იაგო ნაცვლიშვილი
12.03.2014

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინიციატივით, ნარკო და მძიმე დანაშაულებთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმება მკაცრდება. მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი აცხადებს, რომ ნარკოტიკების გამსაღებლებთან საპროცესო შეთანხმება აღარ გაფორმდება, ასევე ისეთ პირებთან, რომლებიც დანაშაულს ხელმეორედ ჩაიდენენ.

მარი ოთარაშვილი
12.03.2014

მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ბოლოდან დღემდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდის ახალი სქემით ჩატარებაზე საუბრობს, წელს ეს ახალი სქემა ვერ მოესწრება. შესაბამისად, მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება ძველი წესებით მოუწევთ.

თიკო ოსმანოვა
12.03.2014

საქართველოში დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად სპეციალური სამთავრობო ჯგუფი იქმნება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. ამ ჯგუფის პირველი ინიციატივა ასეთია - პირველი ივნისიდან იმ რეგიონებში, სადაც შობადობა ყველაზე მეტადაა შემცირებული, ყოველი მესამე შვილის მშობელი სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს.

რუსიკო მაჩაიძე
12.03.2014

 "საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული რეალობები უნდა იცოდეს როგორც ქართულმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ," - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა მამუკა კაციტაძემ "საარჩევნო კოდექსთან" დაკავშირებით საუბრისას.

თათია ჩაფიჩაძე
11.03.2014

 ევროპის და ამერიკის არაკოორდინირებული მუშაობა რუსეთს თავხედობის უფლებას აძლევს - ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთი დასავლეთს ყველაზე უარეს სცენარს სთავაზობს და მაქსიმუმიდან მინიმუმის ასრულებითაც უკრაინა მსხვერპლი, ხოლო რეგიონის უსაფრთოხების საკითხი ნაღმზე მყოფი ხდება.

სალომე სარიშვილი
11.03.2014

 საპარლამენტო უმრავლესობისა და "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის უკანონო ქმედების წინააღმდეგ ყველაზე ქმედითუნარიანი ნაბიჯები, ამ ეტაპზე მისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაა.

თაკო მათეშვილი
11.03.2014

 უმნიშვნელოდ გაუმჯობესებული საარჩევნო გარემო, არათანაბარი პირობები და მოსაწესრიგებელი ტექნიკური მხარე - ამ პირობებში უწევთ ოპოზიციურ პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება და არჩევნებში ბრძოლა. მათი შეფასებით, ახალმა კოდექსმა, მართალია რიგი დადებითი შედეგი გამოიღო, მაგრამ მთავარის - წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების გარანტი ვერ გახდა.

იაგო ნაცვლიშვილი
11.03.2014

"შესაძლოა ყირიმი გახდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ ამის ალბათობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ის რომ იგი რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს, სევასტოპოლთან და ოდესასთან ერთად", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას "ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია.

სალომე აბულაძე
10.03.2014

 მარტყოფში თავშესაფრის მაძიებელი უცხოელებისთვის მთლიანობაში 140-ადგილიანი ცენტრი იქნება. როგორც "მთელ კვირას" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადმა იმატა და, შესაბამისად, გამტარუნარიანობამ იკლო.

იაგო ნაცვლიშვილი
10.03.2014

 "მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ უკრაინა, რუსეთი და შეერთებული შტატები. მათ უკრაინის ახალი რეალობა უნდა განიხილონ. მთავარია, რომ უკრაინის ერთიანობა შენარჩუნდეს ნებისმიერ ფასად", - განაცხადა "მთელ კვირასთან" საუბრისას "ტრადიციონალისტების" ლიდერმა აკაკი ასათიანმა.

რუსიკო მაჩაიძე
10.03.2014

დამოუკიდებელი პოლიტოლოგი, ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ რუსეთი ყირიმში ბოლომდე შეეცდება საკუთარი მიზნების დაცვას და ამ პირობებში "ჩვენ არ უნდა გავხდეთ რუსეთის აგრესიის ჩვენსკენ შემოტრიალების მიზეზი თუ საბაბი და მათ შორის არც რიტორიკის დონეზე".

თეა ბეჟიტაშვილი
10.03.2014

სახელმწიფომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაზე მუშაობა დაიწყო, პროექტს სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" ახორციელებს, რომლის გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი "მთელ კვირასთან" საუბარში აღნიშნავს, რომ პროექტი 20.5 მილიონი ლარი დაჯდება და სეტყვის მიერ მიყენებულ ზარალს 85-95 პროცენტით შეამცირებს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×