სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ზაირა მიქატაძე
    29.09.2009

    ქვეყანაში პოლიტიკური სიმშვიდეა. ოპოზიცია არ ხმაურობს. თავის მხრივ, ხელისუფლებაც დამტკბარია. რამდენ ხანს გაგრძელდება ამგვარი იდილია და რას უნდა ველოდეთ შემოდგომაზე? ვიდრე ოპოზიცია ამ კითხვას უპასუხებს, "კონსერვატორების" ლიდერი, ზვიად ძიძიგური პრაიმერის ინიციატივით გამოდის.

    გიორგი ფუტკარაძე
    29.09.2009

    მოძრაობამ "7 ნოემბერი" ხელისუფლებას ულტიმატუმი წამოუყენა - თუ 14 ოქტომბრის შუადღის 1 საათამდე პარლამენტში გახმაურებულ მკვლელობებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება, ისინი ადმინისტრაციულ შენობებთან პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.

    სალომე გოგოხია
    29.09.2009

    რუსეთ-საქართველოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის დასკვნას ხვალ გამოაქვეყნებენ. ამ ხნის მანძილზე დასკვნის გარშემო ხმაური არ შეწყვეტილა. საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ დასკვნა ობიექტური იქნება. პოლიტილოგი სოსო ცინცაძე კი მიიჩნევს, რომ ეს იქნება დაბალანსებული, სამართლებრივი თავლსაზრისით შედეგის არ მქონე დასკვნა, რომლის ნაწილი შესაძლოა არც გამოაქვეყნონ.

    სალომე გოგოხია
    29.09.2009

    აფხაზეთი საერთაშორისო სატელეფონო კავშირისათვის საჭირო კოდებს იცვლის. თუკი აქამდე ამისათვის საქართველოს კოდი გამოიყენებოდა, უახლოეს დღეებში აფხაზეთი რუსულ სატელეფონო კოდებზე გადავა. შესაბამისი მემორანდუმი ოფიციალურ მოსკოვსა და სეპარატისტულ სოხუმს შორის გუშინ გაფორმდა. კოდების შეცვლის ტექნიკურ სამუშაოებს კი 10 დღე დასჭირდება.

    თამთა ქარჩავა
    28.09.2009

    დღეს პარლამენტის შენობის წინ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით, მოძრაობა "7 ნოემბერი" საპროტესტო აქციას მართავს.

    მარი ოთარაშვილი
    28.09.2009

    დეკემბრიდან ქსნის ხეობა დანარჩენი საქართველოსაგან მთლიანად იქნება იზოლირებული. სოფელ ახმაჯთან ამოქმედდება ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის დახურული იქნება; 20 ოქტომბრიდან კი ახალგორი დენსაც ცხინვალიდან მიიღებს.

    გიორგი ფუტკარაძე
    28.09.2009

    ევროპის საბჭოში რუსეთისთვის ხმის უფლების დროებით შეჩერების პერსპექტივას, ქართველი ექსპერტები სკეპტიკურად უყურებენ. პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ რუსეთის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, ევროსაბჭოში არ არსებობს მოწინააღმდეგეთა ის რაოდენობა, რომელიც საკითხის დადებითად გადაწყვეტას უზრუნველყოფს.

    ირმა ჩაფიძე
    28.09.2009

    საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თვლის, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას მის ტერიტორიაზე ამერიკული ანტისარაკეტო სისტემების განლაგებაზე, რადგან ეს ჩვენს უსაფრთხოებას ეჭვქვეშ დააყენებს. თუმცა, ჩვენი ინტერვიუ ძირითადად აფხაზეთის კონფლიქტის გარშემო წარიმართა.

    ზაირა მიქატაძე
    28.09.2009

    16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემს თაობას ერის რჩეული ბიჭები გამოაკლდა. მათგან ბევრს აფხაზეთის მიწაზე ომამდე ფეხიც არ დაედგა, მაგრამ იქაურობას მშობლიურ კუთხესავით იცავდნენ თავს სწირავდნენ. აფხაზეთი და დანარჩენი საქართველო მათ შეგნებაში განუყოფელი იყო, და სწორედ ეს საულისკვეთება აიძულებდა მათ, ბოლომდე თავგანწირვით ებრძოლათ.

    ეკა გულუა
    28.09.2009

    საპარლამენტო ოპოზიცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ტყეშელაშვილს საბიუჯეტო თანხების არამიზობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. საუბარია 20 მილიონიან სოფლის პროგრამაზე. მიუხედევად იმისა, რომ პროგრამით სოფელს ის პრობლემა უნდა მოუგვარდეს, რაც აწუხებს, ოპოზიცის ბრალდებით, მთავრობა "მოსაცდელებს აშენებს და ხალხს არაფერს ეკითხება".

    ია აბულაშვილი
    28.09.2009

    იმაზე, თუ საქართველოში განვითარებული ეკონომიკური კრიზისი მხოლოდ გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგია და თუ მას აქვს ეროვნული ფესვებიც; ასევე იმაზე, თუ რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში პოლიტ-ეკონომიკური კუთხით, "მთელი კვირა" ექსპერტს ლადო პაპავას ესაუბრა.

    ნინო ნაცვალაძე
    27.09.2009

    ცოტა ხნის წინ ინტერნეტით გავრცელდა ტელეკომპანია "იმედის" ტელესერიალის "ცხელი ძაღლის" მეოთხე სეზონი, რომელიც 2006 წელს არის გადაღებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ სერიალის პირველი სამი სეზონის სერიები ტელეკომპანია "იმედმა" არაერთხელ გაიმეორა, ეთერში არ მოხვედრილა სამი წლის წინ გადაღებული მეოთხე სეზონი. ამის მიზეზი შესაძლოა ეთერში არგასული სერიების სიუჟეტი იყოს.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter