სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რუსიკო მაჩაიძე
    27.06.2013

    ნატო-ს გენმდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ამბობს, რომ "საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა." თუმცა ვერაფერს ამბობს, 2014 წლის სამიტზე საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხი იქნება თუ არა დღის წესრიგში და დასძენს, რომ ეს დამოკიდებული იქნება რეფორმების გაგძელებაზე. ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სამშვიდობო ოპერაციებში ქართველი სამხედროების მონაწილეობა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გარანტი არ არის.

    თამთა ვირსალაძე
    27.06.2013

     2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბიომეტრული სიებით ჩატარდება. რაც შეეხება ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს, ცსკოს ინფორმაციით, სიების გადამოწმება არ იგეგმება, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით კი, ამ საკითხზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს.

    თაკო მათეშვილი
    27.06.2013

     ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ პარლამენტში ისეთი პარტიებიც მოხვდნენ, რომლებიც დღეს პარლამენტის გარეთ არიან, ან ჯერ საერთოდ არ არსებობენ, ხოლო "ნაცმოძრაობამ", შესაძლოა, ბარიერიც ვერ გადალახოს. ამას ის პოლიტოლოგები აცხადებენ, რომელთაც "რეზონანსი" ესაუბრა. მათი აზრით, ამ პარტიებს განსაკუთრებით დიდი შანსი იმ შემთხვევაში ექნებათ, თუკი კოალიციას შემქნიან.

    სალომე აბულაძე
    27.06.2013

    საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანების დაკავება გახშირდა. "დაკავებით ისინი ადამიანების დატერორებას ახდენენ, რომ მათ არ გადალახონ გარკვეული ხაზები", - განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით სუჯაშვილმა კი "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეთა რიცხვის ზრდა რუსების მიერ მავთულხლართების შემოვლებით არის გამოწვეული.

    მარი ოთარაშვილი
    27.06.2013

    "უნივერსიტეტების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად (სსიპ) გადაკეთებას არ მოჰყვება გარდამავალი პერიოდის გამოცხადება და პრემიერის მიერ დროებითი მმართველის დანიშვნა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანად უნივერისტეტებში არსებული სიტუაცია მოსაწესრიგებელია. მაგრამ ამას არ სჭირდება "მაუზერიანი კომისარი", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი.

    ეკა ბასილაია
    27.06.2013

     "ხელისუფლება ვერ ახერხებს ადეკვატურად და სწრაფად გამოიძიოს წამების ფაქტები და ადკვატურად დასაჯოს ის ადამიანები, რომლებიც პატიმრებს წლების განმავლობაში აწამებდნენ. გარდა ამისა, ნაცვლად იმისა, რომ გამოძიება წარმართოს, კინოჩვენებებით არის დაკავებული," - "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი "ემპათიას" პრეზიდენტი მარიამ ჯიშკარიანი.

    ეკა ბასილაია
    26.06.2013

     სამეგრელოში აღმოჩენილი წამების ამსახველი კადრების გამო ვანო მერაბიშვილის ბოდიშის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, ცნობილი სახეები, პარტიის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ალაპარაკდნენ, თუმცა როგორც თავადვე განმარტავენ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების მხრიდან არჩევნებში არმიცემული ხმები, რაც მათივე თქმით, გასულ შემოდგომაზე ხალხმა უკვე მათ საწინააღმდეგოდ დააფიქსირა და შესაბამისად, მათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უკვე დაეკისრათ.

    რუსიკო მაჩაიძე
    26.06.2013

    პარტიების დაფინანსების წესის შეცვლის შესახებ უმრავლესობის კანონპროექტის განხილვა შეჩერდა. მიზეზი ის არის, რომ ახალი წესის დამტკიცების შემთხვევაში პარტიები არსებობას შეწყვეტდნენ, რაც ნეგატიურ გავლენას იქონიებდა დემოკრატიზაციის პროცესზე. თუმცა, უკვე არსებობს შეთანხმება ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბიომეტრიული პასპორტებით ჩატარდება.

    თათია ჩაფიჩაძე
    26.06.2013

    ჯანდაცვის სამინისტრო ლეიკემიით დაავადებული ორი მოზარდის მკურნალობას დააფინანსებს. 13 წლის გიორგი გაბედავას და 12 წლის მირზა ცეცხლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რის გამოც სამინისტრომ გამონაკლისის სახით მათი დაფინანსება გადაწყვიტა.

    ელზა წიკლაური
    26.06.2013

     "იმ შემთხვევაში, თუ ახალი ხელისუფლება არ დაიწყებს წინა მთავრობის მიერ რეპრესირებული ბიზნესმენების საქმეების გამოძიებას, ჩვენ პერმანენტულ აქციებს გავმართავთ", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას მოძრაობა "დააბრუნეს" დამფუძნებელი მამია სანადირაძე.

    თაკო მათეშვილი
    26.06.2013

    სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ პრემიერს ისრაელში ბევრად უფრო სერიოზული თემები აქვს მოსაგვარებელი, ვიდრე მხოლოდ იარაღის შესყიდვაა. თუმცა, თუ იარაღის შესყიდვაზე მიდგა საქმე, ყველაზე მეტად თავდაცვას საზენიტო სისტემები ესაჭიროება, ისრაელი კი ასეთი სისტემების ერთ-ერთი საუკეთესო მწარმოებელია.

    დალი ქვირია
    26.06.2013

     ჩვენს საუკუნეში ქვეყნის განვითარების დონეს ყველა სფეროში, შეიძლება ითქვას, დიდად განსაზღვრავს ამ ქვეყნის ხელისუფლების სახელმწიფო პოლიტიკა განათლებისა და მეცნიერების სფეროში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ იმ ქვეყნებმა, რომელთაც დროის გამოწვევების შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკა გამოიმუშავეს და გაატარეს, დიდ წარმატებებსაც მიაღწიეს. იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაშიც მოხდეს დროის გამოწვევების შესაბამისი პოლიტიკის გამომუშავება და მისი გატარება განათლებისა და მეცნიერების სფეროში, ალბათ აუცილებელია პირველ რიგში მოხდეს დღეს არსებული ვითარების შეფასება კომპეტენტური მეცნიერების მიერ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×