თამთა ჩაჩანიძე
06.06.2021

ჩეჩენი დისიდენტი და რამზან კადიროვის კრიტიკოსი ჰასან ხალიტოვი, რომელიც ამჟამად თავს საქარველოში აფარებს, აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სპეცსამსახურები მის მოკვლას გეგმავენ. მან აუდიოჩანაწერიც გამოაქვეყნა, სადაც უცნობი ქალი და მამაკაცი მის მოწამვლის შესაძლებლობას განიხილავენ. კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ საქართველოს შესაბამისმა სამსახურებმა ეს ინფორმაცია უნდა გადაამოწმონ და თუ დადასტურდა, დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედონ.

თამთა ჩაჩანიძე
06.06.2021

დღეს საღამოს საქართველოს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი ეწვევა. მანამდე კი თბილისს ამერიკელი სენატორები - ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი სტუმრობდნენ. ანალიტიკოსთან აზრით, დროის მოკლე მონაკვეთში აშშ-დან ერთბაშად ორი მნიშვნელოვანი ვიზიტი იმის ნიშანია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პრიორიტეტები ნელ-ნელა ლაგდება. 

ქრისტინე კაპანაძე
05.06.2021

 „ქართულ ოცნებას" სწორად არ აქვს გათვლილი როგორი სახის განცხადებებია მომგებიანი მათთვის და როგორი - არა. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება კი კიევში შედგენილ სახლემწიფო გადატრიალების სცენარზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეც მაშინდელი პრემიერი და ამჟამად პარტიის „საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია იყო, მეტისმეტად არადამაჯერებელია. ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.

ქრისტინე კაპანაძე
05.06.2021

 ნინოწმინდას ბავშვთა პანსიონში მიმდინარე პროცესებში უკვე პარლმენტი ერთვება. საპარლამენტო უმრავლეოსობის წევრები დღეს ნინოწმინდაში ჩასვლასა და ვითარების ადგილზე გაცნობას გეგმავენ. „ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი კი „რეზონანსთან ამბობს, რომ პრობლემა სკანდალისა და აჟიოტაჟის გარეშე უნდა მოგვარდეს.

ქრისტინე კაპანაძე
05.06.2021

 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება და საქართველო დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას. ეპიდემიოლოგ ალექსანდრე გოგინავას შეფასებით კი, პანდემია წლის ბოლოს ვერ დასრულდება, თუმცა თუ მოხერხდება მოსახლეობის 60%-ის აცრა, მაშინ დღევანდელთან შედარებით სტაბილურ და პოზიციტიურ შედეგებს მივიღებთ.

თამთა ჩაჩანიძე
04.06.2021

სენატორების საქართველოში ვიზიტი პუტინისა და ბაიდენის შეხვედრამდე ხდება, ისინი ალბათ აშშ-ის პრეზიდენტთან თავიანთ პოზიციას დააფიქსირებენ, შემდეგ ბაიდენმა პუტინს როგორ ესაუბროს და რაზე გააკეთოს აქცენტები - ამის შესახებ „რეზონანსთან" ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიამ ისაუბრა, რომლითაც გამოეხმაურა აშშ-ის სენატორების საქართველოში ვიზიტს.

თამთა ჩაჩანიძე
04.06.2021

საქართველოს პარლამენტში ახალი ოპოზიციური ფრაქცია, „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" შეიქმნა, სახელწოდებაზე კი ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილმა დასცინა, როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, ეს არა მარტო საზოგადოების ნაწილისთვის, არამედ თავად ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისთვის ღიმილის მომგვრელი იქნება.

ელზა პაპოშვილი
03.06.2021

ამერიკელი სენატორები თბილისში იმყოფებიან - ჯინ შაჰინმა და რობ პორტმანმა ვიზიტი საოკუპაციო ხაზის მონახულებით დაიწყეს. სენატორებს 2 დღის განმავლობაში შეხვედრები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ექნებათ.

თამთა ჩაჩანიძე
03.06.2021

ბევრს „ოცნებაში" და სხვა პარტიებში კუდი აეწვა, და დაიწყეს იერიში გახარიაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ეშინიათ. სამკაციან პარტიებს რატომ არ აკრიტიკებენ? ბუნებრივია თავდაცვის რეჟიმში არიან - აცხადებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ექსპრემიერის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებაზე და ამბობს, რომ გახარიას გუნდს სერიოზული პოტენციალი და შანსები აქვს თუ ე.წ. გადაუწყვეტელ ამომრჩეველს მიიმხრობს.

თამთა ჩაჩანიძე
03.06.2021

„ლელოს" ინიციატივაა,რომ თბილისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი არა რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, არამედ „მეურნე ადამიანი" იყოს, რომელსაც მთელი ოპოზიციური სპექტრი გვერდში დაუდგება. ამ ინიციატივას ოპოზიციის ნაწილი ნაწილობრივ დაეთანხმა, ხოლო ნაწილი კატეგორიული წინააღმდეგია, ან ამ საკითხზე პარტიაში საერთოდ არ უმსჯელიათ.

თამთა ჩაჩანიძე
03.06.2021

კავკასიის საკითხების ექსპერტის მამუკა არეშიძის სკანდალურ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც პრემიერი გახარია მიხეილ სააკაშვილს გაურიგდა და, მეტიც, მას რევოლუციის მოწყობის საქმეში ეხმარებოდა, საზოგადოებაში კვლავ დიდი აჟიოტაჟია. „ოცნებაში" ექსპრემიერს უკვე ირიბად „მოღალატეც" უწოდეს. თუმცა „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსებს, ვახტანგ ძაბირაძეს და ნიკა ჩიტაძეს ამ ვერსიის სისწორეში ეჭვი შეაქვთ და ამას შესაბამისი არგუმენტებით ამყარებენ.

თამთა ჩაჩანიძე
03.06.2021

საქართველოს მოსახლეობის 20% უკვე ევრაზიულ მიმართულებას უჭერს მხარს, განსაკუთრებით რეგიონებში მიაღწია საშიშ ნიშნულს, ასეთი ლოგიკა გაჩნდა, თუ ერთმა არ გვიშველა, იქნება მეორემ გვიშველოს. ასეთი აზრები რომ შეიმჩნევა, ეს უკვე ძალიან ცუდი ფაქტია - აცხადებს „რეზონანსთან" უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×