სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ირმა ჩაფიძე
    08.03.2010

    თამთა ქარჩავა
    "ჩემი გაკრიტიკება იმისთვის, რომ საქმე უკეთესად გამომდის, ვიდრე სხვებს, არასერიოზულია. ყველამ კარგად დავინახეთ, რომ თურმე მოსკოვში წასვლა სხვებსაც სდომებიათ, მაგრამ თავის დროზე ვერ გაბედეს, შეეშინდათ. ვფიქრობ, ბევრი მიხვდა, რომ რუსეთთან ურთიერთობები არც ისე რთული და საჭირო ყოფილა. ძალიან ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, ჩემთვის ადვილი მოსასმენია, რომ მეძახიან მეხუთე კოლონას, მოღალატეს, თურმე ბაბუაჩემი მეთერთმეტე არმიას დახვდა და ა.შ. და ა.შ. სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ სხვა ჩემს ადგილზე ამდენი რამის გაძლებას შეძლებდა.

    ნათია ახალაია
    08.03.2010

    "ირაკლი ალასანია ლიდერის მანტიით შემოვიდა პოლიტიკაში და ამ სტატუსით მან შეცდომები დაუშვა. მაგრამ ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვს, სხვათა აზრის გათვალისწინებას, სხვათა მოსმენას მიეჩვევა. ასეთ შემთხვევაში კი მას მიეცემა შანსი, მისგან ჩამოყალიბდეს ლიდერი და არა მესია.
    ...იმ ტიპის შეკრებებს, როგორიც ამას წინათ ვერის კალათბურთის დარბაზში გაიმართა, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ხელისუფლებები ყოველთვის პროვოცირების მიზნით იყენებდნენ. საყურადღებოა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა

    ია ანთაძე
    08.03.2010


    გასულ კვირას "რადიო თავისუფლების" ვებგვერდზე განთავსებულ ია ანთაძის ბლოგს სტუმრობდა დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი ბატონი სოსო ცისკარიშვილი. ბლოგის კომენტატორების მიერ წინასწარ, რეიტინგით შერჩეული კითხვები სტუმარს "რადიო თავისუფლების" ეთერში ია ანთაძემ დაუსვა. შემდეგ კი ბატონი სოსო ბლოგს ეწვია, სადაც პირდაპირი საუბრის რეჟიმში უპასუხა კომენტატორების შეკითხვებს. "რადიო თავისუფლება" "რეზონანსს" მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და მის მკითხველებს სთავაზობს ამ ორი ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას. აგრეთვე, გაზეთის თითოეულ მკითხველს შემდგომ განხილვებში მონაწილეობისთვის ვიწვევთ ბლოგზე, შემდეგ მისამართზე: www.tavisupleba.org

    ეთერ ბალაძე
    08.03.2010

    ეკა ბესელიამ ირაკლი ოქრუაშვილის პარტია გასულ კვირას დატოვა. როგორც ამბობენ, თანაპარტიელ თეო ტლაშაძესთან დაპირისპირების გამო. ირაკლი ოქრუაშვილი ბესელიას დაჰპირდა, რომ დაპირისპირება მის სასარგებლოდ გადაწყდებოდა, მაგრამ ოქრუაშვილმა პარტიის წევრი თეო ტლაშაძე არჩია. თუ რა დავალება ჰქონდა ტლაშაძეს ოქრუაშვილისაგან, ბესელია ამას ხმამაღლა არ ამბობს, რადგანაც, მისი თქმით, როგორც ოქრუაშვილის ადვოკატს,

    ლილი ხმალაძე
    08.03.2010

    პოლიტოლოგი მალხაზ ჟვანია ცოტა ხნის წინ მოსკოვსა და პეტერბურგში იმყოფებოდა. "მთელი კვირა" შეეცადა, მისგან გაეგო, როგორი პოლიტიკური ვითარებაა რუსეთში და რა გავლენას მოახდენს ეს ჩვენს ქვეყანაზე, როგორ ცხოვრობენ ქართველები რუსეთში და რა სირთულეები სდევს მათ იქ ცხოვრებას.
    "მთელი კვირა": როგორი პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობაა რუსეთში და როგორ აისახება ეს საქართველოზე?

