სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გიორგი ფუტკარაძე
    03.10.2009

    არასაპარლამენტო ოპოზიციამ შიდაპარტიული წმენდა წამოიწყო. ერთი ვერსიით, ეს 2010 წელს გასამართ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება, ხოლო მეორე ვერსიით კი შემოდგომაზე დაგეგმილ საპროტესტო აქციებს. საგულისხმოა ისიც, რომ რეგიონებში ოპოზიციის პარტიული აქტივის გადაბირების მცდელობები გახშირდა.

    რუსიკო მაჩაიძე
    03.10.2009

    შარშან ამ დროს საკმაოდ დიდი აჟიოტაჟით შექმნილი ანტიკრიზისული საბჭო უქმდება. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლების მხრიდან იმაზე მიდის საუბარი, რომ ამ საბჭომ ვერ გაამართლა და ზედმეტი ფულის დახარჯვა არ ღირს. ოპოზიცია კი, თავის მხრივ, ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არ ითვალისწინებდა.

    მარი ოთარაშვილი
    03.10.2009

    2 დღის წინ ახალგორის დე ფაქტო გამგებელმა ალან ჯუსოევმა და მისმა მოადგილემ პაკო ბარათაშვილმა დაბაში არსებული თითქმის ყველა ორგანიზაცია-დაწესებულება მოინახულეს. დე ფაქტო მმართველობამ მათში რეალურად მომუშავეები საგულდაგულოდ აღნუსხა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წეროვანში გადაბარგებული დევნილები, რომლებიც ახალგორში მხოლოდ ფორმალურად არიან მომუშავედ დარეგისტრირებულნი და მხოლოდ ხელფასისთვის აკითხავენ ძველ სამსახურს, ამიერიდან ერთ რუბლსაც ვეღარ მიიღებენ.

    რუსიკო მაჩაიძე
    03.10.2009

    შეასრულებს თუ არა პრეზიდენტი მეორე არხის პოლიტიკურ არხად გადაკეთების პირობას, ეს ჯერ კიდევ არავინ იცის. დეპუტატი გია ცაგარეიშვილი პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს "საზოგადოების მოტყუებაში" ადანაშაულებს და ცალსახად აცხადებს, რომ ინიციატივა, რომელიც მათ მეორე არხის პოლიტიკურად ჩამოყალიბების თაობაზე გააჟღერეს, "მკვდრადშობილი აღმოჩნდა".

    თიკო ოსმანოვა
    03.10.2009

    იმ დროს, როდესაც ფეხბურთის ბედი წყდებოდა და არჩევნების ციებ-ცხელება იყო, ხელისუფლების წარმომადგენელი ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე თავის ძალას სტადიონზე ცდიდა. სამაგიეროდ, ხელისუფლებაში ახლა კირკიტაძის თანამდებობრივი პოზიციის სიმტკიცეს ამოწმებენ. გადააყენეს თუ არა გუბერნატორი, ჯერ ცნობილი არ არის.

    ეკა ბასილაია
    03.10.2009

    ბელორუსიის პრეზიდენტმა ალეკსანდრ ლუკაშენკომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მზადყოფნა გამოაცხადა. მანამდე კი, "სიტუაციის უკეთ გასარკვევად", შესაძლოა, თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს ბელორუსი დეპუტატებიც ეწვიონ.

    რუსიკო მაჩაიძე
    02.10.2009

    ტალიავინის კომისიის დასკვნა უკვე შეფასდა "ობიექტურად და მიუკერძოებელად" და ისიც ითქვა, რომ დასკვნა "რუსეთისთვის უფრო მძიმეა, ვიდრე საქართველოსთვის", მაგრამ ფაქტია, რომ დასკვნა ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობას ქართულ მხარესაც აკისრებს. ეს პასუხისმგებლობა როგორი იქნება "დიპლომატიურ და იურიდიულ ჭრილში" და ამას ქვეყნისთვის რა შედეგები მოჰყვება, ამაზე ექსპერტები ჯერ-ჯერობით ვერ საუბრობენ. ხელისუფლება კი რატომღაც ჯერ ზეიმის ეიფორიაშია და ამ თემაზე საუბარიც კი არ სურს.

    მალხაზ გაგუა
    02.10.2009

    სპეციალურად "რეზონანსისათვის" სტრასბურგიდან

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაცია გუშინ კიდევ ერთხელ გადაურჩა უფლებამოსილების შეჩერებას. ამჯერად ამ მოთხოვნით ასამბლეის 82 დეპუტატი გამოვიდა, რომლებმაც ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რაც რუსეთის მიერ ევროსაბჭოს წინა რეზოლუციების შეუსრულებლობის გამო, მისი დეპუტატებისთვის მანდატების დროებით ჩამორთმევას ითვალისწინებდა.

    ეკა ბასილაია
    02.10.2009

    რუსეთმა, შესაძლოა, 2010 წლის ბოლოს, აფხაზეთში ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი "ისკანდერი" (სს-26) განალაგოს. ოფიციალურმა თბილისმა ამ განცხადებას "გამომწვევი" და "პროვოკაციული" უწოდა. ესქპერტბის თქმით, სავარაუდოდ, რუსეთს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში "ისკანდერების" განლაგება არაფერში სჭირდება, ეს მხოლოდ დასავლეთზე ზეწოლისა და პოლიტიკური ვაჭრობის თემა იქნება.

    მარი ოთარაშვილი
    30.09.2009

    გუშინ ახალგორის 3 სკოლა დე ფაქტო მმართველობამ მოსწავლეთა კატასტროფულად მცირე რაოდეობის გამო ერთში, პირველ საჯარო სკოლაში გადააბარგა. გაუქმებული სკოლის შენობებს კი, როგორც "რეზონანსთან" საუბრისას კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს და თავად ადგილობრივებიც ადასტურებენ, ოკუპანტები თავიანთ სამხედრო ყაზარმებს განათავსებენ.

    გიორგი ფუტკარაძე
    30.09.2009

    ლილი ხმალაძე

    ევროკავშირის სპეციალური კომისია, რომელიც საქართველო-რუსეთს შორის აგვისტოს ომის მიზეზებზე კვლევას აწარმოებს, თავის დასკვნას დღეს გამოაქვეყნებს. თუმცა, როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები თვლიან, რომ დასკვნა ვერაფერს შეცვლის და როგორც ქართული, ასევე, რუსული მხარე თანაბრად იქნება დადანაშაულებული.

    თამთა ქარჩავა
    30.09.2009

    საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტს უკვე საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციებიც აღიარებენ. "ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია" (აშვრ) აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც ცალსახადაა აღნიშნული - საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ. თუმცა, ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter