სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ქარჩავა
    02.07.2010

      2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდება. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და აღნიშნული სარჩელი სავარაუდოდ სექტემბერში გაიგზავნება. რას ეხება სარჩელი და როგორი იქნება ამ საქმის ფორმულირება? ამ საკითხებთან დაკავშირებით "რეზონანსი" მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პოლიტპატიმრების" ლიდერს, ეკა ბესელიას ესაუბრა, რომელიც ამ მიმართულებით უკვე მუშაობს.

    თამთა ქარჩავა
    02.07.2010

      სერგეი ბაღაფშის ბრძანებით, დაბა აჩადარადან ოჩამჩირემდე ყველა ის სახლი უნდა დაინგრეს, რომელიც 90-იანი წლების სამხედრო კონფლიქტის დროს დაიწვა. სულ რაღაც ერთ თვეში უნდა დაანგრიონ და გაიტანონ როგორც დაზიანებული, ასევე დამწვარი შენობები და ამ მონაკვეთზე გზის გაფართოება უნდა მოხდეს.

    გიორგი ფუტკარაძე
    02.07.2010

      კორუფციის კუთხით საქართველოში ისეთივე მდგომარეობაა, როგორიც 1999-2000 წლებში იყო - ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუზის" ანგარიშში - "გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნები - 2010", რომელიც ახლახან გამოქვეყნდა. უკვე ბოლო სამი წელია აღარ იცვლება და 5 ბალს უტოლდება. 5 ბალი იყო ასევე 1999 წელს. ყველაზე უარესი მაჩვენებელი 2004 წელს იყო და საქართველომ მაშინ 6 ბალი დაიმსახურა.

    რუსიკო მაჩაიძე
    02.07.2010

      იმ ობიექტების ნუსხიდან, რომელთა პრივატიზებაც არ შეიძლება, მაგისტრალური გაზსადენის ამოღება შეგნებულად მოხდა და კანონპროექტში არც არანაირი ტექნიკური შეცდომაა და არც ჩვენ გაგვიგია ცუდად რაღაცები, როგორც ამას ორი დღის წინ "სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ლაშა თორდია გვიმტკიცებდა.

    რუსიკო მაჩაიძე
    02.07.2010

      ოპოზიცია სკოლებიდან მასწავლებლების გათავისუფლებას აპროტესტებს. ხელისუფლება კი არ აღიარებს, რომ სოფლებში ე.წ. საათობრივი ოპტიმიზაცია უკვე დაიწყო, თუმცა ვერც იმას უარყოფენ, რომ ეს საკითხი მოსაგვარებელია. პრობლემა კი ის არის, რომ უმუშევრად საკმაოდ ბევრი პედაგოგი დარჩება.

    ია აბულაშვილი
    02.07.2010

      აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის უკრაინაში, პოლონეთში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში დაგეგმილ ვიზიტს მიეძღვნა, განაცხადა, რომ ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობა იქნება იმისა, რომ სახელმწიფო მდივანმა განუმარტოს ამ ქვეყნებს ამერიკის პოზიცია რეგიონული და ევროპული უსაფრთხოების შესახებ.

    მარი ოთარაშვილი
    02.07.2010

    ახალგორის სკოლებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ახალ სასწავლო წელს ახალგორელები 3-ის ნაცვლად (როგორც დღეს არის) 2-ით შეხვდებიან. როგორც ადგილობრივები "რეზონანსთან" საუბრისას ამბობენ, ერთი სკოლის დახურვა-გაუქმების გადაწყვეტილება დე ფაქტო განათლების განყოფილებას მოსწავლეთა კატასტროფულმა სიმცირემ მიაღებინა.

    მარი ოთარაშვილი
    02.07.2010

      "პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირებზე არის ზეწოლა, ცილისწამება და შანტაჟი სამინისტროს მხრიდან. ჩვენს ორგანიზაციას შეუწყვიტეს მასწავლებლებისგან დაფინანსება; კერძოდ, მასწავლებლებს აუკრძალეს საწევროების გადახდა," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტი მანანა ღურჭუმალიძე და იმასაც დასძენს, რომ საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივანს მასწავლებელთა ფართომასშტაბიანი აქციით დახვდებიან.

    ეკა ბასილაია
    30.06.2010

      "მერიის პროგრამის გათვალისწინებით, თბილისელ პენსიონერებს 100 ლარის ღირებულების მედიკამენტები უფასოდ უნდა მიეღოთ და ზოგ პენსიონერს რიგი მედიკამენტების მიღებაზე უარი უთხრეს, ზოგსაც - კონკრეტულ აფთიაქებში მომსახურეობაზე," - "ქრისტიან-დემოკრატები" მერიას დაპირების ბოლომდე არშესრულებაში ადანაშაულებენ.

    რუსიკო მაჩაიძე
    30.06.2010

      პარლამენტის ინიციატივით ის საჯარო ინფორმაცია, რომელიც თავს მოიყრის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში და დაკავშირებული იქნება საერთაშორისო ან უცხო ქვეყნის სასამართლოებში დავების წარმოებასთან, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება. ამ გადაწყვეტილებას ექსპერტები და ოპოზიცია "ანტიდემოკრატიული ტენდენციისთვის სათავის დადებად" აფასებენ. თუმცა, კანონპროექტის ავტორები ამ გადაწყვეტილებას სასამართლო პრაქტიკის სპეციფიკით ხსნიან.

    მარი ოთარაშვილი
    30.06.2010

      წეროვნის საჯარო სკოლაში 4 გოგო 1 ბიჭის გამო ერთმანეთს წაეკიდა. გოგონებს შორის ჩხუბი იქამდე მივიდა, რომ, როგორც ფაქტის მხილველი ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, საქმეში სკოლის ადმინისტრაციასთან და პატრულთან ერთად ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, კობა სუბელიანიც ჩაერია. თუმცა, ამას სუბელიანის უწყების პრესსამსახურის უფროსი ეკა გულუა "რეზონანსთან" საუბრისას უარყოფს.

    თიკო ოსმანოვა
    30.06.2010

      საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად მიღებული ოფიციალური რეზოლუციების რიცხვს რუმინეთის სენატის მიერ მომზადებული რეზოლუციაც შეემატა. ამ რეზოლუციით რუმინეთის სენატი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ შემუშავებულ სტრატეგიას და გმობს იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც მიმართულია ორ სეპარატისტულ რეგიონში ეთნიკური შემადგენლობის შეცვლისკენ და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისაგან მოითხოვს დაემორჩილონ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, რათა უზრუნველყოფილ იქნას დევნილი მოქალაქეების თავისუფალი დაბრუნება.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved