სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გიორგი ფუტკარაძე
    22.10.2009

    დევიზით "თავისუფლება სიტყვას", "25-ე არხის" მხარდასაჭერად ჟურნალისტებმა, და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის წინ ერთსაათიანი მდუმარე აქცია გამართეს.
    აქციაში დაახლოებით ოთხმოცამდე ადამიანი მონაწილეობდა, წარმოდგენილი იყვნენ როგორც რეგიონული, ასევე თბილისელი ჟურნალისტები,

    გიორგი ფუტკარაძე
    20.10.2009

    ოპოზიციის ნაწილი აქციების გზიდან გადახვევას არ აპირებს და ნოემბრისთვის ფართომასშტაბიანი მიტინგების განახლებას გეგმავს

    რუსიკო მაჩაიძე
    17.10.2009

    საპარლამენტო უმცირესობა დაშლის პირასაა და თუკი დღემდე ამ გაერთიანების შენარჩუნება ხდება, ამას იმ მცირე პრივილეგიებს უკავშირებენ, რაც საპარლამენტო ოპოზიციას უმცირესობის ქონის შემთხვევაში გააჩნია.

    სალომე გოგოხია
    17.10.2009

    13 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი, "კანონიერი ქურდი", 69 წლის ვიაჩესლავ ივანკოვი, იგივე "იაპონჩიკი" დაკრძალეს. მასთან გამოსათხოვრად კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტები შეიკრიბნენ. მათ შორის იმყოფებოდა ე.წ. სოხუმისა და აფხაზეთის ეპარქიის ხელმძღვანელი, ბესარიონ აპლია, რომელმაც მიცვალებულს წესი აუგო.

    მარი ოთარაშვილი
    15.10.2009

    რუსები ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯთან არსებულ ე.წ. საზღვარს 1 ნოემბრიდან ჩაკეტავენ, ახალგორელებს კი თბილისში სიარულს ერგნეთიდან ურჩევენ. ახმაჯის დე ფაქტო საზღვარი მგზავრებისთვის მხოლოდ შაბათ-კვირას იქნება ღია. ამით ახალგორი პრაქტიკულად საბოლოოდ მოწყვეტილი აღმოჩნდება დანარჩენი საქართველოსაგან, რის შედეგადაც ქსნის ხეობა შესაძლოა ქართველებისაგან დაიცალოს.

    თიკო ოსმანოვა
    15.10.2009

    "საქართველოს სახელმწიფოებრიობა დღეს ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ყოველი დღე საქართველოს პრობლემებს უქმნის", - ამ საიტყვებით დაიწყო გამოსვლა სასტუმრო "რედისონში" საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ. გუშინ სასტუმრო "რედისონში" ოპოზიციური სპექტრი და საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები სააკაშვილის ქვეყნისგან გამიჯვნაზე მსჯელობდნენ.

    გიორგი ფუტკარაძე
    15.10.2009

    მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზ "ქართლი 2"-ზე აღდგენით სამუშაობს დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება, თუმცა ამის გამო აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება არ შეეზღუდება. შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ წაღვლში "საქრუსენერგოს" კუთვნილი მაღალი ძაბვის ელეტქროგადამცემი ხაზი "ქართლი 2"-ის ოთხ ანძაზე, რომელიც ელექტროენერგიით აღმოსავლეთ საქართველოს ამარაგებს, გუშინ დაახლოებით ღამის 2 საათზე საათზე აფეთქება მოხდა.

    მარი ოთარაშვილი
    14.10.2009

    "რუსეთს სჭირდება პანკისი და ყაზბეგი, რათა სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასია აკონტროლოს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში ექსპერტი კავკასიის საკითხებში ზაალ კასრელიშვილი. ეს უკანასკნელი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს საქართველოს სპეცსამსახურები ჩეჩნეთსა და დაღესტანში ტერორისტებს იარაღის გადატანაში ეხმარებიან, სწორედ ამით ხსნის და პროვოკაციად აფასებს, რასაც შარშანდელი აგვისტოს მოვლენების გაგრძელებად მიიჩნევს.

    ეკა ბასილაია
    14.10.2009

    "ალიანსი საქართველოსთვის" განცხადებით, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში უმუშევართა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და წლევანდელი მაჩვენებლებით 30%-ია. სტატისტიკის დეპარტამენტს წლევანდელი მონაცემების კვარტალური მაჩვნებელი არ აქვს, წლის საბოლოო ანგარიშს კი მხოლოდ მომავალ წელს გამოაქვეყნებს.

    თიკო ოსმანოვა
    14.10.2009

    ოპოზიციური ახალგაზრდული ორგანიზიციები ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებენ და ხვალ პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას აპირებენ, სადაც პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც არიან მიწვეულნი. ამავე დროს, გუშინ კინოს სახლში გაიმართა პრეზენტაცია ფილმისა "ქალაქში მკვლელია", რომლის გადაღების იდეა მოძრაობა "7 ნოემბერს" ეკუთვნის.

    რუსიკო მაჩაიძე
    13.10.2009

    მთავრობა აჭარაში 6 კილომეტრიანი გზის დასაგებად 118,8 მილიონი დოლარის სესხს იღებს, სვენეთი-რუისის 15 კილომეტრიანი მონაკვეთისთვის კი - 147,8 მილიონ დოლარს. მართალია, მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ უმრავლესობის ნაწილიც კი გააოგნა, მაგრამ მეორე ნაწილს კითხვაც კი არ უჩნდება, ისე აპირებს ამ სესხების აღებასთან დაკავშირებით ხელმოწერილი დოკუმენტების რატიფიცირებას.

    რუსიკო მაჩაიძე
    13.10.2009

    მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა არც ისეთი გაფართოებული აღმოჩნდა, როგორც ხელისუფლება ელოდა, ამას სააკაშვილისთვის ხელი არ შეუშლია, რომ პოლიტიკური სპექტრის ერთიანობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მით უმეტეს, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში და საგარეო პოლიტიკის მთავარ სტრატეგიულ მიმართულებებზე ხედვები შეაჯერეს.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter