სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გიორგი ფუტკარაძე
    06.10.2009

    "ბრალს ვდებთ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, კერძოდ აგვისტოს მოვლენების განვითარებაში, მიუხედავად ჩვენი და ევროპელი ლიდერების არაერთგზის გაფრთხილებისა, სააკაშვილმა ერთპიროვნულად დაიწყო პოლიტიკური ავანტიურა," - აცხადებს ნესტან კირთაძე

    ლანა ბერიძე
    06.10.2009

    საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "ჰუმან რაითს უოჩი" რუსეთსა და საქართველოს იმ პირების დასჯისკენ მოუწოდებს, რომლებმაც რუსეთ-საქართველოს ომის დროს ომის კანონები დაარღვიეს. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ორგანიზაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.

    რუსიკო მაჩაიძე
    05.10.2009

    ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება რომ გამძაფრებული ტემპით დაიწყო, ამის მისახვედრად მარტო უგულავას ყოველდღიური გრაფიკი და სატელევიზიო სიუჯეტებიც კმარა, სადაც დედაქალაქის მერს სხვადასხვა რაკურსით აჩვენებენ. სახელისუფლებო კულუარებში კი უკვე იმაზე დაიწყო საუბარი, რომ ასეთი გრაფიკის მაისის ბოლომდე შენარჩუნება გაჭირდება და არ არის გამორიცხული ადგილობრივი არჩევნების თარიღმა თებერვლისთვის გადმოიწიოს.

    ელზა წიკლაური
    05.10.2009

    თელავის რაიონულმა სასამართლომ ჟურნალისტს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი უთხრა. სასამართლოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსამართლის ბრძანება, მოქალაქე ანდრო საყვარელიძისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შერჩევის შესახებ, საჯარო ინფორმაცია არ არის.

    გიორგი ფუტკარაძე
    05.10.2009

    ოპოზიციის ერთი ნაწილი საშემოდგომო აქციებისათვის გაერთიანების გეგმას ამუშავებს. საქმე ეხება ე.წ. გამოკვეთილი ალტერნატივის შექმნას, სადაც ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები გაერთიანდებიან. თუმცა, ეს არ იქნება ისეთივე მასშტაბური, როგორიც იყო 9 აპრილის ერთობა. გაერთიანებაში ძირითადად ის პოლიტიკური ძალები შევლენ, რომლებიც მხარს უჭერენ შემოდგომაზე ქუჩის აქციების გამართვას.

    ზაირა მიქატაძე
    05.10.2009

    ტალიავინის კომისიის შედეგებმა მოლოდინს იმ თვალსაზრისით გადააჭარბა, რომ გასული წლის აგვისტოს მოვლენებში მან რუსეთი, საქართველო და დასავლეთი ერთიანად დაადანაშაულა. თუმცა, სხვადასხვა დოზით, მაგრამ, როგორც ხელისუფლებაში მოელოდნენ, მთლად უმტკივნეულოდ არ გამოვმძვრალვართ.

    გიორგი გირკელიძე
    05.10.2009

    ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა, ციხიდან ახალ გამოსული შალვა რამიშვილისგან გასხვავებით, პოლიტიკაში ისურვა კარიერის გაგრძელება. ჯერჯერობით სუბარი პოლიტიკურ ინტერვიუებს მისხალ-მისხალ არ იძლევა, მაგრამ... რამდენიმე დღის წინ, რადიო "თავისუფლების" ვებ-გვერდზე ჩვენი კოლეგის ია ანთაძის ბლოგი სწორედ ამ ადამიანს დაეთმო და მაშინ ბლოგერების სურვილით სოზარ სუბარმა საზოგადოების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

    ია აბულაშვილი
    05.10.2009

    სოფელ დისევში შაბათს სროლის ხმა ისმოდა. ოფიციალური ინფორმაციით, ოსურმა მხარემ ქართული პოზიციების მისამართით ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გახსნა. სროლა რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. შსს-ს ინფორმაციით, ქართულ მხარეს საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნია.

    ია აბულაშვილი
    05.10.2009

    10 ოქტომბერს თურქეთი და სომხეთი ისტორიულ შეთანხმებას გააფორმებენ. ორი ქვეყანა ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ პროტოკოლს მოაწერს ხელს, ხოლო დიპლომატიური ურთიერთობების რეალური აღდგენა მას შემედგ მოხდება, რაც თურქეთის და სომხეთის პარლამენტები შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენენ.

    მარი ოთარაშვილი
    04.10.2009

    "გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი:
    სულზე ბორკილად მადევს ასაკი
    და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი,
    თუ გნებავს - შენი გზის ავაზაკი".
    ბუნებამ მსჯავრი ამ ლექსის ავტორს 1 ოქტომბერს გამოუტანა. თუმცა ეს არ იყო უბრალო, ჩვვეულებრივი მოკვდავის მსჯავრი...

    ეკა ლემონჯავა
    04.10.2009

    ქართული ფილმი შეიძლება ოსკარის ნომინანტთა შორის დასახელდეს. შეგახსენებთ, რომ ნანა ჯორჯაძის "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი" 1996 წელს მოხვდა ოსკარზე ნომინაციაში "საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი", თუმცა ოსკარი ვერ მიიღო. მომავალ ოსკარზე ამავე ნომინაციაში, შესაძლოა, გიორგი ოვაშვილის "გაღმა ნაპირიც" მოხვდეს.

    გიორგი ფუტკარაძე
    03.10.2009

    არასაპარლამენტო ოპოზიციამ შიდაპარტიული წმენდა წამოიწყო. ერთი ვერსიით, ეს 2010 წელს გასამართ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება, ხოლო მეორე ვერსიით კი შემოდგომაზე დაგეგმილ საპროტესტო აქციებს. საგულისხმოა ისიც, რომ რეგიონებში ოპოზიციის პარტიული აქტივის გადაბირების მცდელობები გახშირდა.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter