სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გიორგი ფუტკარაძე
    29.10.2009

    ტელეკომპანია "ევროპის" საქმის განხილვა უკვე ოთხი წელია გრძელდება. არხის ხელმძღვანელობა კი უზენაესი სასამართლოს მიერ საბოლოო განაჩენის გამოტანას რამდენიმე თვეა ელოდება. როგორც ტელეახრის ხელმძღვანელი ირაკლი შარაშიძე აცხადებს, არხი, რომელსაც წილების არდათმობის სანაცვლოდ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ლიცენზია ჩამოართვა, ამაოდ ელის საბოლოო განაჩენის გამოტანას.

    თამთა ქარჩავა
    29.10.2009

    ბადრი ბიწაძე ხელისუფლებას მის მიმართ პროვოკაციის მცდელობაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ 27 ოქტომბერს ტელეკომპანია "მაესტროდან" გამოსვლის შემდეგ, მის ავტომობილს სამი შავი ფერის "ჯიპი" აედევნა. ვახუშტის ხიდზე მათ მანქანები გააჩერეს და თავდასხმას შეეცადნენ, რის შემდეგ, მისი თქმით, "მაესტროში" დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
    ბიწაძე "საკანი #5"-ის სტუმარი იყო. საუბრის ძირითადი თემა საქართველოს ხელისუფლების მიერ ცხინვალის დაბომბვასა და პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებას შეეხებოდა.

    მარი ოთარაშვილი
    29.10.2009

    ოსმა სეპარატისტებმა ამჯერად უკვე ქარელის რაიონიდან კიდევ 5 ქართველი დააკავეს. "ისინი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ მოხვედრას ცდილობდნენ, რათა ბალთაში გადასულიყვნენ. ამბობენ, რომ ბალთაში ისინი სამუშაოდ მიიწვიეს. აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა და იგი სინამდვილეს არ შეესაბამება," - აცხადებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახური.

    ეკა ბასილაია
    29.10.2009

    "აფხაზეთში ანტირუსული განწყობა არსებობს, მაგრამ ხმამაღლა ამაზე საუბარს ვერავინ ბედავს," - თვლის ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე ლევან კიკნაძე. მისივე მტკიცებით, "სოხუმის პარლამენტში რუსეთთან დადებული სასაზღვრო ხელშეკრულების განხილვისას ნათლად გამოჩნდა, რომ აფხაზ სეპარატისტთა მამამთავრები ვერ ეგუებიან რუსების პოლიტიკას აფხაზეთში. იქ იყო საუბრები და მოწოდებები - ჩვენ ასეთი დამოუკიდებლობა არ გვინდოდა; ჩვენ ჩვენი ეროვნება და თვითმყოფადობა უნდა შევინარჩუნოთო".

    მარი ოთარაშვილი
    28.10.2009

    დე ფაქტო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის რუსი მესაზღვრეების მიერ 2 დღის წინ დაპატიმრებულ ქართველებს 2 დღეში გაათავისუფლებენ. როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა ვლადიმერ გაბარაევმა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, ახალგორის რაიონულ პროკურატურაში მყოფ ქართველ დაკავებულებს მცირედი თანხით დააჯარიმებენ და გაუშვებენ.

    რუსიკო მაჩაიძე
    28.10.2009

    "ქრისტიან-დემოკრატები" პანკისის ხეობაში რუსეთის მხრიდან ვითარების დაძაბვის საშიშროებაზე საუბრობენ და აქ მონიტორინგის ჯგუფის ჩასვლას ითხოვენ. ამ პრობლემასთან დაკავშირებით მათ ნდობის ჯგუფის სხდომის გამართვაც მოითხოვეს. ამის პარალელურად კი აუცილებლად მიიჩნევენ, რომ მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებულობა, რათა იცოდნენ, აქ რეალურად რა ხდება.

    ია აბულაშვილი
    28.10.2009

    ლუქსემბურგში გამართულ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მე-10 სხდომა დასრულდა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. შეხვედრაში მონაწილეობდა ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი. ევროკომისარი საგარეო ურთიერთობათა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერი. აგრეთვე, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები.

    ნათია ახალაია
    28.10.2009

    "ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სარეკომენდაციო დოკუმენტებში პირდაპირ იყო მითითებული: ნუ შექმნით არაადეკვატურ, ცრუ მოლოდინებს. ეს კონტრპროდუქტიულია"
    "სულ ცოტა ხნის წინ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის აღმოსავლური პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში შვედეთის დელეგაციამ დააყენა ასეთი ინიციატივა: იქიდან გამომდინარე, რომ მოხდა ომი, და ასევე, 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენების გამო, საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობისას განიხილებოდეს რეგიონულ ასპექტში, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, და არა როგორც ლიდერი რეგიონისა, უკრაინასთან ტანდემში - როგორც ეს ახლო წარსულში ცალსახად იყო გამოკვეთილი.

    ლანა ბერიძე
    28.10.2009

    არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ნოემბრიდან სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას კვლავ იწყებს. როგორც "მოძრაობის ერთიანი საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ეკა ბესელია "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ნოემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყება და მასში "მოძრაობის ერთიანი საქართველოსთვის", "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო", პარტია "საქართველოს გზა", "კონსერვატორები" და "ეროვნული ფორუმი" მიიღებენ მონაწილეობას.

    რუსიკო მაჩაიძე
    26.10.2009

    გამსახურდიას შემდეგ პარლამენტში კიდევ ორი პოლიტიკოსის შესაძლო შესვლაზე ალაპარაკდნენ. ბაღათურიას თქმით, მოლაპარაკებები დაწყებულია და, შესაძლოა, მათ გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში მიიღონ. თუმცა იგი ამ პირების დასახელებისგან თავს იკავებს, ვინაიდან შიშობს, რომ წინასწარი განცხადების შემდეგ მათ გადაწყვეტილება არ გადაიფიქრონ. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ეს "მათ წინააღმდეგ მიზანმიმართულად გავრცელებული სიცრუეა".

    ირმა ჩაფიძე
    26.10.2009

    თამთა ქარჩავა

    გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური თემა საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ალექსანდრ ვერშბოუს ვიზიტი იყო. გაცხადდა, რომ არც სარადარო სისტემები და არც ამერიკული ბაზები საქართველოში არ განთავსდება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველო აშშ-ის პოლიტიკაში პრიორიტეტი აღარ იქნება? იგრძნობა თუ არა ტალიავინის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ დასავლეთში საქართველოს ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა, მიიღებენ თუ არა მაპ-ის გარეშე ნატოში საქართველოს, რეალურად შესაძლებელია თუ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რა არის სააკაშვილის ხელისუფლების სამი ყველაზე

    ელზა წიკლაური
    26.10.2009

    აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე თითქმის 2 თვით ადრე "რესპუბლიკაში" პოლიტიკური ვითარება სულ უფრო იძაბება. იშვიათად, მაგრამ საქმე კრიმინალურ გარჩევებამდეც კი მიდის. მაგალითად, 24 ოქტომბერს გვიან საღამოს "საპრეზიდენტო" კანდიდატების ბესლან ბუთბასა და რაულ ხაჯიმბას მომხრეებს შორის სისხლიანი შეტაკებაც კი მოხდა. მართალია, ამ ფაქტს თბილისში ნათესაური დაპირისპირება უწოდეს, თუმცა, თავად აფხაზეთში ასე არ თვლიან და მიაჩნიათ, რომ წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ დაძაბულად წარიმართება.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter