სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რუსიკო მაჩაიძე
    03.07.2010

      პარლამენტმა საჯარო ინფორმაციის შეზღუდვის საკითხის მიღება გადადო. მართალია, კანონპროექტის ავტორი ლაშა თორდია რამდენიმე დღის წინ იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ საერთაშორისო სასამართლოებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის მიღების შეზღუდვა ევროკონვენციას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ გუშინ საკითხის გადადება თავად მოითხოვა იმ არგუმენტით, რომ ამ საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს.

    ეკა ბასილაია
    03.07.2010

      ხელისუფლება დასავლეთის თვალში საკუთარი შელახული იმიჯის გამოსწორებისათვის ათასგვარ ხერხს მიმართავს - "ცუდი" საბჭოური გადმონაშთების ნგრევით ცდილობს ლიბერალის და პროგრესის დამცველის სახელი მიიღოს და ამ ყველაფერში საკუთარი ხალხისა და ეკლესიის იმიჯსაც კი სწირავს, ამბობს "რეზონანსთან" საუბარში კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი.

    ეკა ბასილაია
    03.07.2010

      პოლონეთის საარჩევნო მარათონის ბოლო დღეებში კანდიდატების მონაცემები საოცარი სისწრაფით და რადიკალურად იცვლება. 1 ივლისის მონაცემებით იაროსლავ კაჩინსკი კონკურენტს უკვე 2%-ით უსწრებს. ეს არის პირველი შემთხვევა მთელი საპრეზიდენტო მარათონის განმავლობაში, როდესაც კაჩინსკი ბრონისლავ კომოროვსკის უკან იტოვებს ,- აცხადებენ ადგილობრვი მედიასაშუალებები.

    რუსიკო მაჩაიძე
    03.07.2010

      ოპოზიცია მთავრობას მხარს არ უჭერს, მაგრამ კენჭისყრაზე წინააღმდეგი ხმა მხოლოდ ცაგარეიშვილმა მისცა. დანარჩენი ოპოზიცია კი კენჭისყრას არც კი დასწრებია. თუმცა, ეს რა გასაკვირია, როდესაც საკუთარი ნდობის გამოცხადებას მერაბიშვილი და ადეიშვილი არც კი ესწრებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტი მინისტრობის კანდიდატებს ნდობის გამოცხადებისას პარლამენტში ყოფნას ავალდებულებს.

    მარი ოთარაშვილი
    03.07.2010

    ჯერ აშშ-ს ექსპრეზიდენტ ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩა, შემდეგ - ოლგა კონსკაიას სახელობის ქუჩა და ახლა - არაბი შეიხის სახელობის ზოლი ბათუმში! 
      ბათუმის ერთ-ერთი ქუჩის გამყოფი ზოლისთვის არაბი შეიხის სახელის დარქმევის გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. კერძოდ, ხიმშიაშვილის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩის შეერთებამდე არსებულ მონაკვეთს ნაჰაიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰაიანის სახელი მიენიჭა. გარდა ამისა, საკრებულომ ამ მონაკვეთს ხეივნის სტატუსი მიანიჭა.

    ეთერ ბალაძე
    03.07.2010

      პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში რუსულ-ქართული ურთიერთობები ვერ აღდგება, რუსეთს სააკაშვილთან ლაპარაკი არ სურს, სამაგიეროდ კრემლი ქართულ ოპოზიციას დაელაპარაკა, მაგრამ რუსეთი მიხვდა, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, არც ოპოზიცია და არც ქართველი ხალხი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის დათმობას არ აპირებს, - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი "რეზონანსთან" საუბარში.

    რუსიკო მაჩაიძე
    02.07.2010

      "რეზონანსის" ინფორმაციით, კონსტანტინე გამსახურდია პარლამენტის ვიცესპიკერობისთვის ემზადება. ცხადია, თუკი ხელისუფლების სურვილი იქნება, მისთვის ამ თანამდებობის მიცემა პრობლემა არ იქნება, მაგრამ, ამისთვის, მინიმუმ ახალი ფრაქციის შექმნა გახდება საჭირო.

    თამთა ქარჩავა
    02.07.2010

      შპს "თბილავიამშენი" საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადავიდა. თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, რევაზ ჭარბაძის განცხადებით, "თბილავიამშენი" სამინისტროს შემადგენლობაში, არც მეტი, არც ნაკლები, თავად საწარმოს ხელმძღვანელობის ინიციატივით გადავიდა.

    მარი ოთარაშვილი
    02.07.2010

      ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის დაბრუნებას აღარ ცდილობენ, - ირწმუნება აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში და უახლეს მომავალში აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, კარიბის აუზისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებისგან ელის.

    რუსიკო მაჩაიძე
    02.07.2010

      მას შემდეგ, რაც "ბლოკ ჯორჯიამ" აღებული ვალდებულება ვერ შეასრულა და, მთავრობის მტკიცებით, თბილისში ყველა ობიექტი ჩამოერთვა, საავადმყოფოების პრივატიზაციის მეორე ეტაპი დაიწყო და შესრულებისთვის გარკვეული ვადებიც განისაზღვრა. მაგრამ, როგორც ჩარს, ახალი საავადმყოფოების მშენებლობა ამ ვადებში ვერ დასრულდება.

    თამთა ქარჩავა
    02.07.2010

      ავსტრიული კრიმინალური პოლიცია ქართველი კრიმინალებისა და ოპოზიციონერების კავშირების საკითხზე გამოძიებას აწარმოებს. შს სამინისტრომ უკვე დაიწყო მუშაობა გერმანული გაზეთის "ფრანკფურტერ რუნდშაუს" სკანდალურ სტატიაში მოყვანილ ფაქტებზე. "რეზონანსის" ინფორმაციით, დაწყებულია ოპოზიციის ლიდერების სატელეფონო საუბრების გაშიფვრაც.

    თიკო ოსმანოვა
    02.07.2010

      "ამერიკელები სერიოზულად არიან შეშფოთებულნი ჩვენი ხელისუფლების მორიგი უგუნურებით, რომელიც გაზსადენის რუსეთისთვის მიყიდვას გულისხმობს. დარწმუნებული ვარ, რომ ჰილარი კლინტონი ამისთვის მიხეილ სააკაშვილს სერიოზულად დაელაპარაკება, და ყვითელ ბარათსაც გადასცემს. ჩვენი პრეზიდენტი თავისი ტყუილების ტყვე გახდა, ამიტომაც დღეს ხელისუფლების შენარჩუნებისთვის აშშ-ის შანტაჟის გზას დაადგა. ის ერთის მხრივ დეკლარირებს ნატო-ში შესვლას და ევროკავშირის ფასეულობებს, მეორე მხრივ, უვიზო რეჟიმის პირობას დებს ირანთან. სააკაშვილი სულ უფრო მეტად ემსგავსება ბაკიევს, მილოშევიჩსა და ჰუსეინს," - განაცხადა "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ გუშინ კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved