სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გიორგი ფუტკარაძე
    28.09.2009

    ევროპის საბჭოში რუსეთისთვის ხმის უფლების დროებით შეჩერების პერსპექტივას, ქართველი ექსპერტები სკეპტიკურად უყურებენ. პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ რუსეთის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, ევროსაბჭოში არ არსებობს მოწინააღმდეგეთა ის რაოდენობა, რომელიც საკითხის დადებითად გადაწყვეტას უზრუნველყოფს.

    ირმა ჩაფიძე
    28.09.2009

    საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თვლის, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას მის ტერიტორიაზე ამერიკული ანტისარაკეტო სისტემების განლაგებაზე, რადგან ეს ჩვენს უსაფრთხოებას ეჭვქვეშ დააყენებს. თუმცა, ჩვენი ინტერვიუ ძირითადად აფხაზეთის კონფლიქტის გარშემო წარიმართა.

    ზაირა მიქატაძე
    28.09.2009

    16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემს თაობას ერის რჩეული ბიჭები გამოაკლდა. მათგან ბევრს აფხაზეთის მიწაზე ომამდე ფეხიც არ დაედგა, მაგრამ იქაურობას მშობლიურ კუთხესავით იცავდნენ თავს სწირავდნენ. აფხაზეთი და დანარჩენი საქართველო მათ შეგნებაში განუყოფელი იყო, და სწორედ ეს საულისკვეთება აიძულებდა მათ, ბოლომდე თავგანწირვით ებრძოლათ.

    ეკა გულუა
    28.09.2009

    საპარლამენტო ოპოზიცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ტყეშელაშვილს საბიუჯეტო თანხების არამიზობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. საუბარია 20 მილიონიან სოფლის პროგრამაზე. მიუხედევად იმისა, რომ პროგრამით სოფელს ის პრობლემა უნდა მოუგვარდეს, რაც აწუხებს, ოპოზიცის ბრალდებით, მთავრობა "მოსაცდელებს აშენებს და ხალხს არაფერს ეკითხება".

    ია აბულაშვილი
    28.09.2009

    იმაზე, თუ საქართველოში განვითარებული ეკონომიკური კრიზისი მხოლოდ გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგია და თუ მას აქვს ეროვნული ფესვებიც; ასევე იმაზე, თუ რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში პოლიტ-ეკონომიკური კუთხით, "მთელი კვირა" ექსპერტს ლადო პაპავას ესაუბრა.

    ნინო ნაცვალაძე
    27.09.2009

    ცოტა ხნის წინ ინტერნეტით გავრცელდა ტელეკომპანია "იმედის" ტელესერიალის "ცხელი ძაღლის" მეოთხე სეზონი, რომელიც 2006 წელს არის გადაღებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ სერიალის პირველი სამი სეზონის სერიები ტელეკომპანია "იმედმა" არაერთხელ გაიმეორა, ეთერში არ მოხვედრილა სამი წლის წინ გადაღებული მეოთხე სეზონი. ამის მიზეზი შესაძლოა ეთერში არგასული სერიების სიუჟეტი იყოს.

    რუსიკო მაჩაიძე
    26.09.2009

    სამთავრობო ცვლილებების სავარაუდო თარიღად უკვე სააკაშვილის აშშ-დან საქართველოში დაბრუნება სახელდება. მინისტრების გარდა კი, როგორც ჩანს, გუბერნატორებიც შეიცვლებიან.

    მარი ოთარაშვილი
    26.09.2009

    ახალგორელები ახმაჯთან არსებულ ბლოკ-საგუშაგოზე მდგარ ქართულ პოლიციას უკანონო ქმედებაში ადანაშაულებენ. როგორც ისინი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფის წარმომადგენელთა "წყალობით", ბლოკ-საგუშაგოზე სრული განუკითხაობა და ანარქია სუფევს, რითაც ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, ახალგორელებს ქსნის ხეობაში შესვლის სურვილი საერთოდ დაუკარგონ.

    მაია გოგოლაძე
    26.09.2009

    ივანე თამაზაშვილის სასამართლო საქმე არ გახმაურებულა პრესითა და ტელევიზიით და არ გამოუწვევია თანამოქალაქეთა განსაკუთრებული ინტერესი.

    თიკო ოსმანოვა
    26.09.2009

    ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის - "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" - დაარსებიდან ორი წელი გავიდა.

    თამთა ქარჩავა
    26.09.2009

    "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია, პარტიაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა, ლევან გაჩეჩილაძესთან. როგორც "რეზონანსის" წყარო აცხადებს, შეხვედრაზე ალასანიამ აუწყა გაჩეჩილაძეს, რომ მას მხარს შეერთებული შტატებიც უჭერდა.

    ია აბულაშვილი
    26.09.2009

    გაეროს გენერალური ასამბლეის 64-ე სესიის პოლიტიკური დებატები დასრულდა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოს მეთაურები სიტყვით გამოვიდნენ.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter