სალომე სარიშვილი
26.11.2013

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების დასახვეწად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები და ხელოვნებათმცოდნეები არიან ჩართულნი. პირველი სამუშაო შეხვედრა კულტურის სამინისტროში დღეს გაიმართება, სადაც კანონპროექტის შესახებ უფრო დეტალურად იმსჯელებენ. ამასთან, შესაძლოა, კანონპროექტის პარლამენტიდან გამოთხოვაც მოხდეს. თუმცა, ეს ცნობილი 26 ნოემბერს, სამუშაო ჯგუფის შეკრების შემდეგ გახდება.

ნატა გიორგაძე
26.11.2013

ის დევნილი, რომლის ყოველთვიური შემოსავადი 1 250 ლარს აღემატება, დევნილთა შემწეობას აღარ მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც პარლამენტი დევნილთა შესახებ კანონს დაამტკიცებს. სამაგიეროდ, გაიზრდება დევნილთა შემწეობის თანხა, თუ ახალ დევნილი შემწეობის სახით 22-28 ლარს იღებს, სავარაუდოდ, უკვე იანვრიდან 45 ლარს მიიღებს.

სალომე სარიშვილი
25.11.2013

საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას ახალი მოადგილე ჰყავს - ალექსანდრე ბატიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობის პერიოდში მისი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, თუმცა, პრემიერის თანამდებობაზე დამტკიცებული ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მან თავდაცვის სამინისტროში გადაინაცვლა. ალასანიამ ახალი მოადგილე თანამშრომლებს ოფიციალურად უკვე წარუდგინა.

ეკა ბასილაია
25.11.2013

 მოსამართლეები, პროკურორები, ნოტარიუსების, პოლიციისა თუ ციხის ყოფილი თანამშრომლები ბოლო დროს არც თუ იშვიათად ყოფილი პატიმრების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლნი ხდებიან და რაც არ უნდა უცნაური იყოს, ნაცემი ყოფილი თუ მოქმედი ჩინოვნიკების უდიდესი უმრავლესობა ამ ფაქტებს არ ასაჯაროებს. უფლებადამცველების თქმით, მალავენ, იმიტომ, რომ არ სურთ მათი დანაშაულებრივი ქმედებები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს, ამით იმიჯი შეელახოთ ან თანამდებობები დაკარგონ.

თათია ჩაფიჩაძე
25.11.2013

საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე), 8591 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1 პროცენტით მეტია.

თეა ბეჟიტაშვილი
25.11.2013

 თბილისში დაახლოებით 1800 ყვითელი საქალაქო მიკროავტობუსი მოძრაობს და პიკის საათებში პრაქტიკულად ყველა მათგანი გადატვირთულია. ეს გარემოება ხშირ შემთხვევაში მძღოლსა და სივიწროვით შეწუხებულ მგზავრებს შორის კონფლიქტებს იწვევს, თუმცა, პრობლემა საბოლოოდ ვერა და ვერ გვარდება.

თიკო ოსმანოვა
25.11.2013

"შეგიძლიათ ჩახვიდეთ საქართველოს რეგიონებში და დაეკითხოთ გლეხობას წელს უფრო მეტი შემოსავალი მიიღო თუ არა წინა წლებთან შედარებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სიღარიბე დაძლეულია. თუმცა, ნიშნავს იმას, რომ სწორ გზაზე დგას ქვეყნის ეკონომიკა და სახელმწიფო პროგრამები", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი, რომელსაც ახალი პრემიერის მიერ დანიშნულ ძველ მინისტრებზე და სამთავრობო პროგრამაზე ვესაუბრეთ.

ია აბულაშვილი
25.11.2013

 2003 წლის ნოემბრის მოვლენებიდან 10 წელი გავიდა. ამ ათი წლის განმავლობაში რა შეიცვალა ჩვენს ცნობიერებაში და რა შეიძინა ჩვენმა საზოგადოებამ - ამ და სხვა საკითხებზე "მთელი კვირა" ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

მაია აბაიაძე
25.11.2013

 პირველ დეკემბრამდე "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლები თბილისის ყველა ოჯახს მოივლიან და გაზის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების გამართულობას შეამოწმებენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ მთავარია დანადგარი ჟანგბადს არა ოთახიდან, არამედ ატმოსფეროდან იღებდეს და ნამწვი აირებიც ატმოსფეროშივე გაიტყორცნებოდეს. ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ადამიანები გაზით ინტოქსიკაციას ვერ გრძნობენ და პირველადი დახმარება, რაც შეიძლება დაზარალებულს აღმოვუჩინოთ, ჟანგბადის მიწოდებაა.

სალომე აბულაძე
25.11.2013

გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ბარბარე რაფალიანცის ბაბუას ილია მექერიშვილს, გვიან ღამით, საკუთარი ეზოს შესასვლელში თავს დაესხნენ. მექერიშვილების ოჯახი ამ ინციდენტს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის განცხადებასაც უკავშირებს, სადაც ის ამბობს, რომ ათი თვის ჩვილის გარდაცვალების საქმე გახსნილია, თუმცა ხელისუფლება ამას განგებ არ ახმაურებს.

მარი ოთარაშვილი
25.11.2013

"ტესტის ახლა გართულება რამდენად სწორი სტრატეგია იქნება, ამას ვერ გეტყვით. თუკი შევადარებთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სხვა იმ ქვეყნებში, სადაც კატ-ით ტარდება გამოსაშვები გამოცდები, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეიძლება მართლაც ძალიან დაბალი იყოს," - ამბობს "მთელ კვირასთან" ინტერვიუში განათლების საერთაშორისო ექსპერტი სტივენ ბაკერი, რომელიც თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეს, ასევე, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დანერგილ საგამოცდო სისტემას კარგად იცნობს. ის ჰოლანდიაში დაჩ-ცენტრის დირექტორია.

თეა ბეჟიტაშვილი
25.11.2013

ვარდების რევოლუციის 10 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში, რიყის პარკში საიუბილეო კონცერტი გაიმართა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები დაესწრნენ. ღონისძიება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზებით ჩატარდა. კონცერტამდე მოეწყო ფოტოგამოფენა, გამოფენილი იყო 2003 წლის ვარდების რევოლუციის ამსახველი ფოტოები, ასევე, სცენასთან ახლოს ცოცხალი ვარდებით გაკეთებული იყო საქართველოს დროშა, რომელთანაც თამამად პოზირებდა ყველა ასაკის დამთვალიერებელი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×