სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ზაირა მიქატაძე
    28.06.2010

      ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ ბევრი ჩვენი თანამემამულე აიძულა, სამშობლო დაეტოვებინა და საარსებო გზა უცხო ქვეყნებში ეძებნა. ბევრმაც უცხოეთს თავის დამკვიდრების მიზნით მიაშურა. ჩვენი რესპონდენტი ალეკო ბიგვავა წლების განმავლობაში მოსკოვში მოღვაწეობდა. დაარსა საადვოკატო კოლეგია და ქართულ ახალგაზრდულ მოძრაობა "ლაზარეს" საქმიანობაშიც აქტიურად მონაწილეობდა. პრეზიდენტის მოწოდებასთან დაკავშირებთ, ქართველებო, სამშობლოში დაბრუნდით და გვერდით დაგიდგებითო, აიკრა გუდა-ნაბადი და საქართველოში დაბრუნდა.

    ია აბულაშვილი
    28.06.2010

      არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე დღეში არასამთავრობო სექტორმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და თავად ხელისუფლებამაც აქტიურად დაიწყო საუბარი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე. სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კოალიცია "სამოქალაქო განვითარებისათვის" ერთ-ერთი იმათგანია, ვინც გამოვიდა ამ ინიციატივით და პრაქტიკულად დაიწყო ამ თემაზე მუშაობა.

    ეთერ ბალაძე
    28.06.2010

      არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე "მთელ კვირასთან" საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს ციხეებში რევოლუციის შემდეგ პატიმართა წამება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ხელისუფლებამ ამ ადამიანებს ნამდვილი დიქტატორული მოქცევით თავისი ძალა აჩვენა. ამით კი საზოგადოებაში შიში დათესა.

    თამთა ქარჩავა
    28.06.2010

      26 ივნისს გაეროს მიერ გამოცხადებული წამების მსხვერპლთა თანადგომის საერთაშორისო დღე აღინიშნა თბილისში. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათია"-ს ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო არადამიანურ და დამამცირებელი მოპყრობასთან დაკავშირებული ანგარიში.

    მარი ოთარაშვილი
    28.06.2010

      საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, რომელიც ქართველ მეცნიერებს პროექტებს უფინანსებდა და, ფაქტობრივად, ქართული მეცნიერების საარსებო წყარო იყო, ლიკვიდირებულია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ფონდი სტრუქტურული რეორგანიზაციის გამო მხოლოდ დროებით დაიხურა და აგვისტოდან მუშაობას კვლავ გააგრძელებს. თუმცა დროებითობას მეცნიერები სკეპტიკურად უყურებენ და ამბობენ, რომ ამით სახელმწიფომ ქართული მეცნიერების დასამარებაში მორიგი "წვლილი" გაიღო.

    გიორგი ფუტკარაძე
    26.06.2010

      გორის ცენტრში მდებარე იოსებ სტალინის ძეგლის ადგილსამყოფელი, მისივე "უსაფრთხოებიდან" გამომდინარე, კვლავ უცნობია. თუმცა, რამდენიმე დღეში გორის ცენტრში არსებულ სტალინის სახელობის სახლ-მუზეუმში დაიდგმება.

    თამთა ქარჩავა
    26.06.2010

      საქართველოს მთავრობაში მორიგი მხიარული კარუსელი გუშინ დატრიალდა. მხიარული კარუსელის ახალი სახე კი კანადიდან ჩამოსული 28 წლის ვერა ქობალიაა, რომელსაც, არც მეტი არც ნაკლები, ეკონომიკური განვითარებისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჩააბარეს. ქობალიამ ქართულ საზოგადოებას თავი ჯერ მხოლოდ იმით დაამახსოვრა, რომ ზუგდიდში ერთი კონცერტის ორგანიზება შეძლო. ექსპერტების შეფასებით, კარგია, რომ ქობალიამ კონცერტის ჩატარება შეძლო, მაგრამ რა შუაშია ორგანიზაციულ ნიჭთან ეკონომიკის სამინისტრო, ამას ვერ ხსნიან.

    გიორგი ფუტკარაძე
    26.06.2010

      "ვადამდელი არჩევნების შანსი იქნება თუ არა, ვერ ვიტყვი, სექტემბერში რომ დაგვინიშნოს ხელისუფლებამ, ალბათ, ჩვენ ძალიან რთული პრობლემის წინაშე დავდგებით. ქვეყნის მასშტაბით არჩევნების მომზადება რთული იქნება. ჩვენ ფინანსები არ გვაქვს, მაგრამ როდესაც იქნება არჩევნები, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, დღესვე უნდა მოვემზადოთ ბრძოლისთვის", - აცხადებს "საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ ოპოზიციამ ახლა საარჩევნო კოდექსისა და სასამართლოსთვის უნდა იბრძოლოს.

    თიკო ოსმანოვა
    26.06.2010

      დღეიდან "ეროვნული ფორუმი" პოლიტიკური ამინდის შესაცვლელად ბრძოლის აქტიურ ფაზაში გადადის. როგორც პარტიის ლიდერი კახა შარტავა ამბობს, დღეიდან "ეროვნული ფორუმი" ხელისუფლების შესაცვლელად საკუთარი ძალებით იბრძოლებს, თუმცა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან კვლავ გააგრძელებენ თანამშრომლობას.

    სალომე გოგოხია
    26.06.2010

      აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეს გია ბარამიას და მის ძმას აფხაზეთის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და თანამშრომლები ბრალდებებს უყენებენ. თავად ბარამია მათ ბრალდებებს არ პასუხობს და დუმილის უფლებას იტოვებს.

    მაკა ხარაზიშვილი
    26.06.2010

      მთავრობას სავალუტო ფონდთან ვალების განულების სურვილი აქვს. ამის მიზეზი არის ის, რომ ფონდის ფინანსური სახსრები საკმაოდ ძვირი ჯდება. ექსპერტების განცხადებით კი, სავალუტო ფონდს კრედიტი ხელისუფლებისთვის თავს ძალით არ მოუხვევია, პირიქით, ხელისუფლება კრედიტის მისაღებად ფონდთან ხშირად მოლაპარაკებებს მოლაპარაკებებზე მართავს. გარდა ამისა, მთავრობა კრედიტის მიღების სანაცვლოდ იძულებულია ფონდის მოთხოვნებს დაემორჩილოს.

    მაკა ხარაზიშვილი
    26.06.2010

      რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ამერიკამ მხარი ღიად კიდევ ერთხელ დაუჭირა, შესაბამისად, რუსეთი დარწმუნებულია, რომ სექტემბრის ბოლოს მსო-ს წევრი გახდება. ოფიციალური თბილისის პოზიცია კი უცვლელი რჩება, უფრო მეტიც, დღეს საქართველოს მოთხოვნები რუსეთის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა - საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივი კონტროლი, ემბარგოს მოხსნა, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება. სპეციალისტების შეფასებით, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე რუსეთი მსო-ს წევრი ვერ გახდება, ვინაიდან საქართველო მხარს არ დაუჭერს.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved