ია აბულაშვილი 28.03.2021

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას „საგამოძიებო ექსპერიმენტის“ ჩატარებას სთავაზობს და ითხოვს, მხოლოდ 24 საათი გაუშვან ქუჩაში, რათა ყვკელამ ნახოს, როგორ შეხვდება მას ქართველი ხალხი - გაწეწავს და ჩააქვესკნელებს, თუ გულში ჩაიკრავს.
|
ია აბულაშვილი 28.03.2021

ნათია მეზვრიშვილი განცხადება შეიძლება აღქმული იყოს როგორც დემარში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, თუმცა მის გამოსვლას მხოლოდ ერთი მიაზნი ჰქონდა - ყოფილი პრემიერის გადადგომის გამართლება. ასე აფასების ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის გამოსვლას შაბათს „ტვ პირველის“ ეთერში.
|
ქრისტინე კაპანაძე 28.03.2021
დასავლეთში უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კვლად დიდ გავლენას ახდენენ ჩრდილოვანი ლიდერები. მათი შეფასებით, მმართველ პარტიაზე კვლავ ბიძინა ივანიშილს აქვს დიდი გავლენა, ოპოზიციაზე კი მიხეილ სააკაშვილს. ამის გამო, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის, აზრით ევროკავშირის მიედიაციით მიმდინარე ხელისუფლება-ოპოზიციის მოლაპარაკება წარმატებული არ იქნება, თუკი მასში უშალოდ არ ჩაერთვებიან ივანიშილი და სააკაშვილი. საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი კი მიიჩნევს, რომ ეს ორი ლიდერი საერთოდ უნდა წავიდეს ქართული პოლიტიკიდან.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.03.2021

დასავლეთის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციის მოლაპარაკებებამდე ერთი დღით ადრე, ოპოზიციური პარტიები საჯარო განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ აუცილებელი რეფორმების გასატარებლად და მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მზად არიან პარლამენტში შევიდნენ, განცხადებას ხელს არ აწერენ „რესპუბლიკელები", „სტრატეგია აღმაშენებელი" და „ლეიბორისტული პარტია".
|
ელზა პაპოშვილი 27.03.2021

ოფიციალური მოსკოვსი განცხადების თანახმად, ვაშინგტონსა და ბრიუსელში შემუშავებულია ნატო-ში საქართველოს „იძლებით გაწევრიანების გეგმა“, რომლის განხორციელებაც სწორედ ახლა მიმდინარეობს. რადემად რეალურია ასეთი გეგმის არსებობა და რას უნდა ელოდოს საქართველო 2021 წლის 21 დეკემბრის ნატო-ს სამიტისაგან?
|
თამთა ჩაჩანიძე 27.03.2021

ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას პარლამენტში ერთგული მხარდამჭერები ჰყავს და შეუძლია საპარლამენტო კრიზისიც გამოიწვიოს, რაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მიზეზი გახდება, თუმცა გახარიას ეს არ აწყობს - ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას ყოფილმა სახელმწიფო მინსტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.03.2021

ამირან გამყრელიძე არ იზიარებს თენგიზ ცერცვაძის მოსაზრებას, რომ თუკი ვაქცინაციის ტემპები არ გაიზარდა და მოსახლეობაში აცრებისადმი სკეპტიკური განწყობის დაძლევა ვერ მოხერხდა, სახელმწიფომ მოქალაქეების ასაცრელად შესაძლოა გარკვეულ იძლებით მექანიზმებს მიმართოს.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.03.2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს ჩამოდის, მედიაციის პროცესს კი 29 მარტიდან განაახლებს. ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან აქამდე გაკეთებულ განცხადებებში ე.წ. წითელი ხაზების გამკრთალება არ შეინიშნება, რითი იქნება განსხვავებული დანიელსონის მეორე ვიზიტი რა არის მოსალოდნელი?
|
თამთა ჩაჩანიძე 26.03.2021

მოლაპარაკების საგანი შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სს დევნის გაუქმება, რათა შეეძლოს ჩამოვიდეს საქართველოში და არ დაიჭირონ - ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტამდე ორი დღით ადრე ოპოზიცია მაგსვსი შინაარსის განცხადებებს აჟღერებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 26.03.2021

თუ ოპოზიცია კანონიერ მანდატს არ გამოიყენებს და უაზრო, უსამართლო მოთხოვნებით დესტრუქციას გააგრძელებს, მოუწევს, რომ თავისი კარვებით და კოცონებით ქუჩის ოპოზიციად დარჩეს, რაც მსოფლიოში არცერთ პრაგმატულ პოლიტიკურ ძალას არ ესაჭიროვება და სააკაშვილის ბნელი ოცნებების ასრულებაა, აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
|
თამთა ჩაჩანიძე 26.03.2021

პოლიტიკური ძალები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს ხვალ ან ზეგ ელოდებიან, მანამდე ორივე მხარე განცხადებებს აქტიურად აკეთებს, რა გზავნილებია ერთმანეთის მისამართით მათ საუბრებში და არის თუ არა შეთანხმების შანსი?
|
თამთა ჩაჩანიძე 25.03.2021

ევროპა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში ისევ აქტიურად ჩაერთვება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინფორმაციით, მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს ისევ ჩამოვა. ახლა, როცა ამერიკისა და ევროპის პოზიციები ნათელია, ვის მოუწევს ამ პროცესში კომპრომისზე წასვლა?
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|