ქრისტინე კაპანაძე 08.02.2021
ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის თუ სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ გამართული სხვადასხვა საპროტესტო აქციების მიუხედავად, ხალხის ნაკადი აღნიშნულ აქციებზე საგრძნობლად შესუსტებულია.
|
ია აბულაშვილი 08.02.2021

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის გამართვამდე ევროპარლამენტი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ კვლავ მოუწოდებს. მათი განცხადებით, ქვეყნის მომავლისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მანდატების აღება.
|
ელზა პაპოშვილი 08.02.2021

საგანგებოდ ჩანიშნული წმინდა სინოდის სხდომა და გაურკვევლობა - რა თემებს განიხილავენ მომავალ სხდომაზე, დეტალებზე საუბარს ყველა თავს არიდებს და ამბობენ, რომ ამის შესახებ საუბარი არ სურთ.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.02.2021

რატომაა მნიშვნელოვანი "კომენდანტის საათის" არსებობა და აქვს თუ არა მას რეალური დადებითი ზეგავლენა პანდემიის საერთო სურათზე იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ არ დაწყებულა მასობრივი ვაქცინაციის პროცესი.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.02.2021

სპეციალისტები თვლიან, რომ აკრძალვების მოხსნის შემდგომ, ადამიანების მხრიდან რეგულაციების არდაცვამ შესაძლოა, ქვეყანა მესამე ტალღის წინაშე მალევე დააყენოს, მოსახლეობის 70%-მდე აცრას კი, სახელმწიფოს გათვლებით, შესაძლოა, წელიწადზე მეტი დრო დასჭირდეს.
|
ელზა პაპოშვილი 06.02.2021

უკანონო ტყვეობის ათვლა დაიწყო - ახლა სახელმწიფომ უნდა მოიფიქროს, როგორ გაათავისუფლოს დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს 33 წლის მოაქალაქე ზაზა გახელაძე, რომელსაც ე.წ. საზღვრის უკანონო გადალახვას და რუსი ჯარისკაცებისთვის ცეცხლის გახსნას ედავება. გახელაძეს დე ფაქტო სასამართლომ 12 წელი და 5 თვე მიუსაჯა.
|
ელზა პაპოშვილი 06.02.2021

დარჩა თუ არა რაიმე სახის რესურსი იმისთვის, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გაგრძელდეს. მოხდება თუ არა მათ შორის კონსენსუსი, თუ სიტუაცია კიდევ უფრო ჩიხში შევა.
ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებამ დეპუტატების პარლამენტში შეყვანის მიზნით ხელის გადაგრეხვის პოლიტიკა დაიწყო. პროკურატურამ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას და ირაკლი ოქრუაშვილის საქმეები განაახლა და მათი დაჭერით იმუქრებიან. ამიტომაც არაა გამორიცხული, რომ პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდეს.
|
ქრისტინე კაპანაძე 06.02.2021
აშშ-ის ახალი პრეზინდეტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გააქტიურდა. კეთდება მნიშვნელოვანი განცხადებები და იკვეთება რადიკალური პოზიციები აშშ-ის მხრიდან რუსეთის მისამართით. ჩნდება ვარაუდიც, რომ შეერთებული შტატები საფუძვლიანად შეცვლის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკას და განამტკიცებს დასავლეთის პოზიციებს მსოფლიო მასშტაბით.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.02.2021

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ოფიციალური თბილისი მომხდარს გმობს და მიიჩნევს, რომ გახელაძის დაპატიმრებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
|
ელზა პაპოშვილი 05.02.2021

შევა თუ არა პოლიტიკური პროცესები ჩიხში და რა არის რეალურად ოპოზიიცის გეგმა, რომელიც „ოცნების“ მიერ მანდატების არგაუქმების მიუხედავად პარლამენტში შესვლაზე კვლავ კატეგორიულ უარს აცხადებს. შევიდა თუ არა ოპოზიციის ქმედებები ჩიხში და რა შანსი აქვს ახლა იმისთვის, რომ ამ ჩიხიდან გამოვიდეს?
|
ია აბულაშვილი 05.02.2021

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდბული გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო, გაფრთხილების მიზნით, გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. პროკურატურის განცხადებით, მელიამ გირაოს სახით შეფარდებული 40 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს ან გირაო აღნიშნული თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით უზრუნველყოს. მას გირაოს გადასახდელად მიეცა დამატებითი ერთკვირიანი ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროკურატურა სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.02.2021

კულტურის სფეროს გარკვეულმა ნაწილმა, უმრავლესობის დეპუტატისა და ყოფილი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად შესაძლო დანიშვნის წინააღმდეგ პეტიცია შექმნა, მათი აზრით წულუკიანის კადიდატურა ამ თანამდებობისთვის შეუფერებელია, თუმცა ამავე სფეროს წარმომადგენლების ნაწილი განსხვავებული მოსაზრებისაა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|