    გიორგი ფუტკარაძე
    05.03.2010

    რაგბის ბურთი, რომელიც არასამთავრობოებმა მხარდაჭერის ნიშნად და "ლელოს გასატანად" გუშინ "ალიანსის" ლიდერ ირაკლი ალასანიას გადასცეს, საბოლოოდ საქართველოს პრეზიდენტის ოთახში უნდა აღმოჩნდეს - სიმბოლური საჩუქარი ნათლად აღწერს მერობის კანდიდატის სამომავლო გეგმას, თბილისის მერის სავარძლის გავლით პრეზიდენტის რეზიდენციისკენ.
    "ქართული აკადემიის" თაოსნობით 24 არასამთავრობო ორგანიზაცია "ალიანსის" ლიდერ ირაკლი ალასანიას მერობისათვის ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებს და იმედს გამოთქვამენ, რომ ეს ნაბიჯი სანანებელი არ ექნებათ.

    თიკო ოსმანოვა
    05.03.2010

    ზურაბ ნოღაიდელის შემდეგ მოსკოვს ამჯერად ნინო ბურჯანაძე ესტუმრა. ნოღაიდელის მსგავსად, მანაც რუსეთის პრემიერ ვლადიმირ პუტინთან და მმართველ პარტია "ედინაია რასიასთან" გამართა შეხვედრები.
    ბურჯანაძისა და პუტინის შეხვედრა თბილისის დროით 6 საათზე დაიწყო. როგორც შეხვედრის დაწყებისას რუსეთის პრემიერმა განაცხადა, ის მზად არის, ითანამშრომლოს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზებას შეეცდება.

    ეკა ბასილაია
    05.03.2010

    რუსეთის პროკურატურამ საქართველოს წინააღმდეგ აღძრულ სს საქმეს, რომელიც აგვისტოს ომის დროს გენოციდისა და რუსეთის მოქალაქეების მასობრივ მკვლელობას შეეხება, სამი მუხლი დაამატა. რუსული პროკურატურის მტკიცებით, ფაქტებით დასტურდება კასეტური ბომბების დასახლებულ პუნქტებზე გამოყენება და მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობები.

    თამთა ქარჩავა
    05.03.2010

    ნინო ბურჯანაძის შემდეგ მოსკოვში შესაძლოა, "კონსერვატორების" ლიდერი ზვიად ძიძიგური ჩავიდეს. ჯერ-ჯერობით ეს ვიზიტი დაგეგმილი არაა, მაგრამ კახა კუკავა არ გამორიცხავს, რომ ეს ვიზიტი შედგეს. რა შემთხვევაში ჩავა ძიძიგური მოსკოვში, ამ საკითხთან დაკავშირებით "რეზონანსი" "კონსერვატორ" კახა კუკავას ესაუბრა.
    "რეზონანსი": იგეგმება თუ არა მოსკოვში ზვიად ძიძიგურის ვიზიტი?
    კახა კუკავა: ჩვენ ვაპირებთ, მომავალ კვირას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გამოვაქვეყნოთ ჩვენი ხედვა. მოსკოვში ვიზიტი არის საშუალება.

    მარი ოთარაშვილი
    05.03.2010

    აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლარსის გახსნასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს, რადგან, როგორც მინისტრი ელმარ მამედიაროვი აცხადებს, შესაძლებელია, სომხეთი სწორედ ამ გზის საშუალებით იარაღით მომარაგდეს.
    "თუ ყარაბაღში კონფლიქტი განახლდა, აზერბაიჯანის წინააღდეგ მოხდება სომხების მომარაგება საწვავით, ტყვია-წამლითა და სურსათ-სანოვაგით სწორედ საქართველოზე გამავალი გზით.

    ლანა ბერიძე
    05.03.2010

    ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის მთავარი კომიტეტის წევრები აცახდებენ, რომ ეკა ბესელია პარტიის რიგებიდან გარიცხეს და მის მიმართ სასამართლოში ჩივილს აპირებენ. როგორც კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიუხედავად ბესელიას განცხადებისა, რომ პარტია დატოვა, ის დღემდე არ წყვეტს მასთან იურიდიულ კავშირს. მეტიც, პარტიის ინტერესების საზიანოდ უკანონოდ განკარგავს პარტიის ქონებას, ფინანსებსა და დოკუმენტაციას, რითაც პარტიას შეგნებულად ზიანს აყენებს.

    რუსიკო მაჩაიძე
    05.03.2010

    ხელისუფლება პირობას დებს, რომ ლარსის გამშვები პუნქტის გახსნით ქვეყანას "პრობლემები არც მოაკლდება და არც მოემატება". "ქრისტიან-დემოკრატებისთვის" კი გაუგებარია, თუკი პრობლემები არ მოაკლდება, აღნიშნული გადაწყვეტილება რატომ უნდა მიღებულიყო. თუმც, მთავარ აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემების მომატების საშიშროება არსებობს და ხელისუფლებას პრევენციული ღონისძიებების გატარებას სთხოვენ.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter