სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გიორგი ფუტკარაძე
    01.06.2010

      ეგზიტპოლის მიხედვით გამოცხადებულ სამოცპროცენტიან შედეგს მმართველი გუნდის ფავორიტის გიგი უგულავას ოფისში შეკრებილი პარლამენტარების, მინისტრებისა და შოუ ბიზნესის წარმომადგენელთა მხრიდან მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა. სიხარული მოგვიანებით გაიზიარა უგულავას შტაბში მისულმა პრეზიდენტმა, რომელმაც ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით გამარჯვება მიულოცა, მადლობა გადაიხადა თავად დედაქალაქის მერმაც.

    რუსიკო მაჩაიძე
    01.06.2010

      მიუხედავად იმისა, რომ "ალიანსის" საარჩევნო შტაბში ინფორმაცია საარჩევნო პროცესის დარღვევასთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში საკმაოდ მრავლად შედიოდა, შტაბი არჩევნების დასრულებას საოცრად მშვიდად ელოდა.

    თიკო ოსმანოვა
    01.06.2010

      რეგიონებისგან განსხვავებით დედაქალაქში არჩევნები შედარებით მშვიდად მიმდინარეობდა. მოსახლეობის აქტიურობაც იგრძნობოდა, თუმცა თითქმის ყველა უბანში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები საკუთარ მხრადამჭერებს სიებით აკონტროლებდნენ და ამომრჩევლების ხმის მიცემის ფარულობას არღვევდნენ.

    სალომე ცეცხლაძე
    01.06.2010

      მიუხედავად პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობოების განცხადებისა, რომ არჩევნებზე დარღვევები ფიქსირდებოდა, გუშინ ცესკოში მთელი დღის განმავლობაში იმეორებდნენ, რომ უბნებზე სერიოზული დარღვევები არ დასტურდება - მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური პრობლემა იყო, რომელიც დროულად აღმოიფხვრა.

    ლილი ხმალაძე
    01.06.2010

      თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა. საარჩევნო პროცესს ჟურნალისტები, ქართული და უცხოური ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები აკვირდებოდნენ. დარღვევები თითქმის ყველა რეგიონში დაფიქსირდა. იყო კენჭისყრის ოთახში არაუფლებამოსილი პირების შესვლის, ერთი პირის მიერ რამდენიმე ბიულეტენის ჩაყრის, "კარუსელის", საარჩევნო ყუთის გატეხვის, მარკირების წესის დარღვევის, ამომრჩევლების დაშინების, საარჩევნო კანონის დარღვევის სხვა ფაქტები. დარღვევათა ნაწილი ადგილზე აღმოიფხვრა, ნაწილი კი დამკვირვებლებმა განცხადებით გაასაჩივრეს.

    ნათია ახალაია
    01.06.2010

      "თუკი გაყალბების სერიოზული ფაქტები იარსებებს, გარკვეული მღელვარებაც იქნება: საზოგადოება ქუჩაში გამოვა. მთავარია, რომ იქ ხალხს სწორი მესიჯებით შეიარაღებული ოპოზიცია დახვდეს. დარწმუნებული ვარ, ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური ოპოზიცია სწორი მიმართულებით წაიყვანს პროცესებს და შეიძლება მიაღწიოს იმასაც, რომ ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების ჩატარება აიძულოს", - "მთელი კვირის" შეკითხვებს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე პასუხობს.

    თამთა ქარჩავა
    01.06.2010

      სოხუმს ახლო მომავალში რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი და გენერალური შტაბის უფროსი ნიკოლაი მაკაროვი ეწვევიან. ინფორმაციას "აპსნი-პრესი" სოხუმის რეჟიმის თავდაცვის მინისტრ მერაბ ქიშმარიაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც სერდიუკოვს მოსკოვში ხუთშაბათს შეხვდა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

    რუსიკო მაჩაიძე
    29.05.2010

      არჩევნებამდე ერთი დღით ადრე იმის თქმა, თუ როგორ დასრულდება ეს არჩევნები, ძნელია. მაგრამ, მთავარი საკითხი, თუ რა შემთხვევაში იქნება არჩევნები ყველა ძალისთვის მისაღები, ისევ გაურკვეველია. ოპოზიციის ნაწილი წინასწარვე აცხადებს, რომ "არჩევნები უკვე გაყალბებულია", ნაწილი კი ქართული და საერთაშორისო საზოგადოების შეფასებას ელოდება.

    მარი ოთარაშვილი
    29.05.2010

      სომხეთის პარლამენტის წევრი შარიკ ტოროსიანი საქართველოს ხელისუფლებას საზღვრიპირა ტერიტორიის თვითნებურ მითვისებაში ადანაშაულებს. მისი ცნობით, სომხეთის ტავუშის რაიონთან ქართველმა მესაზღვრეებმა თავისი საკონტროლო პოსტი ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადმოწიეს. ამის შესახებ ორგანიზაცია "ჯავახკის" თავმჯდომარე ტოროსიანმა გუშინ ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    სალომე ცეცხლაძე
    29.05.2010

      30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებს 36 ადგილობრივი არასამთავრობო და 28 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება. დამკვირვებელთა საერთო რაოდენობა 10 ათასს აჭარბებს. ამასთან, აქედან დაახლოებით 1500 უცხოელი დამკვირვებელი იქნება, რაც ადგილობრივი არჩევნებისას პრაქტიკულად უპრეცენდენტო შემთხვევაა და ამ არჩევნებისადმი დასავლეთის განსაკუთრებულ ყურადღებაზე მეტყველებს.

    თიკო ოსმანოვა
    29.05.2010

      თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ირაკლი ალასანია "ალიანსისა" და საკუთარი პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომას აპირებს. მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში საზოგადოებასთან ერთად განახორციელებს იმ ცვლილებებს, რაც დედაქალაქსა და საქართველოს სჭირდება.

    თამთა ქარჩავა
    29.05.2010

      გასულ კვირას გავრცელდა ცნობები აშშ-ში პარლამენტის ყოფილი სპიკერის ნინო ბურჯანაძის მომავალ ვიზიტთან დაკავშირებით. ამ თემაზე "რეზონანსშიც" გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელიც, ბოლო დღეებში ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, არასრულყოფილი იყო.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved