თიკო ოსმანოვა
21.03.2015

 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მზადაა შეხვდეს თავის რუს კოლეგას, თუკი საუბრის თემა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები და ამ პრობლემის მოგვარების გზების ძიება იქნება - ასე პასუხობენ თბილისში რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებას ორი პრეზიდენტის შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით.

ია აბულაშვილი
21.03.2015

ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად თანხმობა, სავარაუდოდ, 30-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა. ამის შესახებ იტყობინება რუსული მედია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობები საჯარო მხოლოდ აპრილის დასაწყისში გახდება.

ლიკა ამირაშვილი
21.03.2015

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ადგილი ისევ ვაკანტურია. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ვაკანტურ ადგილზე განცხადება 4-მა კანდიდატმა შეიტანა.

სალომე სარიშვილი
21.03.2015

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქციის პარალელურად, 21 მარტს, დღის 2 საათზე, სამების საკათედრო ტაძართან არასამთავრობო ორგანიზაცია "სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი" კონტრაქციას გამართავს. კიდევ ერთი აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც იქნება, რომლის ორგანიზატორი კოალიცია "ერთსულოვნებაა", თუმცა, როგორც კოალიციაში აცხადებენ, აქცია არ უკავშირდება "ნაციონალურ მოძრაობას" და სულ სხვა შინაარსისაა.

ეკატერინე ბასილაია
20.03.2015

 გასული კვირიდან ტელეკომპანია "ჯიდიესზე" ყოფილი პრემირ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პროექტი, გადაცემა - 20/30 დაიწყო და ის შაბათის გარდა ყოველდღე გავა. გადაცემის პირველი სტუმარი თავად პროექტის დამფუძნებელი ივანიშვილი იყო და როგორც ერთ-ერთი პროდიუსერი ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, შემდგომ კვირის გადაცემებში ის ერთ-ერთ სტუმრად აუცილებლად დარჩება. სულ ამ ორგანიზაციაში 60-მდე ექსპერტია გაერთიანებული და მათი რაოდენობა, როგორც ამბობენ, მომავალში გაიზრდება.

ლიკა ამირაშვილი
20.03.2015

 2015 წლის ეროვნულ გამოცდებზე 40 ათასზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული. მათ სასწავლებლებისა და პროფესიების არჩევა გამოცდების დასრულების შემდეგაც შეეძლებათ. ეროვნული გამოცდების სიახლეებზე "რეზონანსი" გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელს, მაია მიმინოშვილს ესაუბრა.

თიკო ოსმანოვა
20.03.2015

 თუ როდის შედგება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში, სამი თვის შემდეგაც გაურკვეველია. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ვიზიტი ძალაში რჩება და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.

სალომე სარიშვილი
20.03.2015

 იმისთვის, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა შეასრულოს, რაც შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას გულისხმობს, საქართველოს რამდენიმე ტექნიკური მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევს. ერთ-ერთი მოთხოვნაა ანტისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების შეტანა, რათა მისი აღსრულების რეალური მექანიზმები შეიქმნას.

ეკატერინე ბასილაია
20.03.2015

 მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია "რეზონასთან" საუბრისას აცხადებს, რომ "ოცნებამ", შეუსრულებელი დაპირებების გამო, ბევრი ამომრჩეველი დაკარგა, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა რიცხვი კი სტაბილურია. მისი აზრით, ორივე ეს ფაქტორი ჯამში იმაზე მიუთითებს, რომ "ნაცმოძრაობის" მომხრეთა ხვედრითი წილი გაზრდილია.

თაკო მათეშვილი
20.03.2015

 ხელისუფლებას აქტიურად აკრიტიკებენ, თუმცა ეს მის რეიტინგზე არცთუ სერიოზულად აისახება, - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო-პროექტის" დამფუძნებელი, ფსიქოლოგი და სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა და დასძენს, რომ საზოგადოება, მიუხედავად პიარისა, ყველაფერს ობიექტურად აფასებს.

ია აბულაშვილი
20.03.2015

სოსო ცინცაძის თქმით, თეორიულად, "საზოგადოება 20/30"-ს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში, თუმცა პრაქტიკაში მისი განხორციელება გაუჭირდება. რა მომავალი აქვს ახალ ორგანიზაიციას და მოახდენს თუ არა იგი საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას, ამის შესახებ "რეზონანსი" სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

ელზა პაპოშვილი
20.03.2015

 "არ არის გამორიცხული, ვინმემ რამე იცოდეს და თავს იკავებდეს იმის გამო, რომ პოლიციასთან ურთიერთობა არ სურთ. წარმოუდგენელია დღისით, მზისით, პურზე წასული ბავშვი ვინმეს არ დაენახა და, მითუმეტეს, თუ საეჭვო პირებთან ერთად იყო, აუცილებლად შეამჩნევდნენ. გამომძიებელი, რომელიც ამ საქმეს იძიებს, ამბობს რომ კარდაკარ დადის და ხელჩასაჭიდი ჯერ ვერაფერი ნახა," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას კასპის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი სოფელ ქვემო ჭალაში 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×