ია აბულაშვილი
12.02.2021

თვითმმარველობის არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ" უკვე დაიწყო მზადება, ოპოზიციას კი დოყლაპიასავით პირი დაუღია და ამბობს არჩევნები არ გვინდაო. თუ ოპოზიცია ბოიკოტს გამოაცხადებს, „ოცნება" უფრო მეტ ლეგიტიმურობას შეიძენს, არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება და 2024 წლამდე იქნება სრული პოლიტიკური სიჩუმე, აცხადებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე
12.02.2021

ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ევროპული საქართველო" დატოვა, მან ეს განცხადება ფეისბუქზე გაავრცელა, პარტიის ოფისში კი წევრები შეიკრიბნენ, როგორც ისინი აცხადებენ, შეხვედრაზე განსახორციელებელ სტრუქტურულ ცვლილებებზე ისაუბრებენ.

თამთა ჩაჩანიძე
12.02.2021

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ქართულ ოცნებაში" დაპირისპირებაა და რომ ამის გამო პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობის დატოვებას აპირებს, გუნდში არ ადასტურებენ, თავად პრემიერი კი ამბობს, რომ „ჯერ მოდის".

ია აბულაშვილი
12.02.2021

ოპოზიციას, რომელიც ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების ფასილიტაციით გამართულ მოლაპარაკებებზე არჩევნების სრულად პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას მოითხოვდა, მმართველმა გუნდმა ბარიერის დაწევაზე დისკუსია უკვე შესთავაზა. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ „ოცნების" მიერ დაანონსებული ცვლილებები კოსმეტიკური ხასიათისაა და ის ქვეყანას კრიზისიდან ვერ გამოიყვანს. შესაბამისად ოპოზიცია ამაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს და არც იმას გამორიცხავენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებსაც ბოიკოტი გამოუცხადონ.

ია აბულაშვილი
11.02.2021

ოპოზიციაში განახლების კი არა დაშლის პროცესი დაიწყო, რადგან ის ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური ძალაა, ეს არ არის ერთობა, ეს უფრო დროებითი ურთიერთობაა, აცხადებს ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესების კომენტირებისას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა.

ელზა პაპოშვილი
11.02.2021

საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა. სასულიერო პირები დახურულ კარს მიღმა დაახლოებით ორ საათს თათბირობდნენ. ისინი დახურული სხდომიდან ისე გამოვიდნენ, რომ ჟურნალისტების არც ერთ კითხვას არ უპასუხეს.  სხდომას, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი უძღვებოდა, 35 სასულიერო პირი დაესწრო. საპატრიარქოში ახლა სინოდის განჩინებაზე მუშაობენ, რომელიც მოგვიანებით  სინოდის განჩინება გასაჯაროვდება.   

თამთა ჩაჩანიძე
11.02.2021

„ევროპულ საქართველოში" სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ექს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, ამან კი წევრების დაპირისპირება გამოიწვია.

თამთა ჩაჩანიძე
11.02.2021

„ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ დრომდე აცხადებს, რომ გირაოს არ გადაიხდის და არც არავის აქვს უფლება, რომ მის მაგივრად გადაიხადოს, „ქართული ოცნების" პოზიცია კი ასეთია, რომ მელიამ დაკისრებული გირაო უნდა გადაიხადოს, რადგან კანონი ყველასთვის თანაბარია.

ია აბულაშვილი
11.02.2021

პარლამენტის ბოიკოტმა და მისმა თანმდევმა პროცესებმა ყველაზე მეტად „ევროპული საქართველო" დააზარალა, რომელმაც შეიძლება თავისი ამომრჩეველი, როგორც სოციალური ფენა, მთლიანად დაკარგოს, აცხადებს პოლიტიოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ოპოზიციაში მიმდინარე პროცესების კომენტირებისას.

თამთა ჩაჩანიძე
10.02.2021

ისრაელმა და საბერძნეთმა შეთანხმება გააფორმეს, რომლის თანახმადაც ფრენების განახლებისთანავე ვაქცინირებულ მოქალაქეებს ორ ქვეყანას შორის შეზღუდვების გარეშე მოგზაურობის საშუალება მიეცემათ. რამდენად შესაძლებელია, რომ ასეთი მოდელი სხვა ქვეყნებმაც გადაიღონ და ამ შემთხვევაში რა ელით ისეთ მოქალაქეებს, რომლებიც ჩინური და რუსული ვაქცინით არიან აცრილები.

ია აბულაშვილი
10.02.2021

"ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ, პარტიის განახლებასა და სტრუქუტურულ ცვლლებებს აანონსებს "ევროპულ საქართველო". მისი ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, საზოგდოებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი პარტიაში მიმდინარე პროცესებთან, მათ შორის პერსონალურ და საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

ელზა პაპოშვილი
10.02.2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სკანდალში ეხვევა. მას უკრაინის ელჩის მუქარა უკრაინაში არც თუ კარგ ტონად ჩაუთვალეს და ფაქტიურად გააფრთხილეს, რომ მსგავსი მოწოდებები და განცხადებები მათი ქვეყნის დიპლომატის და მოქალაქეების მისამართით აღარ გააკეთოს. 


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×