თაკო მათეშვილი
27.12.2013

სამართლიანობის აღდგენის ფარგლებში, ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს არა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" დროს ჩადენილი უკანონობა, არამედ უფრო ადრე მომხდარი დანაშაულებიც - ამ მოსაზრებას გამოთქვამენ "რეზონანსთან" იურისტები და უფლებადამცველები, თუმცა იქვე დასძენენ, რომ ეს, ცოტა არ იყოს, გართულდება, ვინაიდან დიდი დროის გასვლა საქმეების გამოძიებას და მტკიცებულებების მოპოვებას ხელს შეუშლის.

რუსიკო მაჩაიძე
27.12.2013

 მთავარი პროკურორი ცდილობს, მასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი არ შეიმჩნიოს. ყოველ შემთხვევაში, გუშინ პატრიარქთან სტუმრადაც იმყოფებოდა. თუმცა, სახელისუფლებო კულუარებში უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ფარცხალაძეს ცოტა ხანში თანამდებობიდან გადააყენებენ.

მაკა ხარაზიშვილი
27.12.2013

მომავალი კვირიდან კერძო იპოთეკარებისთვის ახალი წესები ამოქმედდება. მათთვის განისაზღვრა საპროცენტო ზღვარი, რომლის ზევითაც კრედიტებს ვერ გასცემენ. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ამ ბაზრის უფრო მკაცრი რეგულირება მოხდება, თუმცა უკვე დაზარალებულ იპოთეკარებს აღარაფერი ეშველებათ.

აკაკი გვიმრაძე
27.12.2013

ყაზახეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკურ-პოლიტიკური პარტნიორია, რომლის რამდენიმე მსხვილი კომპანია მუშაობს ჩვენს ქვეყანაში და თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

სალომე სარიშვილი
27.12.2013

პარტია "ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია თვლის, რომ "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" მიერ განვლილ გზას ადგას, რომელიც ამ უკანასკნელმა 2004-2007 წლებში განვლო.

მარი ოთარაშვილი
27.12.2013

სპეციალურად "რეზონანსისთვის" ახალგორიდან

იანვრიდან ახალგორის (როგორც იქ უწოდებენ - ლენინგორის) რაიონში დე ფაქტო ხელისუფლება პენსიებისა და ხელფასების გაზრდას 20-30%-ით აპირებს. ადგილობრივები შიშობენ, რომ ამ სიკეთესთან ერთად შესაძლებელია, საგზაო წესები, კერძოდ დე ფაქტო საზღვრის გადაკავეთა გართულდეს. თუმცა ეს ამ ეტაპზე ცხინვალიდან არ დასტურდება.

ეკა ბასილაია
26.12.2013

"მერიამ თავიანთი ზონდერების დასაქმების სამსახური შექმნა. ყველაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ უმრავლესობა ზონდერი იყო. ეს ის ხალხია, რომლებიც თავის დროზე სხვადასხვა ადგილზე იყვნენ გაფორმებულები, არბევდნენ ოპოზიციურ მიტინგებს და თბილისის მერიაში ასეთი ხალხისთვის დაცვის სამსახური შექმნეს, რომლის ხელმძღვანელი იყო ეს ლეგაშვილი. პირადად მე კარგად მახსოვს, ბევრ ღონისძიებაზე სხვადასხვა სადამსჯელო ოპერაციას ხელმძღვანელობდა...

თიკო ოსმანოვა
26.12.2013

 პროკურატურა ძველი თბილისის გამგებლის მოადგილის კობა ხარშილაძის ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით დაპატიმრებას უარყოფს. მათი განცხადებით, ხარშილაძეს ბრალად სამეწარმეო საქმიანობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზება ედება. ადვოკატების მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ გაამყარა ეჭვები, რომ ხარშილაძე ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით არის დაკავებული.

მაია აბაიაძე
26.12.2013

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ "ოცნება" საკუთარ მიღწევებს "ვერ ყიდის", რადგან სულ მოგერიების რეჟიმშია. მათ ერთიანობა აკლიათ და ხშირად ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, რითაც საზოგადოებაში ნდობა მცირდება, "ნაცმოძრაობას" კი მათი სისუსტეები კარგად აქვს შესწავლილი და ცდილობს, მთავრობის ნეგატიურად წარმოჩენით საკუთარი თავი ერთადერთ ალტერნატივად წარმოადგინოს.

ეკა ბასილაია
26.12.2013

"ბოლო დღეების განმავლობაში სარევიზიო კომისიის თავმჯდომარისგან სხვადასხვა ტიპის ისტორიებს ვისმენთ. მან რაც განაცხადა, იმ ფაქტებში ბევრი უზუსტობაა და ზოგადად მრჩება შთაბეჭდილება, რომ (კომისია) პროკურატურის დაკვეთით ახალ ზღაპარს ქმნიის", - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - რეფორმატორების" თავმჯდომარე თემურ გრიგალაშვილი.

თათია ჩაფიჩაძე
26.12.2013

 ტელეკომპანია "ტვ3" წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ტელევიზიის მიმართ შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს. განცხადებაში, რომელიც ტელევიზიამ გუშინ გაავრცელა, ნათქვამია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ბოლო თვეების განმავლობაში არხის "შეგნებული დისკრედიტაცია" მიმდინარეობს.

იაგო ნაცვლიშვილი
26.12.2013

ვაკის პარკის მიმდებარედ და მის შიგნითაც მშენებლობა მიმდინარეობს, რასაც ადგილობრივები აპროტესტებენ. მათი თქმით, პარკი ნადგურდება. მერიაში კი აცხადებენ, რომ ტერიტორია კერძო მესკუთრისაა და ისინი ამაში ვერ ჩაერევიან.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×