგილზე გააგრძელებენ. თუმცა, მანამდე რესპუბლიკის მოედანზე აქციაზე გამოსვლის დროს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში დედაქალაქში ისევ დაბრუნდებიან - ექსპერტები თანხმდებიან, რომ შექმნილი სიტუაციიდან რეალური გამოსავალი დიალოგია.

ელზა პაპოშვილი
26.05.2021

19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული ამნისტიის პროექტი განსახილველად 25 მაისს  პლენარულ სხდომაზე აღარ გავიდა. ამნისტიის საკანონმდებლო ინიციატივაზე 27 მაისს სამუშაო კონსულტაციები გაიმართება. თუმცა, მის გარშემო ხელისუფლებასა და ოპოზიას შორის შესაძლაო ახალი დაპირისპირება დაიწყოს. 

თამთა ჩაჩანიძე
25.05.2021

შესაძლოა 26 მაისს დაგეგმილი მოსამართლეების კონფერენცია და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 ახალი მოსამართლე წევრის არჩევა საქართველოს ფინანსური დახმარების შეწყვეტის მიზეზი გახდეს. ამის შესახებ ღიად მიანიშნეს აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებმა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ერთობლივ წერილში. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დონორების დაუკითხავად მოსამართლეების არჩევა არ ღირს და თუ მაინც მოხდა, სარისკოა.

ელზა პაპოშვილი
25.05.2021

მოულოდნელად მიღებული გადაწყვეტილება რიონის ხეობის მცველებისგან და ბრძოლის შეცვლილი ტაქტიკა - რა აჩვენა 23-26 მაისის აქციების სერიამ თბილისში და რატომ ტოვებენ პროტესტის ორგანიზატორებამ თბილისს. ანალიტიკოსთა უმრავლესობის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება სწორია, რადგანაც ქართული საზოგადოებისთვის პროცესების რადიკალიზაცია და ულტიმატუმებით საუბარი უკვე მიუღებელია. პროტესტის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა კი რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რომელთა გამოც აქციები არც ისე ხალხმრავალი იყო, როგოც მოელოდნენ.

თამთა ჩაჩანიძე
25.05.2021

ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას თანამოაზრეები არც უარყოფენ და არც ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მათი პარტიის პრეზენტაცია შაბათს, 29 მაისს საღამოს 6 საათზე თბილისშია დაგეგმილი. „რეზონანსი" ამ საკითხზე „ქართული ოცნების" ყოფილ წევრს, პარლამენტარ ბექა ლილუაშვილს ესაუბრა, რომელმაც დეტალების გასაჯაროვებისგან თავი შეიკავა, თუმცა გვითხრა, რომ პრეზენტაცია „ძალიან მალე" იქნება.

თამთა ჩაჩანიძე
25.05.2021

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი მოსამართლეების არჩევა არ ღირს, სანამ დონორები არ ჩათვლიან, რომ კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია მოყვანილი თუ გნებავთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან - ამის შესახებ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა. მისი შეფასებით, ამის გამო აშშ-მა და ევროკავშირმა შესაძლოა საქართველოს ფინანსური დახმარება მართლაც შეუწყვიტოს.

თამთა ჩაჩანიძე
25.05.2021

ვარლამ გოლეთიანს გვერდით ჭკვიანი ხალხი ჰყავს შემოკრებილი და საპროტესტო აქციის დამთხვევა 26 მაისის ზეიმთან სწორი გადაწყვეტილება იყო. თუმცა, თავად გოლეთიანის მიერ 26 მაისზე გაკეთებული განცხადების შემდეგ უკან დახევა და დამატებითი განცხადების გაკეთება შეცდომა იყო. ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

ელზა პაპოშვილი
24.05.2021

26 მაისის ალტერნატიული ღონისძიება და პოლიტიკურ მოთხოვნებში გადასული „ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქცია. ხელისუფლებას აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი 25 მაისს უფრო მეტი ძალის ჩვენებას ჰპირდება და ჰესის მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს. აქციის მონაწილეები კვლავ რესპუბლიკის მოედანზე დარჩნენ და ღამეს იქ გაათენეს.  

თამთა ჩაჩანიძე
24.05.2021

ევროკავშირმა ციფრულ კოვიდ-სერტიფიკატზე მიღწეულ შეთანხმებას მხარი დაუჭირა, სერტიფიკატის გამოყენება 1-ელი ივლისისთვის დაიწყება, ხელმისაწვდომი იქნება ციფრული და ქაღალდის ფორმატით, რომელიც შეიცავს QR კოდს და გაიცემა უფასოდ. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყნის კოვიდსერთიფიცირების სისტემაში ორი ვარიანტი იტესტება, რომელიც ანალოგიურ პრინციპებზეა და აქაც ივლისისთვის ამოქმედდება.

თამთა ჩაჩანიძე
24.05.2021

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი თქვა - მოსკოვის გავლენა კი ევროპაში და იმ ქვეყნებზე იზრდება, რომლებიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას სკეპტიკურად უყურებენ. აქედან გამომდინარე, ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ეს საკითხი საქართველოსა და უკრაინის მაპის თემაზე გავლენას მოახდენს.

თამთა ჩაჩანიძე
23.05.2021

რიონის ხელობაში გიგანტური ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ორშაბათს შესაძლოა თბილისის ქუჩების გადაკეტვა და დედაქალაქის სრული პარალიზება სცადონ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ხელისუფლება 24 მაისის შუადღის 12 საათამდე მათი მოთხოვნების შესრულებას არ დათანხმდა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს შესაძლოა ქვეყანაშ ახალი მწვავე კრიზისის დასაწყისი იყოს, რასაც ხელისუფლებამ მაქსიმალური თავშეკავებით უნდა უპასუხოს, რათა არცერთი ქმედებით, ჟესტითა თუ განცხადებით არ შექმნას პროტესტის რადიკალიზაციის საფუძველი.

თამთა ჩაჩანიძე
23.05.2021

ხელისუფლებამ შარლ მიშელის დოკუმენტით მანიპულირება დაიწყო და უკვე ღიად აცხადებს, რომ შეთანხმების მხოლოდ მისთის მისაღებ ნაწილს ეთანხმება და სხვა ნაწილს - არა. ასე ხსნის ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასადმი დასავლელი დიპლომატების ღია მიმართვას. მისი შეფასებით, ეს დასავლეთის მხრიდან სერიოზული გაფრთხილებაა.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×