სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    16.07.2010

      "სააკაშვილმა ალასანიას გუნდი კომფორტულ ოპოზიციად ხელისუფლების გადაბარების დაპირების სანაცვლოდ აქცია", - ეს განცხადება "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. გუშინვე პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ პოლიტიკურ ოპონენტებთან ხელისუფლების ბრძოლის მეთოდებიც გაკრიტიკა და აღნიშნა, რომ მასთან დაპირისპირებას არავის ურჩევს. ბურჯანაძის კრიტიკა ქართულმა მედიამაც დაიმსახურა.

    რუსიკო მაჩაიძე
    16.07.2010

      ახალი "საგადასახადო კოდექსის" პროექტში პრესასთან, განათლებასთან და ჯანდაცვასთან დაკავშირებული შენიშვნები გათვალისწინებულია. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, შენიშვნების ძალიან დიდი ნაწილი ჯერ კიდევ დაუზუსტებელია და ამ საკითხების გადაწყვეტა, სავარაუდოდ, პროექტის მესამე მოსმენისთვის მოხდება.

    ლანა ბერიძე
    16.07.2010

      პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ოპოზიციური პარტია "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის" ხელმძღვანელი ნინო ბურჯანაძე 3 მედია ორგანიზაციას - ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს, გაზეთ "droni .ge - სა და გაზეთ "პრაიმ-ტაიმს" დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სასამართლოში უჩივის.

    თამთა ქარჩავა
    16.07.2010

      რუსების მიერ "დამოუკიდებელ ქვეყნად" აღიარებული აფხაზეთის მოსახლეობა საკუთარ კერას ნელ-ნელა ტოვებს და საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვს. ის აფხაზები, რომლებმაც ხელისუფლებას თავშესაფარი უკვე სთხოვეს, ბაღაფშის რეჟიმმა ერის მოღალატეებად შერაცხა. ეროვნებით აფხაზი ასიდა ტალბა უკვე 7 თვეა, ოჯახთან ერთად საქართველოშია და ამბობს, რომ ორ ერს შორის შერიგება გარდავუალია. რა ხდება აფხაზეთში, რატომ უწოდებენ მას მოღალატეს და რატომ ჩამოვიდა საქართველოში? ამ საკითხებთან დაკავშირებით "რეზონანსი" ასიდა ტალბას ესაუბრა.

    წერილი
    16.07.2010

    ირაკლი ცქიტიშვილი
    ექსპერტთა კლუბი
       
      მოჩვენებითი სიმშვიდე აფხაზეთში გრძელდება. "პარლამენტი" განიხილავს ქართველი რეჟისორის ფილმს, ბაღაფში კითხულობს ყოველწლიურ მოხსენებას, ხაჯიმბა თამაშობს ოპოზიციის როლს. ყველაფერი ისეა, როგორც "ლონდონისა და პარიზის საუკეთესო სახლებში". მაგრამ არის კი ყველაფერი ასე?

    სალომე ცეცხლაძე
    15.07.2010

      აჭარაში დასასვენებლად ჩასულები პლაჟზე ვეღარც ცხელ სიმინდს შეჭამთ, ვერც მოხუც ბებოს ამკითხავებინებთ და ვერც კამერებით "დახუნძლულ" ადამიანებს დაინახავთ, ვეღარც შეძახილებს გაიგონებთ: "აბა, კამერები..." "კოკა-კოლა...", "ფანტა...", "პივა...", ცივი სასმელები...".

    გიორგი ფუტკარაძე
    15.07.2010

      სამოქალაქო საზოგადოება გამოდის ინიციატივით, სომხურ-აზერბაიჯანული დიალოგის დასაწყებად ჩამოყალიბდეს სამშვიდობო ცენტრი მარნეულის რაიონის სოფელ თეკალში. საქართველოში ფიქრობენ, რომ სახალხო დიალოგს პერსპექტივა აქვს, თუმცა დაწყება რთული იქნება. ამასთან, ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტაში ამ ინიციატივას ცვლილების შეტანა არ შეუძლია.

    სალომე გოგოხია
    15.07.2010

      კარგა ხანია, რაც აფხაზეთში ქართველების სახლები იყიდება. სოხუმსა და ოჩამჩირეში ეს პროცესი უკვე დიდია ხანია დაწყებულია. დევნილების სახლებს ძირითადად სომხები და რუსები ყიდულობენ. სახლების გაყიდვა უკვე გალშიც დაიწყო. ენგურს გადმოღმა მყოფი ქართველობა საკუთარ სახლებს იაფად - 10, ზოგიც 25 ათას დოლარად ყიდის. გალში დარჩენილები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ ხალხმა დაბრუნების იმედი დაკარგა.

    თამთა ქარჩავა
    15.07.2010

      აფხაზეთში ტურისტული სეზონი უკვე დაიწყო. დე ფაქტო ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით, სასტუმროებითა და სანატორიუმებით ხვდებიან. თბილისში კი გამორიცხავენ, რომ აფხაზეთს ტურისტების განსაკუთრებული რაოდენობა ეწვიოს, იმის მიუხედავად, რომ დასვენების საფასური იქ შედარებით დაბალია.

    რუსიკო მაჩაიძე
    15.07.2010

      ახალ საგადასახადო კოდექსს პარლამენტი მეორე მოსმენით ხვალ განიხილავს. რეგლამენტის თანახმად, საკითხის სასესიო განხილვამდე საკომიტეტო განხილვები უნდა გაიმართოს. იმის გამო, რომ საკითხი უკვე მეორე მოსმენით იხილება, მთავრობას პარლამენტისთვის კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი უნდა წარედგინა. თუმცა განხილვამდე, შეიძლება ითქვას, რომ წუთები რჩება და კანონპროექტი ჯერ კიდევ არ არის პარლამენტში შესული. უფრო საინტერესო კი ის არის, რომ პარლამენტში ეს პროექტი არც კი აინტერესებთ.

    მარი ოთარაშვილი
    15.07.2010

      საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირებსა და "საქართველოს განათლების ლიგაში" სექტემბრისთვის მინიმუმ 20 000 მასწავლებლის გათავისუფლებას ელიან. როგორც მათი წარმომადგენლები "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, გათავისუფლების მიზეზი ისევ და ისევ მასწავლებელთა მცირესაათიანი განაკვეთია, რასაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად განათლების პროფესიული სინდიკატიც კატეგორულად უარყოფს.

    თიკო ოსმანოვა
    15.07.2010

      თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საქართველოში, შექმნილ მდგომარეობას და საგარეო პოლიტიკურ ვითარებას ოპოზიცია ამჯერად საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბერნარ კუშნერთან განიხილავს. დღევანდელ საუზმეზე მიწვეული ოპოზიციონერების თქმით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი ძალიან დაბალია, ამიტომ აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება, რათა ქვეყანამ შეძლოს დიქტატურული რეჟიმიდან თავის დაღწევა.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved