სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    22.06.2013

    მოსახლეობის აღწერის პირველი ეტაპი 1-ლი ივლისიდან აჭარა-გურიაში დაიწყება. აღწერა ჩატარდება ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე მოხდება საცხოვრებელი შენობებისა და ოჯახების აღწერა, შემდეგ კი - მოქალაქეებისა. აღწერის ჩასატარებლად სულ 18 მილიონი ლარი დაიხარჯება. პირველადი შედეგები კი 2015 წლის გაზაფხულისთვის გახდება ცნობილი.

    ეკა ბასილაია
    21.06.2013

     "ძალიან მძიმე საყურებელი კადრები იყო: სასტიკი წამება, გაუპატიურება, გაუკუღმართებული ფორმით გაუპატიურება... ამაზრზენი სურათი იყო. პირადად მე, ქართველ ხალხს ამ სირცხვილს ვერ ვაჩვენებდი. ძნელია მძიმე და ნაკლებადმძიმეზე საუბარი, მაგრამ ბევრად მძიმე სანახავი იყო, ვიდრე გახმაურებული ციხის კადრები", - გუშინ სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავში არსებული წამებისა და ადამიანის ღირსების შეურაცხმყოფელი კადრების ნახვის შემდეგ განაცხადა "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" წარმომადგენელმა თამარ გაბისონიმ.

    თამთა ვირსალაძე
    21.06.2013

    წინასაარჩევნო კამპანიის გასაშუქებლად მედია-საშუალებებისთვის, შესაძლოა გარკვეული რეგულაცია დაწესდეს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს კანონმდებლობაში ფარული პოლიტიკური რეკლამის ცნების შემოღების ინიციატივით მიმართეს.

    თათია ჩაფიჩაძე
    21.06.2013

    "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეომასალის შემქმნელი და დამკვეთი პირების უმკაცრესად დასჯას ითხოვს და აცხადებს, რომ მომავალში ხელისუფლების მხრიდან მსგავს პრეცედენტს ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს.

    სალომე აბულაძე
    21.06.2013

    საქართველოში კვლავ საუბრობენ იმაზე, რომ თბილისში პოლიკლინიკების მასობრივი გაყიდვის პროცესი მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დედაქალაქი პირველადი ჯანდაცვის იბიექტების გარეშე დარჩება. როგორც უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, ამ პრობლემის ავთენტურობა გვაფიქრებინებს, რომ ახალ ხელისუფლებას კავშირი აქვს იმ სამედიცინო მაფიასთან, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს არსებობდა.

    მარი ოთარაშვილი
    21.06.2013

    აფხაზეთში, კერძოდ კი გალის რაიონში, მოსახლეობის აღწერა დაიწყო. როგორც "რეზონანსს" გალელებმა აცნობეს, აღწერა იმის გადამოწმებას გულისხმობს, ვინ ცხოვრობს რეალურად გალში და ვინ - არა. ვინც მუდმივი მცხოვრები არ არის, ასეთს შესაძლებელია აფხაზური პასპორტი ჩამოართვან.

    ანი ფაცია
    21.06.2013

     თბილისის ქუჩებში უპატრონო ბავშვების რაოდენობა აშკარად თვალშისაცემი გახდა. მათ ყველგან შეხვდებით: ქუჩებში, ეზოებში, მეტროში, შინაც კი გაკითხავენ. სოციალური მომსახურების სააგენტოში ირწმუნებიან, რომ სახელმწიფოს მიერ გაუქმებული უპატრონო ბავშვთა სახლების აღსაზრდელები საიმედო ხელში არიან, თუმცა რეალობა სხვაზე მეტყველებს.

    ია აბულაშვილი
    21.06.2013

    ისტორიის მეცნირებათა დოქტორი, პროფესორი იგორ კვესელავა "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ ახალმა ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ქცევის ახალი მექანიზმი, რომელმაც უნდა განაპირობოს ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული განვითარება, თავისი კუთვნილი ფუნქციის განხორციელება და ადგილის დაკავება მსოფლიო სივრცეში.

    მაიზერ გელოვანი
    21.06.2013

    (გაგრძელება)

    მაიზერ გელოვანი

    დაიწყო შეტევა ტამიშის მიმართულებით. პირველ რიგში გზა უნდა გაგვეთავისუფლებინა, რომელიც მოწინააღმდეგის ხელში იყო. წინ მიგვიძღოდნენ ტანკები და ქვეითი მანქანები. განწყობა ისეთი იყო, რომ აუცილებლად უნდა გაგვემარჯვა ამ შეტაკებაში. მიუხედავად ცეცხლის წვიმისა, ჩვენ მაინც წინ მივიწევდით.

    აკაკი გვიმრაძე
    21.06.2013

    "საქართველოს მთავარი სიმდიდრე მისი ხალხია - ქართველები და ყაზახები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს თავიანთი გახსნილი ბუნებით, სტუმართმოყვარეობით, სითბოთი. საქართველო ეს არის უძველესი ცივილიზაციის, ლეგენდების, სიმღერის, ცეკვის, ისტორიული ქვეყანა, რომელსაც დიდი მომავალი აქვს და რომელზეც მე უკვე შეყვარებული ვარ", - მითხრა შეხვედრისას ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ერმუხამეტ ერტისბაევმა.

    ეკა ბასილაია
    20.06.2013

     სამი დღის წინ სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით, სადაც ფეთქებადსაშიშ ნივთიერებებთან და ნარკოტიკებთან ერთად წამებისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის, მათ შორის სექსუალური კონტექსტის შემცველი ძალადობის ამსახველი ვიდეოფირები, დასაჭერი ხალხის სია და წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მონაცემების შემცველი არქივი იყო მოთავსებული, გუშინ ცხრა ადამიანი დააკავეს.

    ია აბულაშვილი
    20.06.2013

    აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის უკანასკნელ რეზოლუციას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მორიგი ვნებათაღელვა მოჰყვა. როგორც სხვა ყველა საკითხში, აქაც შეფასებები რადიკალურად ურთიერთსაწინააღმდეგოა. მმართველი პარტია ყველაფერ ამას დასანან დროებით გაუგებრობად აფასებს, ოპოზიცია კი მეორედ მოსვლად და კატასტროფად. რა შეიძლება მოჰყვეს აშშ-ის კონგრესის დადგენილებას, ამის შესახებ "რეზონანსი" საერთაშორისო საკითხებში ექსპერტს, სოსო ცინცაძეს ესაუბრა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×